imedi /  24 ივლისი 2018, 16:31 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: 2019 წლიდან ნარჩენების დახარისხება სახლში მოგვიწევს

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ქალაქში ნარჩენების გადამუშავების სტრატეგიაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბითაძე ამბობს, რომ 2019 წლიდან მოსახლეობას ნარჩენების ეტაპობრივად, სახლში დახარისხება მოუწევს.

„სისტემა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვქმნით მთლიანად ევროპულ სტანდარტზეა მორგებული და დაფუძნებული ადგილზე სეპარირების სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში თბილისელებიც უნდა ჩაერთონ და ეტაპობრივად, სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გადავიდეთ ნარჩენის ქუჩებში და სახლებში სეპარირებაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ წარმოგვექმნება ნარჩენის რამდენიმე სახეობა, ეს იქნება შერეული ნარჩენი, პოლიეთილენის და პლასტმასის ნარჩენი, შუშის ნარჩენი და ე.წ. თუნუქის ნარჩენი, რომლებიც ცალ-ცალკე გადამუშავებას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენს, შეფუთვას, ამზადებენ შუშის ბოთლებს და ა.შ. მათ უჩნდებათ ვალდებულება შეაგროვონ ეს ყველაფერი და ნარჩენების გადამამუშავებლებს მიაწოდონ“, - განაცხადა ბითაძემ.

ნარჩენების გადამამუშავების ახალ სისტემაზე მთავრობის სხდომაზე დღეს ქალაქის მერმაც ისაუბრა.

ყველა სიახლე

დონალდ კლაინი

19 მარტი 2019, 18:38

ტაბლოიდი

გინეკოლოგს რომელმაც ფარულად 48 ქალი დააორსულა 1 წელი მიუსაჯეს

1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არ არსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის

პროკურორი

19 მარტი 2019, 18:32

ძალოვნები

რას გულისხმობს შსს-ს რეფორმა გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე

მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი რეალობით გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც.

ემბრიონი

19 მარტი 2019, 18:26

მსოფლიო

მუმბაის აეროპორტში მგზავრს ჩანთაში ადამიანის ემბრიონი უპოვეს

მალაიზიის მოქალაქეს სამართალდამცველებმა სპეციალურ ყუთში ემბრიონი უპოვეს, რომელიც ჩემოდანში იდო. BBC-ის ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ მას ემბრიონი მანამდეც ჰქონდა საზღვარზე გადატანილი. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემბრიონით არ ვაჭრობს.

შეხვედრა ინვესტორებთან

19 მარტი 2019, 17:45

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო და „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორები გარემოსდაცვით სტანდარტებზე შეთანხმდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და ნამახვანი ჰესის ინვესტორთა შორის დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

19 მარტი 2019, 17:44

კულტურა

„სათამაშოების ისტორია 4-ის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Pixar-მა ანიმაციური ფილმი „სათამაშოების ისტორია 4-ის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ამჯერად მთავარი გმირები გასართობ პარკში მიდიან, სადაც მათ კავბოი ვუდის შეყვარებული ბო პიპი ხვდებათ. „სათამაშოების ისტორიის“ შემქმნელებმა თქვეს, რომ მეოთხე ნაწილი განსაკუთრებულად ემოციურია.

რობერტ ლენგლენდსი
მათემატიკოსი

19 მარტი 2019, 17:16

ტექნოლოგიები

მათემატიკაში მთავარი პრემიის მფლობელი ცნობილია

მსოფლიო მათემატიკოსების მთავრი პრემიის, „აბელის პრიზის“ მფლობელი კანადელი რობერტ ლენგლენდსი გახდა. მათემათიკოსთა საერთაშორისო კავშირის და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ ნორვეგიის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის ხელმძღვანელმა ოლე სეირსტედმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი

19 მარტი 2019, 17:10

საქართველო

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადება, რაც განმეორებით კენჭისყრაზე დადგებოდა მისი გადაყენების საკითხი.

ნურსულთან ნაზარბაევი

19 მარტი 2019, 17:02

მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტის სტატუსით, ჩემი უფლებამოსილება შევაჩერო“, - განაცხადა მან თავის ოფიციალურ მიმართვაში.

