imedi /  14 ნოემბერი 2018, 13:28 / სანდო წყარო

აჭარაში ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება

აჭარა ბიუჯეტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში და 2019-2022 წლებში დაგეგმილი საბიუჯეტო პროგრამები წარადგინა.

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 894 130 ლარით იზრდება და 17 722 635 ლარი იქნება.

სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს:

„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების დაფინანსება15 000-ით გაიზრდება და, ნაცვლად 50 000 ლარისა, 65 000 ლარი გახდება. 

ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, პირველად დაუფინანსდებათ: 

ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - 80 000 ლარით; 
ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია -150 000 ლარით.

გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტისა). თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 25 000 ლარს შეადგენს. 

,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ტარიფი და ნაცვლად 15 000 ლარისა 25 000 ლარი გახდება. 

„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით გაიზრდება და 400 000 ლარი გახდება. 

„ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 5000 ლარით გაიზრდება და 15 000 ლარი გახდება. 

ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში,სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და 2 000 000 ლარი გახდება. 

სოციალური დაცვის მიმართულებით 2 ახალი პროგრამის ამოქმედდება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“. 

ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები დაემატებიან.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა

დღეს დილით, რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ფონდის საწყობი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა.

შაკო კუჭაშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:57

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი „სიფათი“ სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.

დავით ქართველიშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის „შემოქმედია“, თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ

დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია", თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის სარეკლამო კამპანიას.

მარკ რუტე

16 სექტემბერი 2026, 21:34

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი: არც სწორია და არც რეალისტური, ველოდოთ ასე ბევრს ერთი ქვეყნისგან - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ქვეყანა შეერთებული შტატებია

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, გადახედონ ალიანსის შიდა ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას.

გურამ მაჭარაშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.

16 სექტემბერი 2026, 20:55

ჯანდაცვა

სოციალური და ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის მერიისგან - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას.

16 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

თბილისისა და რაიონულმა სასამართლოებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისისა და რაიონულმა სასამართლოებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

გეორგი ტიხი

16 სექტემბერი 2026, 20:52

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ სანქციების შემსუბუქება მიუღებელია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ სანქციების შემსუბუქება მიუღებელია.

16 სექტემბერი 2026, 20:48

პოლიტიკა

გასაიდუმლოებული შეხვედრა ოპოზიციასთან და ნორვეგიის საელჩოს დუმილი - „ქრონიკა“ დიპლომატიური მისიისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება

რა მიზნით შეხვდა ნორვეგიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაარღვია თუ არა დიპლომატმა დიპლომატიური სტანდარტი? „ქრონიკას“ ამ კითხვებზე პასუხი საელჩოსგან ამ დრომდე არ მიუღია.

16 სექტემბერი 2026, 20:40

სამართალი

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და პატიმრობა 13 წლით - გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სუსის ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გრიგოლ ლილუაშვილს ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი წარდგენილ ოთხივე ბრალდებაში დამნაშავედ არის ცნობილი.

16 სექტემბერი 2026, 20:38

სამართალი

ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილება და გარედან დაფინანსებული ჯგუფების შეტევის შედეგი - ვინ მიაყენა ზიანი საქართველოს? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მორიგი სიცრუე კონკრეტული ჯგუფებისა და მედიასაშუალებებისგან. საქმე ეხება ცნობას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ ქართულ მხარეს, კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ, 400 მილიონის გადახდა დააკისრა. რეალურად კი ნამახვანჰესის საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სასამართლო პროცესზე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საპროცესო საკითხები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

16 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური რიცხვი 1900-ზე ნაკლებია, ვიკა ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532 - რეალურად განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა

ექსპერტი ამირან სალუქვაძე გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 532 ფაქტი მოხდა.

16 სექტემბერი 2026, 20:34

პოლიტიკა

მანიპულაცია და სიცრუე - გახარიას პარტიის ტყუილს ოფიციალური სტატისტიკა ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოფიციალური სტატისტიკა დეზინფორმაციის პირისპირ. გახარიას პარტიის წევრის მიერ დანაშაულებზე გავრცელებული სიცრუე მალევე გამოაშკარავდა, თუმცა გახარიას პარტიაში ოფიციალურ სტატისტიკაზე მეტად ვიკა ფილფანის ვერსიის სჯერათ.

ლევან ფხაკაძე

16 სექტემბერი 2026, 20:30

ეკონომიკა

ლევან ფხაკაძე Trump Tower-ზე: ასე ვითარდებოდა სინგაპური, დუბაი. სადღაც ყოველთვის ვიღაც პირველი პიონერია და როდესაც ის შედის ბაზარზე, ყველა სხვა ინვესტორს ეუბნება, რომ ეს არის ბაზარი, სადაც თქვენ უნდა იყოთ

ასე ვითარდებოდა სინგაპური, ასე ვითარდებოდა დუბაი. სადღაც ყოველთვის ვიღაც პირველი პიონერია და როდესაც ის შედის ბაზარზე, ყველა სხვა ინვესტორს ეუბნება, რომ ეს არის ბაზარი, სადაც თქვენ უნდა იყოთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ Invia-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ფხაკაძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტთან დაკავშირებით.

რაშიდა დატი

16 სექტემბერი 2026, 20:24

მსოფლიო

საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგა

საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი, რაშიდა დატი პარიზში სასამართლოს წინაშე წარდგა კორუფციის ბრალდებით, რომელიც საავტომობილო ჯგუფ Renault-Nissan-თან გარიგებებს უკავშირდება.

მაკა ბოჭორიშვილი

16 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასშტაბურ ფორუმს ესწრება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასშტაბურ ფორუმს ესწრება. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვითაც გამოვიდა.

ზაზა ფაჩულია

16 სექტემბერი 2026, 20:22

ეკონომიკა

ზაზა ფაჩულია Trump Tower-ზე: მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, მომავლისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება

მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, მომავლისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ფაჩულიამ Trump Tower-ის პროექტთან დაკავშირებით.

16 სექტემბერი 2026, 20:15

საზოგადოება

კიდევ ერთი ისტორიული პროექტი თბილისში და 2 მილიარდის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში - Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორი მილიარდის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში - დედაქალაქში უძრავი ქონებისა და ურბანული განვითარების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იწყება.

ჰაკან ფიდანი

16 სექტემბერი 2026, 20:02

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას.

16 სექტემბერი 2026, 19:35

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია - მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება უკვე მერამდენედ აგორებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება, - ვკითხულობთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.