დასახელდა 15 კომპანია, სადაც დასაქმებულთათვის საუკეთესო გარემო და პირობებია
ფოტო: shutterstock.com
Glassdoor-ის ბოლო შეფასებით, დასახელდა 15 კომპანია, სადაც საუკეთესო გარემო და პირობებია დასაქმებულთათვის. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.
Glassdoor-ის გამოქვეყნებული შეფასებით, მსოფლიოს საუკეთესო 15 კომპანია არის:
1. Zoom Video Communications. მისი რეიტინგი – 4.5-ია. აღმასრულებელი ხელმძღვანელი – ერიკ იუაანი.
დადებითი: აღმასრულებელი დირექტორი ზრუნავს და უსმენს დასაქმებულებს, იქმნება მნიშვნელოვანი პროდუქტი, პროფესიონალური გუნდი და სხვ. უარყოფითზე საუბრისას, ძირითადად აქცენტი მაინც იერარქიაზე კეთდება.
2. Procore Technologies. მისი რეიტინგი – 4.5-ია, აღმასრულებელი ხელმძღვანელი კი კრაიდ ქუღთიმაჟი. დადებითი: სასიამოვნო, განათლებული, წარმატებული ადამიანების წრეში მუშაობა, სხვადასხვა ტიპის სარგებელი და კულტურა. უარყოფითი: ზრდისა და განვითარების პროცესს ბევრი გამოწვევა აქვს.
3. LinkedIn. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია ჯეფ ვაინერი. დადებითი: ჭკვიანი, ნიჭიერი და წარმატებული ლიდერები გუნდში. უარყოფითი: ძალიან დიდი და მძიმე სახის კონკურენცია დასაქმებულებს შორის.
4. Facebook. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი – მარკ ცუკერბერგი. დადებითი: მუშაობისას სხვადასხვა გამოწვევა ზრდის მოტივაციას, რომ თანამშრომლებმა გუნდურად ითამაშონ და მეტად ფოკუსირდნენ სამუშაოზე. უარყოფითი: რთულია ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება. სამსახურს გარეთაც ხშირად არის მუშაობის საჭიროება, იმის მიუხედავად, რომ ამას შეიძლება უფროსი პირდაპირ არ ითხოვდეს თანამშრომლისგან.
5. Google. მისი რეიტინგი – 4.4 ქულაა. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ზუნდარ პიჩაი. დადებითი მხარე: გახსნილობა/ღიაობა, უფასო საკვები, საინტერესო სამუშაო, მიმღებლობა.
უარყოფითი: ხელმომჭირნეობა, როდესაც საუბარია პროექტებზე სხვადასხვა რესურსის მრავლად გამოყენებაზე.
6. Salesforce. მისი რეიტინგი – 4.4 ქულაა. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია მარკ ბინოფი. დადებით მხარე: მხარდაჭერა, მშვიდი და კარგი გარემო. განვითარებისა და სწავლის საშუალება.
უარყოფითი: მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის უნარის ნაკლებობა.
7. HubSpot. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი – ბრაიან ჰელიგანი. დადებითზე საუბრისას დასაქმებულები აღიშნავენ, რომ გრძნობენ შრომის დაფასებას, ზუსტად იციან კომპანიის მისია, იციან, რა უნდათ და რა უნდა გააკეთონ მიზნების მისაღწევად. უარყოფითი: კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან კომპანია დროდადრო იზრდება და ფართოვდება.
8. Docusign. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია დანიელ შპრინგერი. დადებითი მხარე: კარგი სამუშაო, პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის შესაძლებლობა, მხარდაჭერა მენეჯმენტის განყოფილებიდან. უარყოფითი: არ არის ინიციატივები მშობლებისთვის, არ არის განვითარების წინსვლის მაღალი შესაძლებლობა.
9. Ultimate Software – მისი რეიტინგი 4.4 ქულაა. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია სკოტ შერია. დადებითი: კარგი კომპანია, კარგი სარგებელი, დასაქმებულების განწყობაზე ზრუნვა.
უარყოფითი: ცვლილებები ნელა და რთულად ხდება. მმართველებს ხშირად ეშინიათ მიიღონ საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს კი ისევ იქიდან გამომდინარეობს, რომ ლიდერშიფი ზრუნავს დასაქმებულთა განწყობაზე.
