imedi /  27 მაისი 2018, 22:34 / სანდო წყარო

რა ბედი ელის ქართულ ფოლადს ტრამპის მიერ დაწესებული გადასახადების გამო

ქართული ფოლადი კრიზის წინაშე - მრეწველობა, რომელმაც ათწლეულების წინ აიდგა ფეხი, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი კონტრიბუტორია. ასევე მნიშვნელოვანია მისი წილი ექსპორტში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ქართული ფოლადით დამზადებული უნაკერო მილები აშშ-ში, ამერიკულ ბაზარზე გავიდა. 

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აშშ-იდან 2000 ტონა მილების დაკვეთაზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს პერიოდში გააგზავნის შტატებში.

თუმცა ექსპორტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა ადგილობრივი წარმოების განვითარების სურვილით ახსნა. 

ტრამპის ეს გადაწყვეტილება პრობლემებს ფოლადის ქართულ წარმოებას უქმნის, რომელსაც, ჯამში, 10 000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

საკუთარი ბაზრის დაცვის თხოვნით, თურქეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უკვე მიმართა, თუმცა რა სახის სანქციებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტების ვარაუდით, რუსეთის ალუმინის და რკინის ექსპორტიორები სამ მილიარდამდე ზარალს ითვლიან. გაზრდილი დანაკარგები ექნებათ ჩინეთ მწარმოებლებსაც. 

საქართველოდან გაგზავნილი მილები კი 25%-ით დაიბეგრა. თუ სამომავლოდ საქართველო, სხვა ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად (ევროკავშირი, კანადა, მექსიკა) შეღავათებს ვერ მიიღებს, უნაკერო მილების ექსპორტი შეერთებულ შტატებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რა გამოსავალს ხედავენ ფოლადის მწარმოებლები და როგორია ხელისუფლების პოზიცია.

25%-იანი დაბეგვრის გაუქმება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და შეერთებული შტატების კომერციის მდივნის უილბორ როსის შეხვედრაზე. თუმცა აშშ-ის გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. 

"ის რაოდენობა რაც ჩვენ გვინდა, რომ შევიტანოთ აშშ-ის ბაზარზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი წილი, რომ მათ (ამერიკელებმა) სამუშაო ადგილები დაკარგონ, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რადგან ქარხნა წლების მანძილზე აკეთებდა ინვესტიციებს და ეს არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც ქარხანამ ბოლო ორ წელში დანერგა. ჩვენ უკვე გადავდგით ყველა ნაბიჯი, რაც კანონმდებლობით და პოლიტიკურ ჭრილში შეიძლებოდა რომ გადადგმულიყო. ახლა უკვე შედეგებს უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ტრამპის გადაწყვეტილებამ საქართველოში მეზობლები ქვეყნებიდან ფოლადის ჭარბი რაოდენობით შემოდინება შეიძლება გამოიწვიოს და პროდუქტი დემპინგური ფასებით შემოვიდეს.

არქივი

18 ივნისი 2018, 22:08

ტექნოლოგიები

რობოტმა მარსზე ქარიშხლის მოახლოებისას სელფი გადაიღო

მარსმავალმა "ქიურიოსითიმ", რომელიც გეილის კრატერში მუშაობს შტორმის ფონზე "სელფი" გადაიღო. მის "კოლეგას" კი რომელიც პლანეტის მეორე მხარეს მუშაობს, ნაკლებად გაუმართლა, რადგან შტორმმა დააზიანა.

18 ივნისი 2018, 22:03

ტაბლოიდი

ნეიმარის ახალი ვარცხნილობა სოცქსელში მაკარონს შეადარეს

17 ივნისს, მექსიკასთან დამარცხების გარდა მუნდიალზე სპორტსმენის ახალი ვარცხნილობა მაკარონს შეადარეს. აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ვარცხნილობას ბოლო პერიოდში არც თუ ისე იშვიათად იცვლის. ჯერ კიდევ მარტში, ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი დრედებით მოგვევლინა.

18 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე ქუჩა დატბორა

18 ივნისი 2018, 21:49

საქართველო

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ.

