imedi /  06 დეკემბერი 2018, 13:08 / სანდო წყარო

კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები საფინანსო და ენერგეტიკის სფეროებზეც გავრცელდება

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

"კონკურენციის შესახებ კანონში" ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, კანონი ყველა სექტორზე, მათ შორის საფინანსო და ენერგეტიკის სფეროზე გავრცელდება. როგორც სააგენტოს დირექტორი ნოდარ ხადური ამბობს, კონკურენციის სააგენტოს მარეგულირებელი კომისიების მსგავსად, საბჭო უხელმძღვანელებს და გაიზრდება უწყების ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ნოდარ ხადურის განმარტებით, თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, სააგენტოს უფლებამოსილებები გაიზრდება.

"დღეს არის რამდენიმე სფერო, რომელზეც კონკურენციის შესახებ კანონი არ ვრცელდება. ესაა ენერგეტიკის სფერო, რომელიც სემეკის უფლებამოსილებაა. კომუნიკაციები, სადაც მარეგულირებლის ფუნქციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ასრულებს. ასევე საბანკო სექტორი, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროზე გავრცელდება კონკურენციის კანონმდებლობა. ამასთან, აღსრულების ფუნქცია ისევ უკვე არსებულ მარეგულირებლების მოვალეობა იქნება. კონკურენციის კანონმდებლობა კი ყველა სფეროსთვის ერთნაირი უნდა იყოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

როგორც ხადური აცხადებს, დღეს კანონმდებლობაში ხარვეზებია, რადგან კერძო კომპანიები და ბიზნესი ვალდებული არ არის კონკურენციის სააგენტოს მიაწოდოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხშირად საქმის სიღრმისეულ შესწავლას უშლის ხელს. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი

17 დეკემბერი 2018, 19:18

საქართველო

ირანის ელჩმა საქართველოში რამდენიმე ირანელის არშეშვებაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოში ირანის ელჩი სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ საქართველოში დარჩენა ბევრმა ირანელმა გადაწყვიტოს. ელჩის განცხადებით, რანის მოქალაქეები საქართველოში ძირითადად ტურისტული მიზნით ჩამოდიან.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 19:09

საქართველო

ვაშაძის ინიციატივით, მან და ომბუდსმენმა კახეთში ნაციონალების აქციის შესახებ ისაუბრეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის ლიდერს, გრიგოლ აბაშიძეს შეხვდა. საუბრის თემა ინაუგურაციის დღეს ველისცხეში განვითარებული მოვლენები იყო. შეხვედრის ინიციატორი გრიგოლ ვაშაძე იყო.

ჯასტინ ტრიუდო

17 დეკემბერი 2018, 19:00

მსოფლიო

კანადის პრემიერმინისტრმა პუტინი და ტრამპი ერთი სიტყვით დაახასიათა

ჯასტინ ტრიუდომ ბლიცგამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც კითხვებზე ერთსიტყვიანი პასუხები უნდა გაეცა. ვლადიმერ პუტინს კანადის პრემიერმინისტრმა „პრობლემური“ უწოდა, დონალდ ტრამპის დასახასიათებლად კი სიტყვა „არაპროგნოზირებადი“ გამოიყენა.

ვეგეტარიანელობა

17 დეკემბერი 2018, 18:56

ტექნოლოგიები

რატომ არის სახიფათო ვეგეტარიანული კვება ბავშვებისთვის

სპეციალისტების განმარტებით ვეგანობა-ვეგეტარიანელობის მკაცრი ფორმა პატარა ბავშვებისთვის საშიშია, რადგან ის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. რკინის დეფიციტს შეუძლია ანემია გამოიწვიოს, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა კი ნევროლოგიურ დაავადებებს იწვევს.

ჯანდაცვის სამინისტრო

17 დეკემბერი 2018, 18:53

საქართველო

საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებაში მიგრაციის საკითხთა სამმართველო დაეხმარება

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში მიგრაციის საკითხთა სამმართველოს შექმნას გულისხმობს, ძალაში შევიდა. სამსახურში 5 ადამიანი მუშაობს.

UEFA

17 დეკემბერი 2018, 18:49

სპორტი

ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

ყველაზე დიდ ინტერესს „ლაციო“, „სევლიას“ „სპორტინგის“, „ვილიარეალის“ წყვილები იწვევს. ამ ეტაპზე ტურნირზე მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავაა შემორჩენილი, რომლის „შახტარიც“ „აინტრახტს“ შეხვდება. ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის შეხვედრები 14 და 21 თებერვალს გაიმართება.

