Imedi /  14 მაისი 2018, 16:04 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ვმუშაობთ, რათა ZTE ბიზნესის კეთებას სწრაფად დაუბრუნდეს

ZTE

ZTE

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის ჩინელ კოლეგასთან აქტიურად მუშაობს, რათა ZTE ბიზნესის კეთებას აქტიურად დაუბრუნდეს. ამის შესახებ The Verge-ი წერს

„მე და პრეზიდენტი სი ძინ პინი ვმუშაობთ ერთად, რათა ჩინურ კომპანია ZTE-ს მივცეთ საშუალება ბიზნესს სწრაფად დაუბრუნდეს. ჩინეთში უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს საკითხი კომერციულ დეპარტამენტს უკვე დაევალა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

როგორც ZTE-ში განმარტეს, აკრძალვა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს აუმოქმედა საწარმოს არსებობასა და განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. მათი თქმით, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ამ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები. 

მანამდე, აშშ-მა ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს ჩინური ZTE-ს პროდუქციის მიყიდვა შვიდი წლით აუკრძალა. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის და ჩინურ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევა გახდა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ZTE-ის თანამშრომლები ამერიკულ საქონელს ირანში არალეგალურად ყიდდნენ, რის შედეგადაც კომპანიამ ჯარიმის სახით 890 მილიონი დოლარი გადაიხადა, თუმცა არ შეასრულა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მოთხოვნა რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სანქციების გატარებასთან დაკავშირებით.

ყველა სიახლე

რომან ზოზულია

16 დეკემბერი 2019, 16:23

სპორტი

ესპანეთში უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფის გამო მატჩი ჩაიშალა

მეორე ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფა გააგრძელეს, რის გამოც არბიტრმა თამაში 40 წუთით შეწყვიტა. საბოლოოდ „ალბასეტეს“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელს სოლიდარობა გამოუცხადეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

ჩოგბურთი

16 დეკემბერი 2019, 16:20

სპორტი

მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი

სულ მცირე მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი, გარიგებული მატჩების გამართვაშია ეჭვმიტანილი. ეს დასკვნა საერთაშორისო გამოძიების შედეგად მომზადდა, რომელშიც ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი და აშშ მონაწილეობდა. ამ დროისთვის გამოძიება ისევ გრძელდება.

16 დეკემბერი 2019, 16:17

საქართველო

ციხეებში პატიმრების მონახულებაზე ოპოზიციის მოთხოვნას ბიუროზე კამათი მოჰყვა

არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას მოთხოვნას უპასუხა. ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რათა აქციების დროს დაკავებულები მოინახულონ.

ჩემპიონთა ლიგა

16 დეკემბერი 2019, 15:47

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები ცნობილია

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. განსაკუთრებულ ინტერესს კი ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულის, „რეალისა“ და ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა იწვევს. დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ლონდონის „ჩელსისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ თამაშში.

ვულკანი

16 დეკემბერი 2019, 15:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პირველად აღბეჭდეს ოკეანეში ჩაღვრილი ვულკან ანაკ კრაკატაუს ნაშთები

სპეციალისტებმა ოკეანეში ანაკ კრაკატაუს ერთი ჩამონგრეული მხარის აღსაბეჭდად ჰიდროლოკატორის მოწყობილობა გამოიყენეს, ზოგიერთი ბლოკის სიმაღლე 70-90 მეტრია. წყალში მათი ჩაძირვის შედეგად უდიდესი ტალღები წარმოიქმნა, რომლებიც 2018 წლის 22 დეკემბერს სანაპიროებს თავს დაატყდა.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 14:46

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

საოკუპაციო ხაზი

16 დეკემბერი 2019, 14:38

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის კაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი დააკავეს. "იმედის" ჟურნალისტის ინფორმაციით,ოკუპანტებმა მოხუცი კაცი სასაფლაოს მიმდებარედ დააკავეს.

შობა ახალი წელი

16 დეკემბერი 2019, 14:28

კულტურა

Wham!-ის Last Christmas-ის ვიდეოს განახლებული ვერსია შექმნეს

35 წლის შემდეგ სტუდია Sony Music Entertainment-მა Wham!-ის სიმღერაზე განახლებული ვიდეორგოლი შექმნა - ახლა მისი ნახვა 4K გაფართოებით არის შესაძლებელი. როგორც The Verge-ი წერს, ვიდეოს გაუმჯობესებულ ვერსიაში იმდენად მკვეთრი გამოსახულებაა, თითქოს Sony-მ მსახიობები დაიქირავა.

