ეკონომიკა
04 სექტემბერი 2026, 20:28
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
04 სექტემბერი 2026, 10:38
სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა
მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.
04 სექტემბერი 2026, 10:18
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
03 სექტემბერი 2026, 20:49
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც.
03 სექტემბერი 2026, 15:11
ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს
„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
03 სექტემბერი 2026, 14:41
საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაზრდილია პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ მხრივ ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები. ამ ყველაფერს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სწორ პოლიტიკას უკავშირებს
03 სექტემბერი 2026, 10:31
ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრაზე საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობები და დარგის წარმომადგენლების საჭიროებები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ.
02 სექტემბერი 2026, 20:33
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


