imedi /  14 სექტემბერი 2018, 11:16 / სანდო წყარო

ამერიკის ენერგეტიკის მდივანი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს „მახრჩობელას“ უწოდებს

გაზის მილი

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთ-გერმანიის ახალი გაზსადენი - ნორდ სტრიმ 2. ის მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრისას რიკ პერიმ თქვა, რომ მილსადენი ახალი „მახრჩობელა“ იქნება. მან რუსეთის მხარეს მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი რესურსების გამოყენება გავლენის ბერკეტებად და არეულობის გამოწვევისთვის.

რიკ პერიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს წყაროების დივერსიფიცირებას, ევროპელების სურვილს, მინიმუმზე დაიყვანონ ერთ ენერგორესურსზე დამოკიდებულება. 

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ენერგიის წყაროების ზეწოლისთვის გამოყენებას არც ის ემხრობა.

„ჩვენ გვაერთიანებს შეხედულება იმ საკითხზე, რომ ენერგიის წყაროები არ უნდა იყოს გამოყენებული ზეწოლისათვის და მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს მომმარაგებელი“ - განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა.

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ამერის შეერთებული შტატების ლიდერმა დონალდ ტრამპმა ბერლინი პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მხარადაჭერისთვის გააკრიტიკა. ტრამპმა განაცხადა, რომ  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით გერმანია რუსეთის მძევალი გახდა და მის კონტროლქვეშ მოექცა.

ტრამპის თქმით, ძალიან უსამართლოა სიტუაცია, რის დროსაც აშშ რუსეთისგან დასაცავად ევროპისთვის დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა გერმანია მხარს უჭერს რუსული გაზსადენების გაშენებას.

აშშ-ის გარდა, მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

არქივი

ახალი ევრო

19 სექტემბერი 2018, 10:45

ეკონომიკა

100 და 200 ევროს ნომინალის ახალი კუპიურები წარადგინეს

ორივე ბანკნოტს დაცვის ახალი მექანიზმები აქვს, რომლითაც მათი გაყალბება კიდევ უფრო რთულდება. ისინი დღევანდელ კუპიურებთან შედარებით გაცილებით პატარაა, ამის მიზანი კი საფულეში მათი ადვილად მოთავსებაა. ამის შესახებ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა.

პენტაგონი

19 სექტემბერი 2018, 10:39

მსოფლიო

პენტაგონმა რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის კიბერსაფრთხეებად დაასახელა

„ამერიკელ ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთი კიბერსივრცეში ინფორმაციულ ოპერაციებს ატარებდა. ეს ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის გამოწვევაა“, – წერია პენტაგონის დოკუმენტში. ჩინეთთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ოფიციალური პეკინი ამერიკის ხელისუფლების და კერძო სექტორის წარმომადგენლების საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

19 სექტემბერი 2018, 10:31

ვიდეო

ზვიად ელიზიანი: ბათუმში უკვე მეცამეტედ ტარდება კინოფესტივალი

19 სექტემბერი 2018, 10:25

საქართველო

EMC-ის კვლევა: ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გამოწვევებია

კვლევის ავტორების თქმით, გეგმაში არ გვხვდება ჩანაწერი ე.წ. ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში მცხოვრები არასრულწლოვანების, რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის, ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების შესახებ.

19 სექტემბერი 2018, 10:23

მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ როჰინჯების საქმის გამოძიება დაიწყო

მანამდე გაეროს ანგარიშით გაირკვა, რომ გაერთიანება ზოგიერთი მიანმარელი სამხედროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ანგარიშში წერია, რომ ისინი სავარაუდოდ დამნაშავეები არიან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობასა და გენოციდის საქმეზე.

ანჯეი დუდა
დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2018, 10:20

მსოფლიო

პოლონეთი აშშ-ს თავის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას სთავაზობს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2018, 10:14

სპორტი

20-27 სექტემბერს ბაქო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველოს ნაკრების წინასწარ განაცხადში ერთი ქალიც იყო - აზერბაიჯანში მარიამ ჯანაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ავადმყოფობის გამო მისი ტატამზე გასვლა გამოირიცხა.

