imedi /  01 დეკემბერი 2018, 11:09 / სანდო წყარო

დასახელდა ადგილები, სადაც ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმას აჭარბებს

თბილისი

თბილისი

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

20 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ.

21, 22, 23 და 24 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

25 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.3-ჯერ.

26 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე - 2.3-ჯერ, ვარკეთილში - 2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.7-ჯერ, ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, რაც გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჰაერის სინჯები ქალაქის ოთხ ლოკაციაზე აიღეს: უზნაძის ქუჩა N59 – N23 საჯარო სკოლასთან, უნივერსიტეტის ქუჩაზე - მაღლივ კორპუსთან, ყაზბეგის გამზირი N39 – N60 საჯარო სკოლასთან, ქავთარაძის ქუჩა N48 – N35 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

01 ივნისი 2020, 09:34

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში

ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოვფხვრათ ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შევქმნათ თვითრეალიზაციის ყველა პირობა, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება" - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი მილოცვაში.

01 ივნისი 2020, 09:26

მსოფლიო

New York Times: თეთრ სახლთან აქციის დროს დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, სადაც მან საათზე ნაკლები დრო გაატარა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ.

01 ივნისი 2020, 08:59

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 4 ივნისს დაიწყება

დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატების წინაშე 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ.

01 ივნისი 2020, 08:48

საზოგადოება

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს

დღეიდან ასევე აღდგება თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისა და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

01 ივნისი 2020, 08:42

საზოგადოება

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.1950 წლიდან ეს დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

01 ივნისი 2020, 08:28

საზოგადოება

დღეიდან მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. 31 მაისიდან მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

01 ივნისი 2020, 08:17

ეკონომიკა

ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

გარდა ამისა, ობიექტი ვალდებულია, მომხმარებელს და პერსონალს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს. აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისცანტიის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება.

01 ივნისი 2020, 08:03

ეკონომიკა

დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები გაიხსნება

„ობიექტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

წმინდა ნინოს ხატი

01 ივნისი 2020, 01:54

საზოგადოება

დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა

დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა ნინო განისვენებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტრუგიას ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული და მრევლს მისი მოლოცვის შესაძლებლობ ექნება.

01 ივნისი 2020, 01:08

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 54 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღეს კლინიკას 9 ახალი პაციენტი შეემატა და ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კლინიკიდან დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და რამდენიმე პაციენტის განმეორებით კვლევას ელოდებიან.

ილონ მასკი და  X Æ A-Xii

01 ივნისი 2020, 00:59

ტაბლოიდი

გრაიმსმა განმარტა რას ეძახის მოფერებით შვილს, რომელსაც X Æ A-Xii ჰქვია

მომღერლისთვის ეს პირველი შვილია, მასკს კი პირველი ცოლისგან, ჟიუსტინ უილსონისგან კიდევ 5 ბავშვი ჰყავს. თავიდან მათ ბავშვს X Æ A-12 დაარქვეს, თუმცა კალიფორნიის კანონმდებლობის გამო, რომელიც სახელში ციფრების გამოყენებას კრძალავას, გადაიფიქრეს და X Æ A-Xii-ზე შეჩერდნენ.

პროტესტი მაიამი

01 ივნისი 2020, 00:53

მსოფლიო

მაიამიში პოლიციელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მუხლმოდრეკილებმა მიაგეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კეიკო მაცუი

01 ივნისი 2020, 00:46

კულტურა

კეიკო მაცუიმ ჭაჭას მელოდია მიუძღვნა. ვიდეო

ცნობილი იაპონელი პიანისტი კეიკო მაცუი საქართველოში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს და ამის გამოსახატად ჭაჭას სიმღერსა უძღვნის. შესაბამისი ვიდეო პიანისტის და კომპოზიტორის Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

01 ივნისი 2020, 00:43

COVID19

ცნობილია, რამდენმა თვითდასაქმებულმა და შემოსავლის გარეშე დარჩენილმა პირმა მიიღო კომპენსაცია

დაწყებულია კომპენსაციის გადარიცხვა იმ დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც კოვიდ ინფექციის პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის გარეშე დარჩნენ , - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დახმარება 51 ათსზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიიღო, რაც ჯამში მისივე თქმით, 15 365 000 ლარს შეადგენს.

დინოზავრი SpaceX

01 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

SpaceX-ის ხომალდით კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებთან ერთად სათამაშო დინოზავრიც გაემგზავრა

30 მაისს კომპანია SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტი გაემგზავრა, თუმცა მათთან ერთად ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის „კიდევ ერთი წევრი“ - სათამაშო დინოზავრი ტრემორი იყო. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

ლედი გაგა

01 ივნისი 2020, 00:15

კულტურა

ლედი გაგამ დონალდ ტრამპს „სულელი“ და „რასისტი“ უწოდა

„ძალიან იმედგაცრიებული ვარ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. შავკანიანი ადამიანებს ხმა დიდი ხანია ჩახშობილი იყო და უკვე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ეს სიჩუმე მომაკვდინებელია. რაც არ უნდა გააკეთონ პროტესტის ნიშნად, ლიდერები, რომლებმაც უნდა დაიცვან, მათ მიმართ თანაგრძნობას არ გამოხატავენ. მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა. ის რასიზმით გაჟღენთილ სისტემას აძლიერებს, ყველანი ვხედავთ რა ხდება. ცვლილებების დროა“, - წერს გაგა სოციალურ ქსელში.

ფასიანი საკანი უკრაინა

31 მაისი 2020, 23:53

მსოფლიო

უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ფასიანი საკნები გახსნეს

ფასიანი საკნები მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში დაეხმარება. წინასწარი დაკავების საკნებში არასათანადო პირობების გამო სასამართლო უკრაინას კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მაისი 2020, 23:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს.

ლებრონ ჯეიმსი

31 მაისი 2020, 23:23

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე: რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას?

46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა. „რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას? ეს ძალიან სამწუხაროა,“-წერს კალათბურთელი Twitter-ზე.

ფაბიო ლომბინი/ჯიოლე როსეტი

31 მაისი 2020, 23:15

სპორტი

ორი იტალიელი მოცურავე ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ლომბარდიის რეგიონში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. ორივე სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.