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, უვადოდ გამწესების მსურველ 7 მოსამართლესთან გასაუბრება შედგა

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 18 ივნისი, 2018 წელი

18 ივნისი 2018, 21:43

ვიდეო

სამი თვის წინ დაანონსებული პროექტის "ღამის ეკონომიკის" კონცეფცია, ამ დრომდე არ არსებობს

18 ივნისი 2018, 21:40

ვიდეო

მერია თბილისელებს ვანდალიზმთან ერთად ბრძოლას სთავაზობს

18 ივნისი 2018, 21:38

საქართველო

ძლიერი წვიმის გამო ახმეტელის მეტროს ტერიტორია დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის გამო, გლდანში, ახმეტელის მეტროს შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ წყალი დაგუბდა. დაიტბორა მეტროსთან მდებარე მიწისქვეშა ჩასასვლელიც.

18 ივნისი 2018, 21:36

სპორტი

ბელგიამ პანამა 3:0 დაამარცხა

მეორე ტაიმში ანგარიში ბელგიამ 47-ე წუთზე გახსნა და მცველების მიერ მოგერიებული ბურთი პანამელთა კარში მოხვდა. დამატებითი გოლები ბელგიამ 69-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. საფეხბურთო მატჩს სოჭში 43 257 მაყურებელი ესწრებოდა.

18 ივნისი 2018, 21:34

ვიდეო

„ქართული ოცნების“ განათლების პოლიტიკა

18 ივნისი 2018, 21:31

ტექნოლოგიები

Microsoft: კომპიუტერული თამაშების დეველოპერებს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ

როგორც კომპანიის სტუდიის ხელმძღვანელი განმარტავს, ახალი გუნდის შესაქმნელად Microsoft-ი მათთან მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს. საუბარია სრულ შემოქმედებით თავისუფლებაზე, რომელიც Microsoft-ის თქმით, კრეატიული პროდუქციის შექმნას შეუწყობს ხელს. მანამდე Microsoft-მა გეიმერებს E3-ზე სიახლეები წარუდგინა.

18 ივნისი 2018, 21:13

ტექნოლოგიები

ტრამპმა მთვარეზე ასტრონავტებამდე შეიძლება რობოტები გააგზავნოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2019 წლის დასაწყისში მთვარეზე რობოტი მკვლევრების გაგზავნა სურს. ამასთან, ტრამპს შემდეგი 10 წლის განმავლობაში უნდა, რომ მთვარეზე კოსმონავტები გაემგზავრნონ. ამის შესახებ NASA-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

18 ივნისი 2018, 21:11

საქართველო

დუშეთში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები და ქუჩები დაიტბორა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ 22 შეტყობინებაა შესული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყალს ტუმბავენ.

18 ივნისი 2018, 21:07

ვიდეო

ოზურგეთში აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ცემაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ

18 ივნისი 2018, 21:06

საქართველო

ნარკოდანაშაულის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

მოქმედი კანონმდებლობით ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვს.

18 ივნისი 2018, 20:50

კულტურა

Euronews: სვეტიცხოველი - საქართველოს ცოცხალი სვეტი

რეპორტაჟის ავტორი ყვება, რომ სვეტიცხოველს ტურისტები ხშირდ სტუმრობენ. ჟურნალისტის თქმით, ტაძარი არაერთ უძველეს ტრადიციასა და ლეგენდას ინახავს. მანამდე Euronews-მა ჯვრის მონასტერის, ბაგრატის ტაძარის, ხინკლის მომზადებისა და მისი დაგემოვნების ტექნიკაზეც გამოაქვეყნა სიუჟეტი.

18 ივნისი 2018, 20:43

მსოფლიო

სირიაში ასადის პოზიციების დაბომბვას 50-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა

გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიში ქალაქ აბუ ქემალის სამხრეთ აღმოსავლეთით, სირია-ერაყის საზღვრის მახლობლად განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით დაღუპულთა შორის 30 ირანელი დაქირავებული ჯარისკაცია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ავიადარტყმების შესახებ განკარგულება არ გაცემულა.

18 ივნისი 2018, 20:41

ვიდეო

შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია პოლიტიკურად მართული იყო

18 ივნისი 2018, 20:40

საქართველო

ვინ იყო ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ორგანიზატორი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გნაცხადა, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი გამოსვლების ორგანიზატორებიც და იდეოლოგებიც ოპოზიციური პარტიები იყვნენ.