imedi /  27 იანვარი 2019, 18:07 / სანდო წყარო

სოცმედიის ვარსკვლავებს სარეკლამო პოსტების მარკირება მოუწევთ

რეკლამა

ზოელა, რიტა ორა
როზი ჰანტინგტონ-უაითლი
ჯიმ ჩეპმანი

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ (კონკურენციისა და ბაზრის მართვის დეპარტამენტმა CMA) ბრიტანელი ბლოგერები და პოპ-ვარსკვლავები აიძულა, რომ მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს სარეკლამო შტაპმი გაუკეთონ. კანონის თანახმად, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე პატიმრობით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მას შემდეგ რაც CMA-მ სოციალური ქსელის სულ ცოტა 16 ვარსკვლავი გააფრთხილა, მათ შორის მომღერლები ელი გოლდინგი და რიტა ორა, მოდელი როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ალექსა ჩანგი, ასევე ვლოგერი ზოელა, ისინი მათ მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული სარეკლამო პოსტების რედაქტირებას დათანხმდნენ.

ახლა ცნობილ ადამიანებს მოუწევთ ზუსტად მიუთითონ, გადაუხადა თუ არა მათ ფული, ან აჩუქა თუ არა მათ რამე სარეკლამო დამკვეთმა გამოქვეყნებული პოსტის სანაცვლოდ. 

მარეგულირებელ ორგანოს მიაჩნია, რომ ცნობილი ადამიანების მიერ გამოქვეყნებული პოსტებით ესა თუ ის ბრენდი მოგებას ნახულობს და ცნობადობას ზრდის. თუ სელებრითები მარეგულირებლის ახალ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, არ არის გამორიცხული, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს, რაც შესაძლოა დიდი ოდენობით ჯარიმით ან ორწლიანი პატიმრობით დასრულდეს.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2021, 00:22