გრიპის ვირუსი

17 დეკემბერი 2018, 18:42

საქართველო

ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რჩევებს გასცემს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 18:28

საქართველო

წინასაახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისში ადგილები გამოიყოფა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება და ამ ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ.

3D თავი

17 დეკემბერი 2018, 18:24

ტექნოლოგიები

ჰაკერებისთვის და პოლიციელებისთვის 3D თავებით სმარტფონის განბლოკვა უფრო ადვილი ხდება

სახის განმბლოკავი სისტემა რამდენიმე სმარტფონს აქვს. მათ შორის ოთხი Android სისტემაზე ოპერირებს, მეხუთე კი iPhone X არის. ამ დროისთვის რამდენიმე კომპანიაა ცნობილი, რომელიც 3D თავს ბეჭდავს. მათ შორის Prosthetics-ი, Corneas-ი და Firearms-ი არიან.

ანდრეი ბაბიში

17 დეკემბერი 2018, 18:19

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერმინისტრი მიგრანტების შესახებ გაეროს შეთანხმების წინააღმდეგია

64 წლის პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიგრაციის და ლტოლვილთა მიღების საკითხებში პოლიტიკას საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა განსაზღვრავდნენ, რადგან ეს საკითხები სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა.

შსს

17 დეკემბერი 2018, 18:13

ძალოვნები

შსს-ში დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.

გერმანიის პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 17:50

მსოფლიო

გერმანულ პოლიციაში ნეონაცისტები გამოააშკარავეს

ჯგუფში 4 კაცი და 2 ქალი იყო გაერთიანებული. გამოძიების თანახმად, ისინი ერთმანეთს გერმანიაში აკრძალულ ნაცისტურ სიმბოლოებს უგზავნიდნენ და უცხოელებისა და შშმ პირების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ. ამ დროისთვის ყველა მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

პარლამენტი

17 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კახეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით იკამათეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილეს ინაუგურაციის დღეს, კახეთში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია და თანმდევი მოვლენები. მომხდარში უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებდა.

სოციალური მედია

17 დეკემბერი 2018, 17:42

ტექნოლოგიები

კვლევა: რუსეთმა აშშ-ის არჩევნებში ჩასარევად ყველა მსხვილი სოცქსელი გამოიყენა

The Washington Post-მა გამოაქვეყნა მოპოვებული დაუსრულებელი დოკუმენტის ნაწილი, რომელშიც YouTube-ი, Tumblr-ი, Instagram-ი, Facebook-ი და Twitter-ი მოხვდა. ლაპარაკია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე. კვლევა ოქსფორდის უნივერიტეტისა და სოციალურ-ანალიტიკური კომპანია Graphika-ს ერთობლივი მუშაობის საფუძველზე ჩატარდა.

გიგა ოთხოზორია

17 დეკემბერი 2018, 17:37

საქართველო

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ოთხოზორიას ოჯახის სარჩელის განხილვაში საქართველოც შეიძლება ჩაერთოს

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოში გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალური სარჩელის განხილვაში შესაძლოა სახელმწიფოც ჩაერთოს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 17:19

ძალოვნები

დავით კირკიტაძე დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე კახეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. დღეს დილით, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მისულები, კირკიტაძემ მაშინ თქვა, რომ ის თავად აპირებდა პოლიციაში მისვლას.

17 დეკემბერი 2018, 17:16

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლებს ფსიქოთერაპევტის დახმარება ურჩიეს

მსახიობ გვენდოლინ კრისტის, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ ბრიენა ტარტის როლს ასრულებს, მიაჩნია, რომ სერიალის ფინალის შემდეგ ფანებს ფსიქოთერაპიის სეანსი დასჭირდაბათ. ამის შესახებ პორტალი E! News-ი წერს.

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 17:11

ეკონომიკა

თბილისის მერი დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულოს თავად წარუდგენს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს ის თბილისის საკრებულოს თავად წარუდგენს. ამის შესახებ მან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ანა დოლიძე

17 დეკემბერი 2018, 17:07

საქართველო

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

17 დეკემბერი 2018, 17:05

ტაბლოიდი

მედია: ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლმა შობის ერთად აღნიშვნაზე უარი თქვეს

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა ნორფოლკის საგრაფოში მდებარე სახლში შობის ტრადიციული არდადეგების გატარებაზე უარი თქვეს.