imedi /  31 მაისი 2018, 18:31 / სანდო წყარო

აშშ-მ ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა

აშშ ევროკავშირის ქვეყნებს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ვილბურ როსის თქმით, ხვალიდან, 1 ივნისიდან, ამ ქვეყნებს ფოლადზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ.

მიმდინარე წლის მარტში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში იმპორტირებულ ლითონზე 25 და ალუმინზე 10 პროცენტის ოდენობის ტარიფები წესდება.

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, ეგრეთწოდებულ „ნაფტას“ თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების პერიოდში, გამონაკლისის სახით, ახალი ტარიფებისგან უნდა გათავისუფლებულიყო მხოლოდ კანადა და მექსიკა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დანარჩენ ქვეყნებსაც შეუძლიათ მიმართონ ვაშინგტონს, გამონაკლისთა სიაში მოხვედრის უფლების მოსაპოვებლად.

ევროკავშირი არ ეთანხმება ტრამპის არგუმენტს, რომ ტარიფების დაწესება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე საბაჟო გადასახადზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროკავშირის ქვეყნები ამერიკულ საქონელზე თავიანთ საშინელ ბარიერებსა და ტარიფებს გააუქმებენ.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება, ესე იგი რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი - ვის უჭერს ხალხი მხარს“, - მიიჩნევს მეუფე იაკობი.

ჯიმ ობრაიენი

19 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

რა გზავნილებით დატოვა ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველო - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრენისას

19 მაისი 2024, 22:28

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, - განაცხადა მანსურიმ.

გურამ მაჭარაშვილი

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი. მათ შორის იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ჯგუფები შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება

„დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება“, - აცხადებს ხუნდაძე.

19 მაისი 2024, 22:07

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღე - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საქართველომ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მაისს ისმოდა ლოცვა - ლოცვა, მშვიდობისთვის, ლოცვა ერთიანი, სუვერენული დამოუკიდებელი საქართველოსთვის და ლოცვა ილიასეული სამების დასაცავად - მამული, ენა, სარწმუნოება.

გიორგი ჩაკვეტაძე

19 მაისი 2024, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ უნივერსიტეტს ვუყურებთ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას და არა პოლიტიკის კერას. აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან და ვეცდებით, რომ ყველა მათგანთან მივიტანოთ სიმართლე

ბულინგი, შეტევა მიმდინარეობს სტუდენტებზე, რომლებსაც უნდათ სწავლა, საუნივერსიტეტო ცხოვრება და რომლებსაც, მარტივად რომ ვთქვათ, სხვაგვარად ფიქრობენ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ლევან დავითაშვილი

19 მაისი 2024, 21:58

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ახლა საუბარია იმაზე, რომ ევროპას გაზრდილი მოცულობებით მიეწოდოს გაზი, როგორც შუა აზიიდან, ასევე კასპის რეგიონიდან. აქაც საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება როგორც თურქეთის, ისე ევროპის საიმედო, სტაბილური პარტნიორი

„ეს უკავშირდება როგორც ელექტროენერგიას, ასევე გაზის გაზრდილი მოცულობების მიწოდებას თურქეთში, ეს უკავშირდება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც 2 ქვეყნის ენერგოსისტემას უფრო გააძლიერებს და დააკავშირებს, ეს უკავშირდება ამბიციურ პროექტს, რომელიც შავი ზღვის მეშვეობით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს და იცით, რომ ეს თურქეთის ეკონომიკური ინტერესების წრეში გადის. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით, თურქეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

სოზარ სუბარი

19 მაისი 2024, 21:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

„წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თან ისეთი ქვეყნების, რომლებსაც მეგობარ სახელმწიფოებად თვლიან, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს იყო მაიდანიზაციის კლასიკური მცდელობა, ანუ იმის, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში. ჟიგიმანტას პავილიონისს გაცნობა არ სჭირდება - ეს არის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მაშინ გამაგრებული იყო ძებნილი ნიკა მელია, თავის მომხრეებთან ერთად, რომლებიც ამბობდნენ, რომ მელიას ვერ დაიჭერდა პოლიცია. ჟიგიმანტას პავილიონი კი მივიდა და თანადგომა გამოუცხადა მას“, - განაცხადა სუბარმა.

19 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

აკერმანის სცენარი - მანიპულაცია სტუდენტებით. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

რადიკალური ოპოზიციის სამიზნე საგანმანათლებლო სისტემაა - ყველაფრის პოლიტიზება, ბაღის აღსაზრდელებიც კი უნდა იყვნენ აქციებზე - არ მოგესმათ ნამდვილად ასეთი სურვილი და მცდელობა აქვთ ე.წ დონორების რევოლუციის მსურველებს.

