imedi /  24 სექტემბერი 2018, 13:16 / სანდო წყარო

საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა

გაზსადენი

„გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურის ცნობით, საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობა „გაზპრომ არმენიას“, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 24-დან 26 სექტემბრამდე სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერებულია. სომხეთის მოსახლეობა ბუნებრივი აირის შიდა რეზერვების ხარჯზე დაუბრკოლებლად მიიღებს”, – ნათქვამია „გაზპრომ არმენიას“ განცხადებაში.

სომხეთი ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთისგან ყიდულობს. მის განაწილებას სომხეთში „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია „გაზპრომ არმენია“ ახორციელებს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გრიპის აცრა

20 ნოემბერი 2018, 17:35

საქართველო

ადგილები საქართველოში, სადაც 22 ნოემბერს გრიპზე უფასო ვაქცინა ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

არჩევნების გაყალბება

20 ნოემბერი 2018, 17:17

ძალოვნები

პროკურატურამ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა აპროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გასაღების ან გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოძიება დაიწყო.

ლიზინგი

20 ნოემბერი 2018, 17:08

ეკონომიკა

ბიზნესწარმომადგენლები ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ

როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემას ქმნის ის მიდგომა, რომ ახალი ფინანსური რეგულაციები მოიაზრებს ამ სფეროსაც და ასოციაციის წარმომადგენლები ამ რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის - ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ.

სოსო გიორგაძე

20 ნოემბერი 2018, 17:02

ძალოვნები

სერვისების განვითარების სააგენტო: არასამთავრობოების გავრცელებულ ჭორზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, მისი შეფასებით, ჭორია, რომლის მიხედვით, ის და მისი თანამშრომლები სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადეს.

საქართველოში მოგზაურობა

20 ნოემბერი 2018, 16:57

ეკონომიკა

National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობაზე წერს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი დევიდ ფარლი მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

განათლების სამინისტრო

20 ნოემბერი 2018, 16:56

საქართველო

პროფესიული სასწავლებლების დიდ ნაწილში სწავლა 29 ნოემბერს დაიწყება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება სტუდენტთა რანჟირებული სიების შედგენის გადაწევამ განაპირობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რანჟირების დოკუმენტის დაგვიანება არაფერს ცვლის, რადგან საუბარია სწავლის დაწყების 2-3 დღით გადაწევაზე.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის შემადგენლობას იანვრიდან ხელფასი მოემატება

20 ნოემბერი 2018, 16:44

ძალოვნები

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის შემადგენლობას იანვრიდან ხელფასი მოემატება

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სრულ შემადგენლობას მომდევნო წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება მოემატება.ლევან იზორიას განცხადებით, ხელფასების მატება მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

20 ნოემბერი 2018, 16:38

ეკონომიკა

თბილისში აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ბათუმი

20 ნოემბერი 2018, 16:37

არჩევნები 2018

ბათუმში 21-მა კომისიის წევრმა საარჩევნო უბნები დატოვა

ბათუმში 12 საარჩევნო უბანი კომისიების 19-მა წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციურ ჯგუფში გააკეთეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე მიზეზად კომისიის წევრებზე ზეწოლას ასახელებს.

20 ნოემბერი 2018, 16:31

საქართველო

„ევროპული საქართველო“ 17-მა წევრმა დატოვა

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები ამობენ, რომ მათთვის მიუღებელია „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმი, გადაწყვეტილება კი ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღეს. ამასთან ყოფილი წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“ და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

ევგენი პრიგოჟინი
ვლადიმერ პუტინი

20 ნოემბერი 2018, 16:31

მსოფლიო

მედია: პუტინის მარჯვენა ხელის პოლიტიკური კონსულტანტები აფრიკის 10 ქვეყანაში მოქმედებენ

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურები, 10 აფრიკულ ქვეყანაში უსაფრთხოების, იარაღის შესყიდვის და პოლიტიკური კამპანიების ორგანიზებას ახორციელებენ.

ადამიანით ვაჭრობა

20 ნოემბერი 2018, 16:15

მსოფლიო

სამხრეთსუდანელმა მამამ შვილი აუქციონზე გაყიდა

სამხრეთ სუდანში 16 წლის გოგო Facebook-ით, აუქციონის წესით გაყიდეს და გაათხოვეს. გოგოს „შესასყიდად“, მისი ფოტოები და საწყისი ფასი სოციალურ ქსელში 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ინფორმაცია Facebook-მა მხოლოდ 9 ნოემბერს, - მას შემდეგ წაშალა, რაც გოგო „გაიყიდა“.

ეკა გიგაური

20 ნოემბერი 2018, 16:15

არჩევნები 2018

ეკა გიგაური: მოვუწოდებთ სააკაშვილს, ბოდიში მოიხადოს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიხეილ სააკაშვილს ანტისემიტური განცხადების გამო ბოდიშის მოხდის მოუწოდებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

20 ნოემბერი 2018, 16:11

ძალოვნები

მედეა ვასაძემ სასამართლო წააგო

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე „ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ“ მიიღო. ჭეიშვილმა სასამართლოს 2015 წელს მიმართა და მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უარყოფა, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთი ლარი მოითხოვა.

არჩევნების გაყალბება

20 ნოემბერი 2018, 15:59

არჩევნები 2018

არასამთავრობოები: არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

20 ნოემბერი 2018, 15:51

კულტურა

სნუპ დოგს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

რეპერ სნუპ დოგს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. დაჯილდოების ცერემონიაზე სნუპ დოგმა მხარდაჭერისთვის მადლობა არამხოლოდ ოჯახს და მეგობრებს გადაუხადა, არამედ საკუთარ თავს.

20 ნოემბერი 2018, 15:46

მსოფლიო

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში აბორტის გამო შეიძლება ქალები სიკვდილით დასაჯონ

აშშ-ში, ოჰაიოში პოლიტიკოსები განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და კოდექსში აბორტი „დაუბადებელი ადამიანის მოკვლად“ განისაზრვრება. თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აბორტისთვის ბავშვის დედას ან ექიმს სამუდამო პატიმრობა მიესჯება. გარდა ამისა, კანონპროექტისიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს.

მანქანების ყიდვა - გაყიდვა

20 ნოემბერი 2018, 15:34

ეკონომიკა

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 90.5%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 294 607.9 ათასი ლარის 40 397 ერთეული ავტომანქანა გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მხოლოდ 12 159 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამში 131 634,1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.

სმენადაქვეითებული გიდები

20 ნოემბერი 2018, 15:30

ეკონომიკა

აჭარაში სმენადაქვეითებულ გიდებს გადაამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები განაახლა. ამჯერად, პროექტი გამორჩეულია, რადგან სწავლის პროცესში სმენადაქვეითებული დამწყები გიდებიც მონაწილეობენ. ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-პროგრამას ისინი სურდო თარგმანის მეშვეობით შეისწავლიან.

20 ნოემბერი 2018, 15:29

ტექნოლოგიები

Big F**king Rocket-ს სახელი გადაარქვეს

კოსმოსური სატრანსპორტო სისტემა BFR (Big Falcon Rocket), რომელსაც SpaceX-ი ქმნის, ახალი სახელწოდება მიიღო - Starship. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა. BFR-ს წარდგენის დროს, 2017 წელს, მოცემულ სისტემას მასკმა Big Fucking Rocket-ი უწოდა.