imedi /  05 იანვარი 2019, 19:20 / სანდო წყარო

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია

Forbes-მა სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, ის 10 ადგილი დაასახელა, სადაც 2019 წელს საცხოვრებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი.

რეიტინგში პირველ ადგილს პანამა იკავებს, - აქ ცხოვრების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობ კონკრეტულად. შესაძლოა, ორ ადამიანს ერთი თვე ამ ქვეყანაში ცხოვრება 1765 დოლარიდან 2890 დოლარამდე დაუჯდეს. ქვეყანაში ყოველდღიური ხარჯებიც მინიმალურია, ასევე დაბალია ფასები ჯანდაცვაზეც. 

მეორე ადგილზეა კოსტა-რიკა, სადაც თვიური ბიუჯეტი ორ ადამიანზე 1585 ამერიკული დოლარიდან 2960 ამერიკულ დოლარამდე ჯდება. მესამეზე მექსიკა გავიდა, სადაც ერთი თვე ცხოვრება 1500 ამერიკული დოლარიდან 2250 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. 

ქვეყნების ათეული, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია, შემდეგია: პანამა, კოსტა-რიკა, მექსიკა, ეკვადორი, მალაიზია, კოლუმბია, პორტუგალია, პერუ, ტაილანდი, ესპანეთი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ნიაგარა

23 იანვარი 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ-სა და კანადაში ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა

„წყალი იყინებოდა ჰაერში“, „დილა მშვიდობისა, ულამაზესი სანახაობაა“, ჩანჩქერი გაიყინა და არნახული ფოტოები გადავიღეთ“- ასეთი კომენტარები ახლავს კადრებს, სოციალურ ქსელში, რომლებიც მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ ატვირთეს.

წითელას აცრა

23 იანვარი 2019, 10:18

საქართველო

პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ.

დროშები

23 იანვარი 2019, 10:16

მსოფლიო

სირია ისრაელს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვით ემუქრება

გაეროში სირიის ელჩის, ბაშარ ალ ჯაფარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი სირიის ტერიტორიის დაბომბვას არ შეწყვეტს, დამასკო გამოიყენებს ყველა კანონიერ უფლებას დაიცვას თავი და პასუხი გასცეს ისრაელის იერიშს.

კრის ბრაუნი

23 იანვარი 2019, 10:09

მსოფლიო

გაუპატიურებაში ბრალდებული კრის ბრაუნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბრაუნი გასული წლის ივლისშიც დააკავეს. მაშინ მიზეზი ფოტოგრაფის ცემა იყო. 2009 წელს კი სასამართლომ მას რიანაზე ფიზიკური ძალადობისთვისთვის 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

აქცია

23 იანვარი 2019, 09:57

მსოფლიო

ვენესუელაში აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქტივისტებმა ბარიკადებიც აღმართეს.

მამუკა ბახტაძე

23 იანვარი 2019, 09:49

საქართველო

მამუკა ბახტაძემ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა

"გვინდა ხელი შევუწყოთ მზარდ სავაჭრო ტვირთბრუნვას აზიასა და ევროპას შორის. ამ მიზეზით ვახორციელებთ დიდი მოცულობის ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში და ძალიან მახარებს დავოსში იმის ნახვა, რომ სულ უფრო მეტი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში კაპიტალდაბანდებით, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დროშები

23 იანვარი 2019, 09:44

მსოფლიო

გერმანიამ შესაძლოა ლიბიის ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობაზე უარი თქვას

ამავე ცნობით, ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამხედრო საზღვაო ოპერაცია „სოფიას“ ფარგლებში გერმანია ახალ გემს აღარ გაგზავნის. ფრეგატი „აუგსბურგი“ ლიბიის სანაპიროსთან თებერვლამდე გაჩერდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში დააბრუნებენ.

პოლიცია

23 იანვარი 2019, 09:35

მსოფლიო

მექსიკა მკვლელობების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენია

მხოლოდ 2018 წელს ქვეყანაში 33 341 მკვლელობა მოხდა. 2017 წელს ეს მაჩვენებლი 28 866 იყო. მკვლელობათა უმრავლესობა სასტიკი მეთოდების გამოყენებითაა ჩადენილი და ძირითადად ნარკოკარტელებს უკავშირდება.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

23 იანვარი 2019, 09:21

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა ბავშვის ოთახის მოსაწყობად დიზაინერი დაიქირავა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ საერთო შვილს აპრილში ელოდებიან. პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, სახლის პირობებში მშობიარობის საკითხსაც განიხილავს.

