imedi /  20 ნოემბერი 2018, 08:57 / სანდო წყარო

დღეს საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულო

დღეს თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ. პროექტის პირვანდელი ვარიანტი 871 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია.

პროცედურულად საკრებულომ 25 ნოემბრამდე დედაქალაქის მერიას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებთან ერთად უნდა გადაუგზავნოს, ხოლო მერიამ 10 დეკემბრამდე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოში უნდა დააბრუნოს.

16 ნოემბერს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტიო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი და კვლავ უცვლელია მთავარი პრიორიტეტები: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, ეკოლოგიური პრობლემები. ირაკლი ზარქუას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი მორგებულია დედაქალაქის კეთილდღეობაზე. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

16 დეკემბერი 2018, 14:40

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში

"ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. საპარლამენტო დემოკრატიაზე რომელიც არის კიდევ ერთხელ გადადგმული ძალიან პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ თელავში.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 14:31

საქართველო

ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ვიდეო

ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.

დავით დარჩიაშვილი

16 დეკემბერი 2018, 14:27

საქართველო

დარჩიაშვილი: ევროპული საქართველო ინაუგურაციას არ დაესწრება

ის ახლა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არის, რომელთაც არ აძლევენ საშუალებას თელავისკენ გადაადგილდნენ. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს საპროტესტო მუხტი და ამის გამოხატვა სხვადასხვაგვარად ხდება.

ვითარება ველისციხეში

16 დეკემბერი 2018, 14:16

საქართველო

მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.

ნინო ლომჯარია

16 დეკემბერი 2018, 14:11

საქართველო

ომბუდსმენი შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"- წერია განცხადებაში.

16 დეკემბერი 2018, 14:05

ძალოვნები

შსს: კახეთში მომხდარი ინციდენტების სამართლებრივი შეფასება მოხდება

თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. ამის შესახებ უწყების მაღალჩინოსანმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

ნაციონალების აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიულები არიან

ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს.

16 დეკემბერი 2018, 13:54

საქართველო

ნიკოლა სარკოზი საქართველოშია

ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ჩამოფრინდა. ის აეროპორტიდან პირდაპირ თელავში გაემართება, სადაც პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.

თელავი

16 დეკემბერი 2018, 13:53

ძალოვნები

შსს: ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები თელავამდე გომბორის გზით შეუფერხებლად ჩავლენ

„ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები თელავამდე შეუფერხებლად ჩავლენ, - ამის შესახებშინაგან საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა ადამიანი, ვისაც ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევი აქვს, გომბორის გზით შეუფერხებლად შეძლებს თელავამდე ჩასვლას.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 13:50

საქართველო

გურჯაანში აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 13:35

საქართველო

თელავში ნაციონალებმა ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს გზა გადაუკეტეს

თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ სტუმრების მარშრუტი შეცვალა და ისინი ალტერნატიული გზით გაიყვანა.პარალელურად, დაძაბული ვითარებაა ​გურჯაანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

ნიკა მელია

16 დეკემბერი 2018, 13:17

საქართველო

ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დაუპირისპირდა

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.

ვითარება კახეთში

16 დეკემბერი 2018, 13:04

საქართველო

ნაციონალურმა მოძრობამ კახეთში პროვოკაციის მოწყობა სცადა

ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთში პროვოკაცია სცადა. გურჯაანში აქციის მონაწილეებსა პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მათ წინასწარ გამოცხადებული ალტერნატიული გზისა და ტრანსპორტისკენ მიუთითეს.

ელისაბედ მეორე

16 დეკემბერი 2018, 13:00

საქართველო

ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს: მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას,"- წერს დედოფალი. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

ჰეროინი

16 დეკემბერი 2018, 12:45

ძალოვნები

შსს-მ ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ვითარება კახეთის გზაზე

16 დეკემბერი 2018, 12:33

საქართველო

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს

კახეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარ იყო ცნობილი კახეთის გზაზე მანქანებით გადაადგილებისას შეზღუდვების შესახებ. უწყების ცნობით, ფეხით გადაადგილება ახლაც შესაძლებელია.

ენმ-ის აქცია ბათუმში

16 დეკემბერი 2018, 12:29

საქართველო

ბათუმში ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო პლაკატები გააკრეს

„არა სალომეს!", „არჩევნები გაყალბებულია!" , - ინაუგურაციის პარალელურად ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციას ბათუმშიც მართავენ. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს. მათ მსვლელობა პარტიის ოფისიდან აჭარის მთავრობის სახლამდე გამართეს.

გიორგი ბოტკოველი

16 დეკემბერი 2018, 12:20

საქართველო

აქციის გასამართად შეთავაზებულ ადგილს ნაციონალური მოძრაობა არ იღებს

ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მას პოლიცია იმ ტერიტორიაზე არ უშვებს, სადაც თავდაპირველად პარტიამ აქციის გამართვა ინაუგურაციის ადგილიდან დაახლოებით 70 მეტრში დააანონსა. აღნიშნული სივრცე სახელმწიფო დაცვის ზონაში არის მოქცეული.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 11:59

საქართველო

პოლიციამ თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს ჩუმლაყში გზა გადაუკეტა

საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.

რომან გოცირიძე

16 დეკემბერი 2018, 11:49

საქართველო

რომან გოცირიძე: ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო

" კედელი, რომელიც ახლა ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, არის „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის სიმბოლო. ამის დამაგვირგვინებელი იყო პრეზიდენტის არადემოკრატიული არჩევნების გზით დასმა - ეს არის იყო ნამდვილი არჩევნები, ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. ფრაქცია მთელი შემადგენლობით კედელს მიღმა ვიქნებით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.