19 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

საბერძნეთში ადგილობრივები მიგრანტებს თავს დაესხნენ

შემთხვევა ვილიას დასახლებაში მოხდა. ადგილობრივები, რომლებიც სამიგრაციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ. მათ ქალაქ მანდრას მერიც შეუერთდა. მიგრანტების მტკიცებით, ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

სუპერმთვარე

19 მარტი 2019, 16:58

ტექნოლოგიები

წლის ბოლო სუპერმთვარე ცას 20 მარტს გაანათებს

მარტის სავსე მთვარე გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა-ბოლოს ეს ორი მოვლენა ერთად 1981 წლის მარტში დაფიქსირდა. ამ მოვლენის ნახვა ოთხშაბათს, 20 მარტს, თბილისის დროით - 05:43 საათზე იქნება შესაძლებელი. სუპერმთვარემ ცა ბოლოს თებერვალში გაანათა.

ანდრეა პოლაკი

19 მარტი 2019, 16:54

სპორტი

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოცურავე ანდრეა პოლაკი

სახელგანთქმული მოცურავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. პოლაკის ოლიმპიური ტრიუმფი ორჯერ 1976 წლის, ხოლო ერთხელ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე შედგა. მაშინ სპორტსმენი აღმოსავლეთ გერმანიის სახელით ასპარეზობდა. ანდრეა პოლაკი იმ სპორტსმენთა რიცხვში იყო,

სმარტფონები

19 მარტი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 20 საუკეთესო სმარტფონი დასახელდა

TOP 20-ში მობილურმა ტელეფონებმა ადგილი არა მათი სიძვირის, არამედ გაჯეტის ტექნიკური მახასიათებლების ფასთან შესაბამისობის მიხედვით დაიკავეს. მაგალითისთვის საუკეთესო სამეულში მოხვდა Apple-ის და Samsung-ის უახლესი მოდელები.

ნიდერლანდები ტერაქტი

19 მარტი 2019, 16:39

მსოფლიო

ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ დანაშაულის მოტივი დაადგინა. სამართალდამაცავი ორგანოების განცხადებით, ავტომობილის სალონში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივს ამტკიცებს.

კაილი მესსი

19 მარტი 2019, 16:34

ტაბლოიდი

კაილი მესსის მოზარდისთვის ეროტიკული შინაარსის ფოტოს გაგზავნაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობს და რეპერ კაილი მესსის, რომელიც ცნობილია სერიალებით „გოტემი“ და „პრაქტიკა“ 13 წლის მოზარდისთვის გულახდილი ფოტოების და სექსუალური შინაარსის შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 16:21

მსოფლიო

ჩინეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლინფენის ოლქში მდებარე სოფელ ცზაოლინში მოხდა. მეწყერმა ორი შენობა გაანადგურა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

19 მარტი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

რობოტი-ძაღლი, რომელიც ნამდვილი ლაბრადორივით იქცევა

კომპანია Tombot-მა ახალი რობოტი-ლეკვი შექმნა, რომელიც გამოიყურება და იქცევა როგორც ნამდვილი ლაბრადორი. რობოტი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.

სესილია მალმსტრომი
მამუკა ბახტაძე

19 მარტი 2019, 16:04

ეკონომიკა

სესილია მალმსტრომი: გვსურს ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდოს

„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ჯერალდ კონოლი

19 მარტი 2019, 16:02

საქართველო

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლზე.

19 მარტი 2019, 15:59

ტაბლოიდი

რეპერი Lil Wayne-ი Vetements-ის ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა

გასული წლის 1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა.

19 მარტი 2019, 15:46

ტექნოლოგიები

საფრანგეთში ოთხბორბლიანი მფრინავი მოტოციკლი გამოსცადეს

ფრანგული ავტომობილების კომპანია Lazareth Auto-Moto-მ მფრინავი მოტოციკლის ვიდეო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელსაც ტურბორეაქტიული ძრავა აქვს თითოეულ ბორბალში, ვერტიკალურად იწევა ცისკენ.