გლდანის ცენტრი

16 დეკემბერი 2019, 14:13

საქართველო

გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა. გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა.

გიორგი ტყემალაძე

16 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 13:59

საქართველო

წულუკიანი: გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს

„ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატუსებზე გააკეთა.

გიგა ბოკერია

16 დეკემბერი 2019, 13:55

ძალოვნები

გიგა ბოკერიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ გიგა ბოკერიას დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. დეპუტატი ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.გიგა ბოკერიას 15 დეკემბერს შეატყობინეს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.

გოგი წულაია

16 დეკემბერი 2019, 13:44

საქართველო

გოგი წულაია: ქართულმა ოცნებამ თემიდა გააშიშვლა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია "თავისუფალი საქართველო" პერფორმანსით გამოეხმაურა. პატიის წევრები ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და "თემიდას გაშიშვლება" განასახიერეს. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა.

16 დეკემბერი 2019, 13:44

ტაბლოიდი

მედია 61 წლის მადონას და 26 წლის მოცეკვავის რომანზე წერს

ამერიკელი მომღერალი და პოპვარსკვლავი მადონა მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსთან რომანშია „ეჭმიტანილი“. The Sun-ის ცნობით, პაპარაცებმა 61 წლის მუსიკოსს 26 წლის მოცეკვავესთან ფოტო მაიამიში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას გადაუღეს. მომღერალი ახლა გასტროლებზე იმყოფება, ხოლო აჰლამალიკ უილიამსი მის კოლექტივში ცეკვავს.

ბარაკ ობამა

16 დეკემბერი 2019, 13:26

მსოფლიო

ბარაკ ობამა: ქალები უდავოდ სჯობნიან კაცებს

სინგაპურში ლიდერშიპთან დაკავშირებით გამართულ კერძო ღონისძიებაზე, ობამა განაცხადა, რომ "ქალები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ უდაოდ სჯობნიან კაცებს". მისი თქმით, პრობლემების უმეტესობა მოდის ასაკოვანი ადამიანებისგან, უმეტესად კაცებისგან, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ.

ბოინგი

16 დეკემბერი 2019, 13:26

ეკონომიკა

Boeing-მა შესაძლოა 737 MAX-ის წარმოება შეაჩეროს

ამერიკული კორპორაცია Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავების წარმოების შეჩერების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, თვითმფრინავების წარმოების შემცირება გამოიწვევს სამუშაო ადგილების ლიკვიდაციას. 2019 წელს კომპანიამ მხოლოდ 15 136 Boeing-ი 737 MAX-ის მიწოდება დააკონტრაქტა.

სტეფან ბიეგანი

16 დეკემბერი 2019, 13:11

მსოფლიო

ამერიკელი დიპლომატი ფხენიანს: ჩვენ აქ ვართ, იცით როგორ უნდა მოხვიდეთ ჩვენამდე

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სპეციალური დიპლომატი სტეფან ბიეგანი ფხენიანს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს: "ჩვენ აქ ვართ. თქვენ იცით როგორ უნდა მოხვიდეთ ჩვენამდე". სტეფან ბიეგანმა ამის შესახებ სეულში ყოფნის დროს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა.

კარგი ამინდი

16 დეკემბერი 2019, 12:44

საქართველო

17 დეკემბრიდან საქართველოში დათბება

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ქართული ჭიდაობა

16 დეკემბერი 2019, 12:31

სპორტი

ქართული ჭიდაობის მთავარ ტურნირში ონისე ბუღაძემ გაიმარჯვა

ქართული ჭიდაობის წლის მთავარი ტურნირის, „ფალავნობის“ გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა მოჭიდავემ გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი ზაქარიაძეს მოუგო და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი პრემია, 33 ათასი ლარი მიიღო.

ერეკლე კუხიანიძე

16 დეკემბერი 2019, 12:24

საქართველო

თბილისის საკრებულოსთან ოცნების დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ

სამოქალაქო მოძრაობა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციას მართავს. ამის მიზეზი კი "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის Facebook-პოსტია, სადაც ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აკრიტიკებს.