imedi /  17 დეკემბერი 2018, 22:45 / სანდო წყარო

პრემიერი: არსებული დაკრედიტების სისტემით მოქალაქეების დიდი ნაწილი ისევ შავ სიაში აღარ აღმოჩნდება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ  შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook ლაივში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პრობლემის წინაშე მოქალაქეები დადგნენ 2007 წლის შემდეგ, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პროცენტებზე  ე.წ ზედა ზღვარი მოიხსნა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების განულებით მთავრობა ცდილობს, დაძლიოს ის პრობლემა, რომელიც 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა.

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და დანერგვა. ის წესები, რაც საქართველოში მოქმედებდა, იყო არასამართლიანი და ხშირ შემთხვევაში იყო თაღლითური. ეს გახლავთ სწორეს იმის მიზეზი, რომ თითქმის 600 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ე. წ შავ სიაში, ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა თავისი სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით მოხსნა ე.წ ზედა ზღვარი პროცენტებზე. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ 500-600-700 და 1000%-იანი სესხები. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც გახდა კატალიზატორი იმისა, რომ საქართველოში ჩვენ შეგვექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა და დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვცდილობთ დავძლიოთ ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა 2007 წლის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ უკვე იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ  შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები. ეს არის სწორედ ის რეალური შეფასება, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ იმ სესხებს, რომელიც იყო თავის დროზე გაცემული იმ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით. ჩვენ შევძელით რომ მომავალში დაგვეზღვია ასეთი რისკები, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მაგრამ რა უნდა გვექნა წარსულისთვის? სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო მუშაობა პრობლემური ვალების განულებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. 

10 ნოემბერს სპეციალური ვებვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

19 ივნისი 2026, 16:03

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი

ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება.პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი,- წერს პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ჯორჯია მელონი

19 ივნისი 2026, 15:50

მსოფლიო

Reuters: მელონი ტრამპის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, თითქოს ის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მას სურათის გადაღებას „ეხვეწებოდა“

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის შესახებ გამოგონილი ისტორიის გავრცელებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

19 ივნისი 2026, 15:49

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: „თბილისის ურბანული ტყე“ დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტია, რომლისთვისაც მინდა ფონდ „ქართუ“-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“

„ჩვენი დედაქალაქი როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგრადობას გაზრდის“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და ფონდი „ქართუ“-ს მიერ დაფინანსებულ პროექტზე „თბილისის ურბანული ტყე“ ისაუბრა.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:45

პოლიტიკა

კახა კალაძე მაიკლ ო’ფლაერტის რეკომენდაციებზე: სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. შეიძლება აქცია ჩაატარონ, პროტესტი გამოხატონ, დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის. ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის მემორანდუმში ასახული რეკომენდაციების კომენტირებისას.

19 ივნისი 2026, 15:45

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

19 ივნისი 2026, 15:44

საზოგადოება

იოანე პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება?

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ოპოზიციას რომ ვუსმენდეთ, სააკაშვილი უკვე რვაჯერ უნდა გვყავდეს დაკრძალული. სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს

სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

19 ივნისი 2026, 15:39

თავდაცვა

„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ამას დავარქმევდი „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინებას“

„ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის „ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას". როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს", - აღნიშნა კირცხალიამ.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:36

პოლიტიკა

კახა კალაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს აგენტი

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე

19 ივნისი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებაზე: „არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა

„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ის უდანაშაულოა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

19 ივნისი 2026, 15:28

მსოფლიო

ტრამპი: მელონი მეხვეწებოდა, სურათი გადამეღო მასთან, შემეცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სურათის გადაღებას სთხოვდა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: თეა წულუკიანმა ძალიან მოკლე, ისტორიულ-ბიოგრაფიული ექსკურსი ჩაუტარა ზურაბიშვილების „გულანთებულ პატრიოტ“ ოჯახს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც თეა წულუკიანის მიერ სალომე ზურაბიშვილის თაობაზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხებოდა. კერძოდ, ჟურნაისტი დაინტერესდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა, მაშინ იცოდნენ თუ არა ზურაბიშვილის წინაპრების ქმედებების შესახებ და თუ იცოდნენ, რატომ დაუჭირა მხარი მას ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა

მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ, ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ მედიასთან

ირაკლი კირცხალია

19 ივნისი 2026, 15:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ევროკომისრის მხრიდან კრიტიკასა და კანონების გაუქმების მოთხოვნაზე: ისინი ვერ შემოდიან ობიექტურ დისკუსიაში და მათგან მხოლოდ მასკარადსა და პიარ შოუს ვხედავთ, რომელიც გაცვდა - ასეთივე გაცვეთილია ეს შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.