imedi /  16 ოქტომბერი 2018, 17:53 / სანდო წყარო

ლარის გაუფასურების მიზეზები დასახელდა

ვალუტის კურსი

ბოლო დღების განმავლობაში, ლარის კურსის გაუფასურებას არასამათავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სეზონურ ფაქტორს და მოლოდინებს უკავშირებს.

როგორც „რადიო იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ გიორგი კეპულაძემ თქვა, ტრადიციულად, ამ პერიოდში ეროვნულ ვალუტაზე სეზონური ფაქტორი მოქმედებს.

„ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რასაც ფაქტია ვერავის აუკრძალავ, მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება ბიზნესთან, ამას ემატება წინასაარჩევნო გარემო და ამ კუთხით მოლოდინები“, – აცხადებს კეპულაძე და განმარტავს რომ საგარეო ფაქტორები ამჯერად ნაკლებ გავლენას ახდენს ლარის კურსზე.

მისი თქმით, მეზობელ თურქეთში ბოლო პერიოდში ლირა გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ არის არც მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, შესაბამისად, "პანიკის საფუძველი არ არსებობს", – აცხადებს კეპულაძე.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის მურთაზ კიკორიას შეფასებით კი ლარის ასეთ რყევაზე ბანკის პასუხი დოლარიზაციის შემცირებაა. "ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება", - განაცხადა მურთაზ კიკორიამ. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ახალი კურსით, 17 ოქტომბერს 1 დოლარის ღირებულება 2.6855 ლარი იქნება, თუმცა სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ ბანკებში კურსი კიდევ უფრო მაღალია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კალა-უშგული

18 იანვარი 2019, 22:23

საქართველო

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Fossil

18 იანვარი 2019, 22:06

ტექნოლოგიები

Google-ი ჭკვიანი საათების მიმართულებას ავითარებს

Google-მა ჭკვიანი საათის კომპანია Fossil-ის ტექნოლოგიაზე $40 მილიონი დახარჯა. შედეგად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მფლობელობაში მწარმოებლის ინტელექტუალური პორტფოლიო გადავიდა. Fossil-ს ბაზრის 4% უჭირავს.

შსს ლაბორატორია

18 იანვარი 2019, 21:59

ძალოვნები

შსს საერთაშორისო სტანდარტების უახლესი დნმ-ლაბორატორიით აღიჭურვება

თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას.

18 იანვარი 2019, 21:44

კულტურა

საქართველო საფრანგეთის კულინარიულ გამოფენაზე წარდგება

მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება ქართული კულინარიული შედევრები და ღვინო წარადგინოს. კულინარიული გამოფენა ლიონში 26-დან 31 იანვარის ჩათვლით გაიმართება.

18 იანვარი 2019, 21:33

ტექნოლოგიები

რა ავტომობილები წარადგინეს დეტროიტის ავტოშოუზე

დეტროიტში ტრადიციული ავტოშოუ წელს ელექტრომანქანებისა და პიკაპების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა კობო-ცენტრში პროდუქცია არ წარუდგენიათ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა მერსედესი, BMW, აუდი, პორშე და იაგუარი.

სალომე ზურაბიშვილი

18 იანვარი 2019, 21:16

საქართველო

რა შეიცვალა სახელმწიფო პრემიების გაცემის წესში

სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 23 მარტს გამოცემული ბრძანებულება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ გააუქმა და ახალი ბრძანებულება გამოსცა.

Facebook Messenger

18 იანვარი 2019, 21:06

ტექნოლოგიები

განახლებული Facebook Messenger-ი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება

როგორც მესენჯერის გუნდი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, სრულ განახლებას შესაძლოა კიდევ დასჭირდეს გარკვეული დრო. Facebook Messenger-ის სახეცვლილი დიზაინი ოქტომბერში გამოჩნდა. საკომუნიკაციო საშუალების ახალი ვერსია ჯერ ყველა მომხმარებელს არ მიუღია.

18 იანვარი 2019, 20:54

ეკონომიკა

ევროკავშირი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ახალ ტრანშს გამოყოფს

საინვესტიციო გეგმა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის განვითარებას ითვალისწინებს. თანხა ძირითადად ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებს მოხმარდება.

18 იანვარი 2019, 20:34

საქართველო

ქუთაისში გაზის უსაფრთხოებაზე ყველა კორპუსი შემოწმდება

ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს, კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით.

