Imedi /  05 ნოემბერი 2018, 17:08 / სანდო წყარო

შანხაის საწარმოში Telsa ყოველკვირეულად 3 ათას ავტომობილს ააწყობს

Tesla

Tesla

ელექტრო ავტომობილების ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla გეგმავს შანხაის საწარმოში ყოველკვირეულად 3 ათასი Model 3 ტიპის ავტომობილი გამოუშვას. ინფორმაციას ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Sina ავცრცელებს. ამის შესახებ Engadget-ი წერს

კალიფორნიული ელექტრო ავტომობილების მწარმოებელის სამომავლო გეგმებში ყოველკვირეულად Model 3-ის 10 ათას ერთეულამდე წარმოება შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანების 1/3 სამომავლოდ ჩინეთში აეწყობა. 

Tesla-ს ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ავტომწარმოებელი  საწარმოს ტექნიკურ შეიარაღებაზე 6 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს. 

Tesla-მ ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმება ივლისში გააფორმა. საწარმოს ასაშენებლად გამოყოფილ მიწის ნაკვეთში ელექტრო ავტომობილების მწარმოებელმა 973 მილიონი იუანი ($140.51 მილიონი) გადაიხადა. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

Brexit

18 ნოემბერი 2018, 12:12

მსოფლიო

თუ Brexit-ის შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა, კიდევ 5 მინისტრი გადადგომით იმუქრება

უკმაყოფილებას იწვევს გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის საკითხი. დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბრიუსელთან გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას სთხოვენ, თუმცა მეის თქმით, ეს პრობლემას არ მოხსნის.

Microsoft-ის მაღაზია

18 ნოემბერი 2018, 12:11

ეკონომიკა

Microsoft-ი საკუთარ სავაჭრო ობიექტებში Amazon-ის პროდუქციას ყიდის

ლაპარაკია უახლესი წარმოების Echo Dot-სა და მეორე თაობის Echo-ზე. მოწყობილობა აშშ-ის მასშტაბით Microsoft-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზეც არის ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილება Microsoft-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ხმოვან ასისტენტში Alexa Microsoft-ის Cortana ინტეგრირდა.

18 ნოემბერი 2018, 12:02

მსოფლიო

ათენში დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

ათენში, 1973 წლის სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ სტუდენტური ამბოხის დროს აქტივისტის მკვლელობის თარიღის აღსანიშნავად გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა. ინციდენტი დემონსტრაციის ადგილზე შეერთებული შტატების საელჩოს წინ ანარქისტების გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

ავიაიერიში სირიაში

18 ნოემბერი 2018, 11:51

მსოფლიო

ISIS-ის მტკიცებით, აშშ-ის კოალიციური ძალების ავიაიერიშებმა სირიაში 40 ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ის მხარდაჭერილი კოალიციური ძალები განხორციელებულ ავიაიერიშებს ადასტურებენ, თუმცა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც აშშ-ის მხარდაჭერილი კოალიციური ძალების სპიკერი რაიანი განმარტავს, მათ ISIS-ზე წერტილოვანი შეტევა განახორციელეს.

ჩაძირული გემი „ფენიქსი“

18 ნოემბერი 2018, 11:47

მსოფლიო

ტაილანდში 4 თვის წინ ჩაძირული გემი წყლიდან ამოიყვანეს

ხომალდი „ფენიქსი, რომლის ჩაძირვის დროსაც, ამ წლის ივლისში 47 ადამიანი დაიღუპა, წყლიდან ამოიყვანეს. ამის 45 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდა. მისი ამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობა ტაილანდი-სინგაპურის ერთობლივი სამაშველო ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ორშაბათს გემის ნაწილებს გამოსაკვლევად წაიღებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლო

18 ნოემბერი 2018, 11:42

საქართველო

საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ოპოზიცია ითხოვდა ცესკოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, გაასაჩივრებს თუ არა ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას.

18 ნოემბერი 2018, 11:32

ინტერვიუ

„საქართველოს მთავარი ამოცანა ჰააგაში ოკუპანტის დანაშაულების დადგენაა“

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან

ქაბული, ავღანეთი

18 ნოემბერი 2018, 11:32

მსოფლიო

ავღანეთში რაკეტა ქორწილში ჩავარდა. არიან დაღუპულები

სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ავღანეთის პროვინცია ვარდაკში რაკეტის ჩამოვარდნის დროს. ინფორმაციას Pajhwok-ი ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, სახლში, რომელსაც რაკეტა დაეცა, საქორწინო წვეულება იმართებოდა.

Tumblr

18 ნოემბერი 2018, 11:30

ტექნოლოგიები

Apple-ის აპლიკაციების ბაზიდან Tumblr-ი გაქრა

უცნობია რატომ წაიშალა Tumblr-ი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ამის მიზეზად სოცქსელში შეუფერებელი მასალის განთავსება განიხილება. ირკვევა, რომ Tumblr-ი აპლიკაციების ბაზიდან Apple-ის მიზანმიმართული გადაწყვეტილების გამო არ გაუჩინარებულა.