სამხედრო

23 იანვარი 2019, 09:11

მსოფლიო

ზიმბაბვეს არმიას დემონსტრანტების წამებაში ადანაშაულებენ

საპროტესტო აქციები ზიმბაბვეში მას შემდეგ დაიწყო, რაც საწვავის ფასი 2-ჯერ გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, ბენზინზე $1.24-დან ლიტრზე ფასმა $3.31-მდე, ხოლო დიზელზე $1.36-დან $3.11-მდე მოიმატა.

23 იანვარი 2019, 09:06

კულტურა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრში რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა. ის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

ფლოიდ მეივეზერი

23 იანვარი 2019, 09:00

სპორტი

ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელი მენი პაკიაოს გამოწვევა არ მიიღო

"მას არ აქვს მოტივაცია, აღარ გააჩნია ბრძოლის სურვილი. ის უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობს, მოგზაურობს, მართავს თავის ბიზნესს და ხარჯავს მძიმე შრომით ნაშოვნ ფულს. თებერვალში ფლოიდი 42 წლის გახდება და მას კრივი აღარ უნდა“, - განაცხადა მეივეზერის წარმომადგენელმა ლეონარდ ელერბიმ.

წყალი

23 იანვარი 2019, 08:49

ეკონომიკა

ნატახტარში მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია გაიყიდა

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ადგილზე ქარხანა ააშენოს, რომელშიც სულ მცირე 14.5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება. ლიცენზია კი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას კომპანიამ იყიდა.

ბაშარ ალ-ასადი

23 იანვარი 2019, 08:40

მსოფლიო

ასადმა სირიაში ევროკავშირის დიპლომატების ვიზიტები შეზღუდა

ამავე ცნობით, სირიის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დამასკოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა გართულდება. სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში, ევროკავშირმა ქვეყნის შიგნით ჰუმანიტარული დახმარებაში 800 მილიონი ევრო დახარჯა.

დროშები

23 იანვარი 2019, 08:33

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საფრთხედ რუსეთის ინტერესებს ასახელებს

ახალი სტრატეგიის წარდგენინსას, დენიელ ქოუთსმა აღნიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკის პარალელურად შემაშფოთებელია ჩინეთის გეგმებიც. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა მთავარ გამოწვევად დაასახელა კოსმოსის სფეროში კონკურენცია, გამალებული შეიარაღება და გახშირებული კიბერთავდასხმები.

ვეს მიტჩელი

23 იანვარი 2019, 08:26

მსოფლიო

ვეს მიტჩელი თანამდებობას ტოვებს

ამავე ცნობით, დიპლომატმა გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება დაასახელა. 4 იანვრით დათარიღებულ წერილში მიტჩელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ პროტესტს არ გამოთქვამს.

შინზო აბე და ვლადიმერ პუტინი

23 იანვარი 2019, 08:21

მსოფლიო

მოსკოვში პუტინისა და იაპონიის პრემიერის შეხვედრა დასრულდა

აუდიენციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იაპონელ კოლეგასთან დისკუსია გულწრფელი და აზრიანი იყო. ამ კომენტარის მიუხედავად, მხარეებს კონკრეტულ შეთანხმებაზე ან დეტალებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ნატო

23 იანვარი 2019, 08:15

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნატოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

კანონპროექტის მიხედვით, თეთრი სახლის ლიდერს ნატოს დატოვებაზე გადაწყვეტილების უფლება არ ექნება. დოკუმენტს მხარი 357- მა დეპუტატმა დაუჭირა. ნატოს მხარდამჭერი კანონპროექტი კონგრესში განსახილველად დემოკრატმა ჯიმ პანეტამ შეიტანა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 იანვარი 2019, 08:12

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

პრეზიდენტების პრესსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრისას, ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიაში არსებული ვითარება იქნება. გარდა ამისა, პუტინი და ერდოღანი განიხილავენ თურქეთს მთავრობის იმ გეგმას, რომლის თანახმადაც ანკარას ქურთული გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყება სურს.

მიწისძვრა

23 იანვარი 2019, 08:08

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

ამავე ცნობით, ეპიცენტრი თურქეთის კურორტ მარმარისიდან 23 კილომეტრის, ხოლო საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან 45 კილომეტრის დაშორებით იყო. ნგრევასა და დაშავებულებზე ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.