18 იანვარი 2019, 20:23

საქართველო

როგორ კონტროლდება გაზის სისტემების უსაფრთხოება საქართველოში

შესაბამის სამსახურებში უკვე ალაპარაკდნენ შიდა ქსელის რეგულაციების გამკაცრებაზე. რეგლამენტში მოცემული იქნება იმ ადამიანების კვალიფიკაციის კრიტერიუმები, რომლებსაც შიდა საცხოვრებელ ფართებში სამუშაოების ჩატარების უფლება ექნებათ.

ბახმარო

18 იანვარი 2019, 20:16

საქართველო

ბახმაროს დაბის სტატუსის მიენიჭა

„წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

CERN-ის კოლაიდერი

18 იანვარი 2019, 20:05

ტექნოლოგიები

CERN-ი ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელ კოლაიდერს ააშენებს

პროექტის ღირებულება $24 მილიარდია. CERN-ის პროექტებს ორგანიზაციის წევრი 22 ქვეყანა აფინანსებს. კოლაიდერის სიგრძე 100 კილომეტრის (62 მილი) სიგრძის იქნება. მაშინ, როდესაც ადრონის (LHC) კოლაიდერის სიგრძე 27 კილომეტრია. ახალი კოლაიდერის ექსპულატაციაში შესვლა სავარაუდოდ 2040 წელს შევა.

პარაგვაი მეხანძრეები

18 იანვარი 2019, 19:56

ტაბლოიდი

პარაგვაელი მეხანძრეები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ხელისუფლება მათ სადგურს, რომელიც 16 000 ადამიანს ემსახურება, თვეში მხოლოდ 600 დოლარით აფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ მეხანძრეები პრაქტიკულად შიშველი დატოვა.

გიორგი ლორია

18 იანვარი 2019, 19:46

სპორტი

გიორგი ლორია „მაგდებურგში“ გადავიდა

გიორგი ლორია რამდენიმე თვეა უკლუბოდაა. იანვრის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარით კოსტანაის „ტობოლია“ დაინტერესებული.

რობერტ ქოჩარიანი

18 იანვარი 2019, 19:38

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა. მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა. განსასჯელის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

რობოტები

18 იანვარი 2019, 19:37

ტექნოლოგიები

Amazon-ის ტექნოლოგიური კონფერენცია განახლებული ფორმატით გაიმართება

Amazon-ი აცხადებს, რომ რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონფერენცია საჯარო გახდება და მილიარდერები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლების გარდა სხვებიც დაესწრებიან. re:Mars-ი ლას-ვეგასში 4-7 ივნისს გაიმართება.

ნორვეგია დაკავება

18 იანვარი 2019, 19:29

მსოფლიო

ნორვეგიაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შემთხვევა 17 იანვარს მოხდა. გავრცელებული ცნობით, ბიჭმა ნორვეგიის დედაქალაქში სუპერმარკეტში ქალს დანა ჩაარტყა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

Facebook

18 იანვარი 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Facebook-ი სარეკლამო რეგულაციებს აფართოებს

ლაპარაკია პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებსა და პირობებზე ინდოეთის, ნიგერიის, უკრაინისა და ევროკავშირის ბაზარებზე. 2018 წელს მომხდარი არაერთი სკანდალის შემდეგ, Facebook-მა სხვადასხვა ტიპის ინიციატივები დანერგა, რათა სოცქსელში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამაზე კონტროლი გაეზარდა.

აშშ პოლიცია

18 იანვარი 2019, 18:49

მსოფლიო

აშშ-ში 9 წლის ბავშვმა თამაშისას იარაღით ბიძაშვილი მოკლა

უბედური შემთხვევა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მოხდა. ბავშვებმა იარაღი სახლში იპოვეს. შტატის კანონმდებლობით, 10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი პასუხისგებაში არ მიეცემა.

პოლიცია

18 იანვარი 2019, 18:46

მსოფლიო

62 წლის ტეხასელმა ყოფილი ცოლი მოკლა და ქალიშვილი დაჭრა

ინციდენტი ქალაქ ჰერისის კათოლიკურ ეკლესიასთან მოხდა. თავდამსხმელის ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, 31 წლის ქალიშვილი კი მძიმედ არის დაჭრილი. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.