19 მაისი 2024, 21:35

მსოფლიო

წითელი ნახევარმთვარე ირანში სამძებრო ოპერაციისას დაკარგული მაშველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციაში განმარტეს, რომ არცერთი მათი თანამშრომელი არ დაკარგულა და დასძინეს, რომ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სამუშაოებზე პასუხისმგებელი სამსახური გაავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

19 მაისი 2024, 21:33

პოლიტიკა

როგორ გახდა სალომე ზურაბიშვილი რადიკალების და მათი პატრონების მსახური - „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

შეცვლილია მისი რიტორიკაც - რასაც წარსულში ამბობდა, დღეს საპირისპიროს ვისმენთ. ზურაბიშვილი აქციებსაც ქომაგობს და გვერდში დგომას მხოლოდ საზოგადოების ნაწილს ჰპირდება, უგულებელყოფს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრსა თუ პოზიციას. პრეზიდენტი ასევე არ დასწრებია ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ სახალხო მსვლელობას.

მეუფე გიორგი

19 მაისი 2024, 21:08

საზოგადოება

მეუფე გიორგი: ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ, უერთდებიან ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ნაცვლად იმისა, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში გამოსავალი შემოგვთავაზონ და ეს გამოსავალი არის მაგიდასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლა, ისინიც უერთდებიან რაღაც ქუჩის აქციებს და საუბრობენ რევოლუციებზე. ჩემთვის ეს გასაკვირია, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

19 მაისი 2024, 21:05

პოლიტიკა

სუვერენიტეტის მტრები - „იმედის კვირის სპეცრეპორტაჟი

არქივი ინახავს კადრებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ პროცესში ჩართულები იყვნენ პარტიული ჟურნალისტები, მდიდარი „ენჯეოები“, თავად პოლიტიკოსები.

19 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

ირანში, პრეზიდენტის ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე 3 ადამიანი დაიკარგა

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მაშველები მიუახლოვდნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილს, თუმცა სამაშველო ოპერაციის ტემპი შეჩერდება, რადგან ინციდენტის ადგილას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ასევე მოსალოდნელია წვიმა.

თეა წულუკიანი

19 მაისი 2024, 20:57

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გარკვეული გარე ძალებისთვის „ქართული ოცნება“ 2012 წელსვე იყო მიუღებელი. მაგრამ მაშინ ამ ძალებმა ვერაფერი ქნეს. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა დაარქვა ყველაფერს ხმამაღლა სახელი

„დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა დაარქვა ყველაფერს ხმამაღლა სახელი. რა თქმა უნდა, მეც ბევრს ვფიქრობ იმაზე, ხომ არ ჯობდა ამაზე უფრო ადრე ისეთივე ღია საუბარი, როგორიც ახლა ხდება. ამაზე ცალსახა პასუხი, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან მძიმე კონტექსტში მოვიდა სახელმწიფოს სათავეში, მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად და ხელისუფლებასაც სჭირდებოდა გაძლიერება, იმისთვის რომ ასეთი დიდი საფრთხეებისა და გამოწვევებისთვის ასე ღიად ეპასუხა. მაგრამ ალბათ ის მაინც შეიძლებოდა, რომ ცოტა უფრო ღიად, ყოველ წელს ცოტ-ცოტა მინიშნება და შენიშვნა მიგვეცა ზოგიერთი უცხოელი „მეგობრისა“ თუ „პარტნიორისთვის“. ამჟამად მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ჩვენ მშვიდობიანად მივალთ არჩევნებამდე და არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით იმართება თან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვაჩვენებთ კვლავ კარგ შედეგს, თუ არა საუკეთესოს და ვაჩვენებთ იმას, რომ ქართველ ამომრჩეველს უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, უნდა რომ ჩვენი მომავალი თაობა ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებოდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამის გარეშე საქართველოს გადარჩენა არ უწერია“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

19 მაისი 2024, 20:51

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა

„როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელიც ასეთ შემთხვევებში რელევანტურია. ეს არის მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და მის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა. აქ უკვე მცდელობასთან აღარ გვაქვს საქმე. პირდაპირ იფიქრებ ადამიანი, რომ ეს ის ხალხი და იმ ხალხის წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუმრად ჩამოსულნი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას, რომლებიც მანამდე კულუარებიდან ცდილობდნენ ემართათ რევოლუციური პროცესები საქართველოში და როდესაც ეს არაერთი მცდელობა ჩაიფუშა, შემდეგ უკვე იძულებულები გახდნენ თავიანთ მსახიობებთან ერთად, როგორც რეჟისორები გამოსულიყვნენ სცენაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

პაველ ბლაჟეკი

19 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი გამჭვირვალობის კანონზე: ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს

„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს. ქართველებს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ემპათიურები მათი სიტუაციის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მათი შეფასება“, - წერს მინისტრი.