რესტორანი Prezzo

19 სექტემბერი 2018, 10:12

მსოფლიო

The Sun: სოლსბერიში მოწამლული რუსი ქალი ამბობს, რომ მას ემუქრებოდნენ

30 წლის ანა შაპიროს თქმით, ის რუსი გენერლის შვილია. ის ამტკიცებს, რომ ლონდონი ცოტა ხნის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც სოციალურ ქსელსა და ელფოსტაზე მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღება დაიწყო. 40 წლის კაცი და 30 წლის ქალი სოლსბერის ერთ-ერთ რესტორანში ცუდად 16 სექტემბერს გახდნენ.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2018, 10:05

მსოფლიო

ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებით კმაყოფილია

"ამერიკელი გმირების ცხედრების ნაწილები სამშობლოში კვლავ ბრუნდება. ყველაფერთან ერთად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებმა 2032 წელს, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

19 სექტემბერი 2018, 09:54

ძალოვნები

ესპანეთში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით თხუთმეტივე საქართველოს მოქალაქეა. ისინი ორი დაჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის ასევე არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. მისი ვინაობა არ დასახელებულა. თუმცა ნახსენებია, რომ იგი 53 წლისაა და წარსულში ნასამართლევი იყო რუსეთში.

ჯექ ბლექი

19 სექტემბერი 2018, 09:40

კულტურა

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა

"გეგონათ იმისთვის მოვედი, რომ პენსიაზე წასვლა მეცნობებინა, არა მე ვაგრძელებ მუშაობას“ - ამ სიტყვებით ჯექ ბლექმა დამსწრე საზოგადოებას და თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა

19 სექტემბერი 2018, 09:35

ტექნოლოგიები

AUDI-მ პირველი ელექტრომობილი E-Tron-ი წარადგინა

პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა. მანქანა ორი უძლიერესი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. მათგან ერთი წინა წამყვანი თვლებისთვის, მეორე კი უკანა თვლებისთვისაა. საერთო ჯამში კი მისი სიმძლავრე 408 ცხენის ძალას უტოლდება.

19 სექტემბერი 2018, 09:20

კულტურა

ლონდონის მუზეუმში იშვიათი ძვირფასეულობა გამოფინეს

კოლექციაში სხვადასხვა ქვეყანაში, დიდი ბრიტანეტში, ინდოეთში, ზამბიაში, ჩილეში შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მასონების ლოჟის წარმომადგენლეთა ორდენები და ძვირფასეულობაა თავმოყრილი.

მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი 2018, 09:11

ეკონომიკა

OPIC-ის პრეზიდენტი ბახტაძეს: საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციებისთვის გახსნილია

მამუკა ბახტაძემ და რეი უოშბერნმა ისაუბრეს OPIC-ის პროექტების გაფართოებაზე ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. აღინიშნა ისიც, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს კორპორაციის გრელვადიან გეგმებში.

ვიქტორია ბექჰემი

19 სექტემბერი 2018, 09:01

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა პოდიუმი მას შემდეგ დატოვა, რაც დევიდ ბექჰემს საჯაროდ აკოცა

ვიტორია კოლექციის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე გავიდა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მაშინვე მაყურებლებიკენ გაეშურა, სადაც მას ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით ელოდნენ.ვიქტორიამ ჯერ შვილებს, შემდეგ კი მეუღლეს აკოცა და კულისებში ისე გავიდა.

19 სექტემბერი 2018, 08:52

ეკონომიკა

კახეთში 95 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ამავე ინფორმაციით, საერთო შემოსავალმა უკვე 150 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში მევენახეებისგან ყურძენს 130 ღვინის კომპანიაა იბარებს. შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოსავლის აღება-ჩაბარების პროცესი შეფერხებების გარეშე ყოველდღიურად მიმდინარეობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

19 სექტემბერი 2018, 08:44

საქართველო

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას IBSU სააპელაციო საბჭოში დღეს გაასაჩივრებს

18:00 საათზე კი სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მორიგ აქციას გამართავენ და მოითხოვენ, რომ საბჭომ აპელაცია მაქსიმალურად სწრაფად და ადეკვატურად განიხილოს. ამერიკის სამკაციანი დელეგაცია კი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

19 სექტემბერი 2018, 08:37

საქართველო

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეს ე.წ.საზღვარს ჩაკეტავს

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, ეს დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომლებიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსების დღეს მიეძღვნება.

ქეთევან ციხელაშვილი

19 სექტემბერი 2018, 08:30

საქართველო

ციხელაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში მოხსენებას წარადგენს

დღის ბოლოს კი გამოქვეყნდება რეზოლუცია, რომელშიც ასახული იქნება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე, ასევე ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანთა უფლებების კუთხით არსებული მიღწევების შესახებ ინფორმაცია.

მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი 2018, 08:22

საქართველო

მამუკა ბახტაძემ და ამერიკელმა სენატორებმა პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე - საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.