მერლინ მონრო

18 ნოემბერი 2018, 11:20

კულტურა

მერლინ მონროს ოქროს გლობუსი 250 ათას დოლარად გაიყიდა

მერლინ მონროს კუთვნილი ჯილდო - „ოქროს გლობუსი“ ლოს ანჯელესში, ჯულიენის აუქციონზე 250 ათას დოლარად გაიყიდა. ჯილდო ამერიკის სექსსიმბოლომ 1961 წელს მოიპოვა.მონროს ოქროს გლობუსი, აუქციონზე გამოტანილ სხვა, ანალოგიური ჯილდოებთან შედარებით, ყველაზე ძვირად შეფასდა.

Instagram

18 ნოემბერი 2018, 11:08

ტექნოლოგიები

Instagram-ის მომხმარებლების პაროლები სისტემური ხარვეზის გამო გასაჯაროვდა

კომპანიის სპიკერი განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ მალევე გახდა ცნობილი, შესაბამისად სისტემური წუნი მომხმარებლების ძალიან მცირე რაოდენობას შეეხო. გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლების პაროლები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ზოგიერთმა მათგანმა სოცქსელზე არსებული მასალა გადმოწერა.

სამხედროები

18 ნოემბერი 2018, 11:02

მსოფლიო

ავღანეთის პრეზიდენტი: 2015 წლიდან დღემდე 29 000-მდე სამხედრო დაიღუპა

ეს მონაცემი ყველაზე მაღალია მათ შორის, რაც კი მთავრობას გაუვრცელებია აქამდე. ღანი ამ განცხადებით გამოვიდა მიმდინარე კვირაში განხორციელებულ ვიდეომიმართვაში ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჯოპკინსის საერთაშორისო ურთიერთოებების ცენტრის წინაშე, სადაც ის ერთ დროს ანთროპოლოგიის პროფესორად მუშაობდა.

აღლუმი რიგაში

18 ნოემბერი 2018, 10:55

მსოფლიო

რიგაში ლატვიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღლუმი ტარდება

სამხედრო აღლუმი რიგაში ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკა იღებს მონაწილეობას, ასევე, NATO-ს სამხედრო ავიაციაც. აღლუმს ქვეყნის პრეზიდენტი, რაიმონდ ვეიონისი იბარებს.

მაიკ პომპეო

18 ნოემბერი 2018, 10:44

მსოფლიო

პომპეო: უკრაინას აშშ-ზე დიდი მეგობარი არ ჰყავს

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა, ერთი თვით ადრე მანამ, სანამ ის დაიწყებდა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას კონფლიქტში, რომელსაც 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პომპეოსა და კლიმკინის შეხვედრა გაიმართა უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადების მეათე წლისთავზე.

ხანძარი კალიფორნიაში

18 ნოემბერი 2018, 10:38

მსოფლიო

კალიფორნიის ხანძრის დროს დაკარგულად 1276 ადამიანი მიიჩნევა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძრის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 1276-მდე, დაღუპულთა რაოდენობა კი - 76-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოლქის შერიფნა კორი ჰონიმ განაცხადა. მისი თქმით ერთი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 დაღუპულის ცხედრის აღმოჩენა მოხერხდა.

პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 10:37

ძალოვნები

ევროსაბჭოს კვლევის თანახმად დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია

ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს. ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.

პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 10:24

ძალოვნები

შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

18 ნოემბერი 2018, 10:15

მსოფლიო

GPS-ის სიგნალის შეფერხების გამო, ფინეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ ფინეთის GPS-ის სისტემაში შეფერხება რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა 12 ნოემბერს, ნატოს წვრთნების დროს. კრემლმა უფრო ადრე უარყო ფინეთის განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა განზრახ შეაფერხა სიგნალი წვრთნების პერიოდში.

ყირგიზეთის პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 10:12

მსოფლიო

ყირგიზეთში ოლქის პროკურორი მოკლეს

გუშინ გვიან ღამით, ყირგიზეთში სამხრეთ ბატკენის ოლქის პროკურორი, ანარბაი მამაჯაკიპოვი მოკლეს ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრი კარიმ ამანკულოვი იუწყება. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

18 ნოემბერი 2018, 09:54

კულტურა

Dumplin’-ის ტრეილერი გამოქვეყნდა

სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. როზი დიკსონი სილამაზის ყოფილი დედოფალია, რომელიც სათავეში ადგილობრივ თინეიჯერულ კონკურსს ჩაუდგება. დიკსონის ქალიშვილი ჭარბწონიანი მოზარდი, უილია, რომელიც დედის პროტესტის ნიშნად, გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს.