მამუკა ბახტაძე: დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებისას მცირე მეწარმის სტატუსი შენარჩუნდება
მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის.
პრემიერმინისტრმა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა უნიკალურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადს 5-ჯერ შეუმცირებს.
„როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე - ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის; ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ეს არის ძალიან მაშტაბური რეფორმა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს ეხება.
„ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან უკვე ამოქმედებულია“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
ბახტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელებად დარეგისტრირებით ფიზიკური პირი მცირე მეწარმის სტატუსს არ დაკარგავს.
„მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარამდე ზღვარისა; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-დან 1%-მდე მცირდება;მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ საავანსო გადასახადის სახით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჩვენი მეწარმეებისთვის, ვინაიდან მათ უწევდათ გადასახადის გადახდა წინასწარ რეჟიმში; მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მცირე მეწარმის სტატუსს დაკარგავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა შეძლებს, ისარგებლოს მცირე მეწარმის სტატუსით, მიუხედავად იმისა, ის იხდის დღგ-ს თუ არა.
„ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, რომელთათვის ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი უმნიშვნელოვანესია, რომ მათ განაგრძონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც სახელმწიფოსგან, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე პირადად წლის დასაწყისიდან მქონდა არაერთი შეხვედრა საქართველოს რეგიონებში ჩვენს მცირე მეწარმეებთან და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ ნაკარნახევია მათი ინიციატივით. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეწარმეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული რეფორმის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლაც პირადად ვუთხრა მათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ისინი ელოდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
31 აგვისტო 2026, 12:19
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge -ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
31 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი - ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით
ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
31 აგვისტო 2026, 11:58
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მალანია დანაშაულს არ აღიარებს. დღეს სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელებს.
31 აგვისტო 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:43
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:41
საზოგადოება
სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.
31 აგვისტო 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას
მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
31 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები
„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.
31 აგვისტო 2026, 11:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.