10. Paylocity. მისი რეიტინგი 4.4-ია. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტივ ბუშემფია. დადებითი შეფასებების გაკეთებისას თანამშრომლები აღნიშნავენ, თუ რამდენად კარგი პროდუქტი იქმნება და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კარგ სამუშაო გუნდთან თანამშრომლობა. უარყოფით შეფასებაში კი საუბარია კონტროლზე: ყოველი წუთი, გადაცდომა, ყოველი ზარი, ყველაფერი კონტროლდება. ასევე, აზრის გამოთქმას თუ გადაწყვეტენ, იციან, რომ თავად მმართველების ნებართვაა ამისთვის საჭირო.
11. Fast Enterprises. კომპანიის შეფასება 4.4-ია. მისი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი კი მარტინ რენკინია. დადებითი: საინტერესო შესაძლებლობები, მხარდაჭერა, კარგი ანაზღაურება. უარყოფითი: გარემო არ არის მორგებული ოჯახიან, შვილებიან თანამშრომლებზე.
12. SAP. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია ბილ მაკდერმოტია. დადებითზე საუბრისას დასაქმებულები აღნიშნავენ, თუ რამდენად ინკლუზიური, ინოვაციური, საინტერესოა ამ კომპანიაში მუშაობა, თუმცა, ნეგატიური შეფასების დროს აღნიშნავენ, რომ პროექტები ხშირად არასაკმარისად კარგი მენეჯმენტით ხორციელდება, ხშირი და სწრაფი ცვლილებებია და ა.შ
13. Adobe. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია შანტანუ ნარეიენი. დადებითი: მხიარული სამუშაო, კარგი გარემო,მეგობრული დამოკიდებულება. უარყოფითი: გაურკვევლობა, დისტანცია და სხვ.
14. Compass. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია რობერტ რეფკინია.
დასაქმებულები კმაყოფილები არიან მენეჯმენტით, გარემოთი და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობით. უარყოფითზე საუბრისას კი ხაზს უსვამენ ფინანსურ შემოსავლებს.
15. Microsoft-ი. მისი სარეიტინგო ქულა 4.4-ია. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია სატია ნადელა. დადებითზე საუბრისას, დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა არსებობს, ამასთანავე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ჭკვიანი და წარმატებული თანამშრომლები ჰყავთ გუნდში. უარყოფითზე საუბრისას კი ამბობენ, რომ ანაზღაურება არ არის კარგი, იერარქიულია სისტემა და ახლო ურთიერთობები უფროსებთან განსაზღვრავს დასაქმებულთა წარმატებას.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 17:07
მსოფლიო
მედია: მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა
იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:52
მსოფლიო
პესკოვი: პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია
კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სააღდგომო ზავთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:46
რეგიონი
ხულოს მერმა, პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 16:44
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის გენშტაბის ყოფილი უფროსის ტელეფონი გატეხეს
ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის ჰერცი ჰალევის ტელეფონში შეაღწიეს და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:21
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 16:11
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან - პრივატიზებული აქვთ ის ღირებულებები, რომლებსაც ახლაც ებრძვიან და მანამდეც ებრძოდნენ, დასჯადი უნდა გახდეს ის ქმედებები, რაც დღეს რუსთაველზე ვნახეთ
გიორგი გამსახურდია, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი რადიკალების მცირერიცხოვანი ჯგუფის ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს.
09 აპრილი 2026, 16:03
ეკონომიკა
პაატა კოკაია: მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი
საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
09 აპრილი 2026, 16:02
საზოგადოება
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 აპრილი 2026, 16:01
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები
რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
09 აპრილი 2026, 15:59
რეგიონი
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქალაქ ახალციხეში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავი აღნიშნეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:56
მსოფლიო
Reuters: ირანში ომის გამო ნავთობის გაყიდვით მიღებული რუსეთის შემოსავალი აპრილში 9 მილიარდ დოლარამდე გაორმაგდება
ნავთობიდან მიღებული რუსეთის შემოსავლები აპრილში გაორმაგდება და 9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:39
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი
დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
09 აპრილი 2026, 15:25
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:19
რეგიონი
ხაშურში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა შვილებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
09 აპრილი 2026, 15:18
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 15:17
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 15:14
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრევლებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად
9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი - ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
09 აპრილი 2026, 15:08
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, მოთხოვნების შესაბამისად
ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
09 აპრილი 2026, 15:06
პოლიტიკა
მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანმა.


