imedi /  09 მაისი 2018, 17:37 / სანდო წყარო

ქუმსიშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ ერთი რეფორმის დაწყება გვსურს

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ამ სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი რეფორმის დაწყება სურს. ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთი ახალი რეფორმის დაწყება გვსურს. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

02 ივნისი 2026, 14:23

ეკონომიკა

პრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

02 ივნისი 2026, 14:22

ეკონომიკა

პრემიერი: საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან მახაშვილი

02 ივნისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის ცალსახად ქსენოფობიური განცხადება. საკმაოდ მოწყვლადი რეგიონია და მათი თითოეული ასეთი განცხადება შესაძლოა გახდეს საწყისი ეტაპი ქვეყნებს, ერებს შორის ესკალაციის

ჭირვეული ბავშვის საქციელი, რასაც ეს ადამიანი უკვე ამდენი წელია აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს გადადის. პიროვნულ საკითხებს გადააყოლა ქვეყნებს შორის ურთიერთობებიც, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დიდი მოლოდინით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ის დატოვებს საქართველოს და ვიმედოვნებთ, გვექნება ახალი ელჩის პირობებში შესაძლებლობა, რომ ეს ძალიან მძიმე პერიოდი ჩავაბაროთ წარსულს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

02 ივნისი 2026, 14:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ალტერნატიული მიმართულებების გაჩენის შემთხვევაშიც კი, საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხო და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ დერეფნად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გაშვებას.

შალვა პაპუაშვილი

02 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია - საქართველოს, ამ მხრივ, არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები

ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება.

02 ივნისი 2026, 14:15

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ ევროპული სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ნავთობის გადაზიდვას მაინც ახერხებს

რუსული ტანკერები, რომლებიც უკანონო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ახორციელებენ, საქმიანობას მაინც აგრძელებენ, რადგან ამის შესაძლებლობას მათ ევროპული სადაზღვევო კომპანიები აძლევენ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

გიორგი გაბუნია

02 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ფიშერზე: მივესალმებით იმას, რომ ამ ადამიანს მალე ამოეწურება საქმიანობის ვადა და დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას. იმედი გვაქვს, რომ გერმანიის მთავრობას ეყოფა გონიერება და საქართველოში გამოაგზავნის ისეთ ელჩს, რომელიც პატივს სცემს გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობების ღირსეულ წარსულს

„ევროპელი ელჩები, მაშინ როდესაც უნდა ზრუნავდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებისთვის, მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და ა.შ., დაკავებულები არიან პროცესების რადიკალიზაციით. როდესაც ევროპელი ელჩი პირდაპირ არის ჩართული რადიკალურ პროცესებში, პირდაპირ უჭერს მხარს ორგანიზებულ ძალადობას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისგან არ გაგვიკვირდება არც ქსენოფობიური განცხადებები, არც ძალადობის წამახალისებელი განცხადებები“, - განაცხადა გაბუნიამ.

02 ივნისი 2026, 14:15

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 9 თვით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 14:10

პოლიტიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. LIVE

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპისა და აზიის დაკავშირების გაძლიერებაში. გახსნის ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს.

დავით ქართველიშვილი

02 ივნისი 2026, 14:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ფაშინიანის დამარცხება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი პრობლემების წყაროდ იქცეს

„ერევნის არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, ამასაც დავუთმოთ ჩვენი მოსაზრება. ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება საქართველოსთვის ობიექტურად ხელსაყრელია არა იმიტომ, რომ თბილისი სრულად იზიარებს ერევნის ყველა გადაწყვეტილებას, არამედ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ კავკასიაში პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს. ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო წლებში რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო კვანძად იქცა, მეზობლების სტაბილურობას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათ იდეოლოგიურ ორიენტაციას“.

02 ივნისი 2026, 13:28

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე; ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 13:23

პოლიტიკა

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 13:07

საზოგადოება

ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 3 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

02 ივნისი 2026, 12:44

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

არიანა გრანდე

02 ივნისი 2026, 12:43

კულტურა

არიანა გრანდემ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ სიმღერაზე Hate That I Made You Love Me გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა. ეს მომღერალი ახალი ალბომის Petal ლიდ-სინგლია. ჩანაწერი 31 ივლისს გამოვა.

კშიშტოფ ბოსაკი

02 ივნისი 2026, 12:40

მსოფლიო

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირებისკენ მოუწოდებს

ულტრამემარჯვენე პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კშიშტოფ ბოსაკი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დაბლოკოს იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 12:16

სამართალი

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

02 ივნისი 2026, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

მიკ ჯაგერი

02 ივნისი 2026, 12:03

კულტურა

მიკ ჯაგერმა The Rolling Stones-ის სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა

მუსიკოსმა განაცხადა, რომ „სულმოუთქმელად ელის“, როდის გაემგზავრება ჯგუფი მორიგ ტურნეში.„იმედია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, - თქვა მან. ამავდროულად, The Rolling Stones-ის ფრონტმენმა დააზუსტა, რომ ჯგუფის კონცერტებს, სავარაუდოდ, უკვე მომავალ წელს უნდა ველოდოთ.

თამარ იოსელიანი

02 ივნისი 2026, 11:49

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს

ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი.