imedi /  11 ოქტომბერი 2018, 14:32 / სანდო წყარო

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებისთვის პენსია 240 ლარამდე იზრდება

მაღალმთიან რეგიონებში პენსია იზრდება

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ადგილებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის პენსია 2019 წლის პირველი იანვარიდან იზრდება.

უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, შემდეგი წლიდან მათი პენსია 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება. ამის შესახებ ქუცნაშვილმა რეგიონილი პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის შემდეგ თქვა. 

პენსიის გაზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

დასახლებებში, რომლებიც არ სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, პენსია 200 ლარამდე იზრდება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა.

საპენსიო სააგენტო კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

თეთნულდის

16 დეკემბერი 2018, 22:34

საქართველო

ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში ყინულის სკულპტურების გამოფენით გაიხსნება

წელს, თეთნულდში 4 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა დახვდებათ ტურისტებს. თეთნულდში სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 30 კმ-ია. რაც შეეხება ჰაწვალს კურორტზე 2 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა იქნება.

 ბარჰამ სალიჰი

16 დეკემბერი 2018, 22:25

მსოფლიო

ერაყის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალიჰმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. როგორც ერაყის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამის მიზეზი კონსტიტუციაა, რომელიც ახლადარჩეულ პრეზიდენტს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმას ავალდებულებს.

გრიგოლ ვაშაძეს

16 დეკემბერი 2018, 22:14

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა აქციების შესახებ სამოქმედო გეგმას 17 დეკემბერს გაახმოვანებს

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფი "ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ თქვა.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 21:50

საქართველო

შს მინისტრმა გურჯაანში დაშავებული პოლიციელები მოინახულა

გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტებში დღეს ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. ის გურჯაანის საავადმყოფოშია, სადაც 6 პოლიციელი გამოკვლევებზეა გადაყვანილი.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 21:33

საქართველო

რუსთაველის გამზირზე გზა შსს-მ უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა საპატრულო პოლიციამ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე შეზღუდა.

ნინო ლომჯარია

16 დეკემბერი 2018, 21:16

საქართველო

ლომჯარია გახარიას პასუხობს: პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ომბუდსმენის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას Facebook-ზე ეხმიანება. როგორც ლომჯარია წერს, პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.

დაშავებული პოლიციელები

16 დეკემბერი 2018, 21:05

საქართველო

კახეთში ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი საავადმყოფოდან გაწერეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის დაშავებული 9 პოლიციელი, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყვნენ გამოკვლევებზე გადაყვანილი, საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

16 დეკემბერი 2018, 20:51

მსოფლიო

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავსტრალიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ზარალის, ასევე ცუნამის საფრთხის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

16 დეკემბერი 2018, 20:49

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც შავი ბრინჯით თაგვებს კვებავდნენ. აღმოჩნდა, რომ შავი ბრინჯი ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას და ასევე ღვიძლში ლიპიდების დაგროვებას. მეცნიერები ამბობენ, რომ შავი ბრინჯი შეიცავს მეტ ცილას, უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს, ვიდრე თეთრი ბრინჯი.

16 დეკემბერი 2018, 20:45

ტაბლოიდი

ნიუ-ჯერსის შტატში ცირკში გარეული ცხოველების გამოყვანა აკრძალეს

ნიუ-ჯერსი პირველი შტატი გახდა, რომელშიც ცხოველების ცორკში გამოსვლა აკრძალეს. გუბერნატორმა კანონი 36 წლის სპილო ნოუსის მიუძღვნა, რომელსაც აიძულებდნენ ამერიკის შტატებში ცირკთან ერთად ემოგზაურა. ახლა სპილოს თავშესაფარში უვლიან.

აქცია პარლამენტთან

16 დეკემბერი 2018, 20:39

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიტაცოს სახელმწიფო ერთმა ადამიანმა, არავის მისცე უფლება, გამოხატოს თავისი თავი. ეს იყო ჩუმად ჩატარებული ინაუგურაცია იმ 200 ადამიანისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ მას

ბაქტერიები

16 დეკემბერი 2018, 20:21

ტექნოლოგიები

კვლევა: მიწის ქვეშ სიცოცხლე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მიწის ზემოთ

52 ქვეყნის 1 000-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა სახელწოდებით “სიღრმის ნახშირბადის ობსერვატორია”, 10-წლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. მეცნიერთა ჯგუფი პლანეტის 100-მდე პუნქტზე, ზღვის ფსკერზე 2.5 კილომეტრიდან 5 კილომეტრამდე მიწის სიღრმეებს სწავლობდა.

ლევან კორტავა

16 დეკემბერი 2018, 19:59

მსოფლიო

გეგუთის ციხეში ცემის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა

მოსამართლემ კოლონიის ყოფილ უფროსს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა, ორი თანამშრომელი 4550 ლარით დააჯარიმა, ერთი 3100 ლარით, ერთს კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი მისცა. მოკლული პატიმრის მამიდა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

16 დეკემბერი 2018, 19:57

ტაბლოიდი

კანადელმა ქალმა შეცდომით ამანათით კატა გააგზავნა

ამანათის გაგზავნის დროს ქალმა ვერ შენიშნა, რომ ერთ-ერთ ყუთში კატა ჩახტა და შიგ დაიძინა. კატის გაუჩინარება ქალმა ამანათების გაგზავნის შემდეგ შენიშნა. ძებნა რა თქმა უნდა უშედეგო იყო. ერთი დღის შემდეგ ქალს კურიერმა დაურეკა და უცნაური ამანათის შესახებ ჰკითხა. კატა სატვირთო მანქანის მძღოლმა აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, კატან ქაღალდის ყუთი გახია და გარეთ გამოძვრა.

16 დეკემბერი 2018, 19:55

მსოფლიო

ესპანეთში ცხოველთა უფლებადამცველებმა პროტესტი უცნაური ფორმით გამოხატეს

აქტივისტებმა კატალონიის მოედანზე გაიხადეს, წითელი საღებავები გადაისხეს და ასფალტზე დაწვნენ. ამ ფორმით აქტივისტებმა ცხოველის ბეწვის და ტყავის გამოყენება აკრძალეს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: რამდენი სიცოცხლეა საჭირო ერთი პალტოს შესაკერად.

აფეთქება იაპონიაში

16 დეკემბერი 2018, 19:49

მსოფლიო

იაპონიაში, რესტორანში აფეთქებისას 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ იაპონიაში, ქალაქ საპოროში მდებარე ერთ-ერთ რესტორნაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად შენობა თითქმის სრულად დაინგრა.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 19:48

საქართველო

შვედეთის მეფემ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა

შვედეთის მეფემ კარლ მე-16-მ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა. შესაბამისი განცხადება საქართველოში შვედეთის საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

16 დეკემბერი 2018, 19:31

მსოფლიო

გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა მანქანის ავზიდან 15 000 ლიტრი რძე დაღვარეს

დაუდგენელმა პირებმა ავტოსადგომზე მდგარი რძის გადასაზიდი მანქანის ავზის ონკანები მოუშვეს და ავზიდან 15 ათასი ლიტრი რძე დაღვარეს. სუსხიანი ამინდის გამო დაღვრილი რძე გაიყინა და მოძრაობა შეფერხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ

პოლიცია

16 დეკემბერი 2018, 19:31

ძალოვნები

ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, აქციის გამო მათთან სასწრაფო მანქანა ვერ მიდიოდა, დაშავებული პოლიციელები კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდნენ.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე ესტონეთს ეწვევა

ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორს, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდს, პრემიერმინისტრ იური რატას და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერს შეხვდება. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“.