imedi /  10 იანვარი 2019, 13:53 / სანდო წყარო

„საქართველოს ბანკის“ ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება

არჩილ გაჩეჩილაძე

არჩილ გაჩეჩილაძე

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით,  ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება. გაჩეჩილაძე "საქართველოს ბანკის" ჯგუფს 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს, გაჩეჩილაძე იქნება ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ბანკის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტარტეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში არაერთი მიმართულებით ზრდის შესახებ. ის არის ძლიერი ბიზნეს ლიდერი და მას შესწევს უნარი საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი კორპორაციული ცვლილებების შემდეგ განვითარების ახალეტაპზე გადაიყვანოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნილ ჯანინმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. საქართველოს ბანკი არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ბანკის ინფორმაციით, არჩილ გაჩეჩილაძეს დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში.

ყველა სიახლე

ნაკრები

25 მარტი 2019, 09:19

სპორტი

შვიდკაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

„ბორჯღალოსნები“ ტურნირის ფინალში სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 19:14 დაამარცხეს. საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრანპრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 09:09

მსოფლიო

ტრამპი: არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, დასრულდა და სრული თავისუფლებაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგებს ეხმიანება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს."არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, დასრულდა და სრული თავისუფლებაა. ახლა ამერიკას დავუბრუნოთ ძველის დიდება", - წერს ტრამპი.

სამების საკათედრო ტაძარი

25 მარტი 2019, 09:07

საქართველო

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

საქართველოს პარლამენტი

25 მარტი 2019, 08:59

საქართველო

პარლამენტი ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს წარადგენს

ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე პარლამენტის წევრებმა გაგზავნეს 225 სადეპუტატო კითხვა; 21 მიმართულებით ამუშავდა კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი; შემუშავდა 15 კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა; დეპუტატებმა 3-ჯერ გამოიყენეს ინტერპელაციის წესი; პარლამენტმა 10-ჯერ მოუსმინა მინისტრებს; დაიწყო 6 თემატური მოკვლევა.

25 მარტი 2019, 08:49

საქართველო

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს შესაძლოა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭონ

ბიუროს სხდომაზე დღეს მთის კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებთათვის საშეღავათო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

25 მარტი 2019, 08:48

მსოფლიო

სერბეთი ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს

ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი სერბეთისთვის ერთადერთი არჩევანია. ამ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება არც სერბ ხალხს სურს.

ჯარი

25 მარტი 2019, 08:41

საქართველო

პროფსასწავლებლების სტუდენტებს შესაძლოა ჯარში წასვლა გადაუვადდეთ

ცვლილების ინიციატორი „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანია. ცვლილების თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გადაუვადდეთ.

25 მარტი 2019, 08:34

ეკონომიკა

იტალია ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ ახალ პროექტს შეუერთდა

ორი ქვეყნის მხარდაჭერილი გეგმა ნავსადგურების, ხიდების და ელექტროსადგურების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ქსელი, ჩინეთს აფრიკასთან, ევროპასთან და სხვა ადგილებთან დააკავშირებს.

დროშები

25 მარტი 2019, 08:26

მსოფლიო

ბრიტანეთში Brexit-ის გაუქმების მომხრეთა რიცხვი იზრდება

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პეტიციას პარლამენტში იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ დოკუმენტს ხელს 100 ათასი ადამიანი მოაწერს. პეტიციის გარდა, Brexit-ის წინააღმდეგ იმართება აქციებიც. ერთ -ერთი ასეთი აქცია ლონდონის ცენტრში 2 დღის წინ გაიმართა. მანიფესტაციაში მონაწილეობას მილიონი ადამიანი იღებდა.

იერუსალიმი

25 მარტი 2019, 08:17

მსოფლიო

რუმინეთის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანენ

ვიორიკა დენჩილეს თქმით, ისრაელსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გასამტკიცებლად ის ყველაფერს გააკეთებს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით რუმინეთის მთავრობაში სრული თანხმობაა.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 08:12

საქართველო

სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

დღეს დაგეგმილია ასევე იენს სტოლტენბერგის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრებიც. ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ ეწვევა.

სასამართლო

25 მარტი 2019, 08:07

ძალოვნები

სმითების მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მარტი 2019, 01:11

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალში პირველად გავიდა

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 17-ე პოზიციაზე გადავიდა. რაც ქართველის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. მაიამის მასტერზე ნიკოლოზი კარიერაში პირველად მოხვდა 1/8 ფინალურ სტადიაზე. მისი მეტოქე ჰურკაჩსა და ოჟე-ალიასიმს

სირია

25 მარტი 2019, 01:09

მსოფლიო

როგორ ცხოვრობენ სირიელი დევნილები ზაატარის ლტოლვილთა ბანაკში. ფოტოკოლაჟი

მათი ყოველთვიური დახმარება 23 იორდანული დინარია, დაახლოებით 32 დოლარი სულზე. თუმცა ამ თანხას ლტოლვილები მხოლოდ ვაუჩერით ანაღდებენ, პროდუქტის მაღაზიებში. თანხა სპეციალურ ბარათებზე მხოლოდ იმ ლტოლვილებს ერიცხებათ, ვინც ბანაკის გარეთ ცხოვრობს.

კობა დავითაშვილი

25 მარტი 2019, 00:39

საქართველო

დავითაშვილი: იმიტომ მოვდივარ პოლიტიკაში რომ ნაციონალები განსასჯელის სკამზე დავსვა

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მთაწმინდის მაჟორიტარად აპირებს კენჭის ყრას. როგორც ის აცხადებს, დღეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს. მისი განცხადებით, დღეს საზოგადოებაში არის მოთხოვნა რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 00:03

მსოფლიო

ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგები ცნობილია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შეთქმულება არ დადასტურდა.

24 მარტი 2019, 23:47

კულტურა

ელტონ ჯონზე გადაღებულ ფილმ Rocketman-ს 17 წლამდე მოზარდები ვერ ნახავენ

ამის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ფილმში სექსის და ნარკოტიკების მოხმარების სცენებია. კინოსტუდია, რომელიც ელტონ ჯონის ბიოგრაფიის მიხედვით "ადამიანი რაკეტა" შექმნა რეჟისორ დექსტერ ფლეტჩერს, ფილმის არასრულწლოვან მაყურებელზე მორგებას და უცენზურო სცენების ამოღებას

დაჭრა

24 მარტი 2019, 23:45

ძალოვნები

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

ხაშურში 31 წლის ქალს ქმარმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობს. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1986 წელს დაბადებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

კიანუ რივზი

24 მარტი 2019, 23:37

კულტურა

Lionsgate-მა „ჯონ ვიკის 3“-ის ტრეილერი გამოაქვეყნა რომელშიც კიანუ რივზი არავის კლავს

სტუდია Lionsgate-მა ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის "ჯონ ვიკი 3"-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც ძალადობის არცერთი სცენა არ არის. ეს კი იმის გამო, რომ ტრეილერი ამერიკის შეერთებული შტატების დღესასწაულს - ლეკვების დღეს მიეძღვნა. ლეკვების დღე აშშ-ში ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

ტექნო მუსიკა

24 მარტი 2019, 23:10

კულტურა

გერმანიაში ტექნომუსიკის წვეულება 11-ვაგონიან მატარებელში გაიმართა

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ეჭვგარეშეა, რომ გერმანია მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ქვეყანაა განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ტექნო კლუბებს ეხება. 23 მარტს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში საკლუბო სცენები მატარებელში მოეწყო. მატარებელმა გაიარა ბავარია, ჩავიდა მიუნხენში, თუმცა გაუჩერებლად დაბრუნდა უკან ნიურნბერგში.