imedi /  18 სექტემბერი 2018, 12:03 / სანდო წყარო

მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს. 

როგორც კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინა სხდომაზე გაცემული დავალების შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება. 

„ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებითა და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც „სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს,  ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა კალაძემ.  

მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ შედეგი სამშენებლო სექტორის შემთხვევაში უკვე გამოიღო.  

„ჩვენ იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით, აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „სტაიანშჩიკები“ და სხვა პირები, რომლებიც პარკინგებს ხელოვნურად ბლოკავენ, დაჯარიმდებიან, 

ივნისში "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში მოქალაქეები თბილისის მერს მესადგომეების მუშაობის რეგულირება სთხოვეს

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 15:03

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.

11 სექტემბერი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

11 სექტემბერი 2026, 14:16

სამართალი

სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

11 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.