Imedi /  06 თებერვალი 2019, 18:49 / სანდო წყარო

Quadriga-ს დამფუძნებლის გარდაცვალების გამო $140 მილიონი გაიყინა

კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტების კანადურ ბირჟას თავისი კანადური დამფუძნებლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ $140 მილიონის რაოდენობის ციფრულ ვალუტაზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამის შესახებ BBC წერს

Quadriga-ს დამფუძნებელი 30 წლის ასაკში დეკემბერში გარდაიცვალა. ირკვევა, რომ სწორედ ჯერალდ კოტენი იყო უფლებამოსილი თანხის განკარგვაზე. 

გარდაცვლილის ქვრივი ირწმუნება, რომ კომპიუტერი, რომლითაც სისტემა იმართებოდა დაშიფრულია და მისი პაროლი არავინ იცის. 

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოხმარებელთა წინაშე კომპანიის ვალდებულება დაახლოებით $137 მილიონია.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ლევან რატიანი: არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება

არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, დამძიმების მიზეზს ამ შემთხვევაში წარმოადგენს თვითონ ორგანიზმი , – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი, ვინც სოციალურ დისტანციას არ დაიცავს.

ჰარვი ვაინშტეინი

10 აპრილი 2020, 12:50

COVID19

ციხეში მყოფი ჰარვი ვაინშტეინი კორონავირუსისგან განიკურნა

ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, რომელსაც სექსუალურ ძალადობისა და შევიწროებისთვის 23-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, კორონავირუსისგან განიკურნა. როგორ Fox News-ი მის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, 68 წლის ვაინტეინი სამედიცინო იზოლატორიდან უკვე გაწერეს. მას ვირუსი მარტის ბოლოს დაუდგინა.

10 აპრილი 2020, 12:47

COVID19

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია: აღდგომას საფლავების მონახულებაზე უარის თქმა არც ცოდვა და არც გარდაცვლილთა ხსოვნის ღალატია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ გონივრული უწოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა.

პატრული

10 აპრილი 2020, 12:45

COVID19

ქვეყანაში კარანტინის გამკაცრების შემდეგ ხშირად პატრულის ესკორტი მშობიარეებს სამშობიარომდე აცილებს

მცხეთა-თბილისის გამშვებ პუნქტთან, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ორსული ქალბატონი თბილისში გადაჰყავდა, საბურავი დაუზიანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად მძღოლს საბურავის გამოცვლაში ეხმარებოდნენ, თუმცა ვიდრე ადგილზე მეორე სასწრაფო მანქანა მივიდოდა, საჭირო გახდა ქალის საპატრულო პოლიციის მანქანით კლინიკაში გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საკარანტინო პირობები გამკაცრდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრულის ესკორტი მშობიარე ქალებს სამშობიარომდე აცილებს.

10 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ავთანდილ თალაკვაძე: გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია

„ახალი სამუშაო დღე. როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩვენი იმედი აქვს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ თავის facebook გვერდზე დაწერა.

კალიფორნიის პოლიცია

10 აპრილი 2020, 12:42

COVID19

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კალიფორნიელი კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის განყოფილების Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. კაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს ფასების ხელოვნურად ზრდას ედავებიან, სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია.

10 აპრილი 2020, 12:42

COVID19

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შიდა ქართლში 7 ადამიანი დააჯარიმეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევისთვის, შიდა ქართლში, 7 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ისინი ძირითადად 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. გორის მასშტაბით ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პირველადი თერმოსკრინინგი გუშინ 7,000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

10 აპრილი 2020, 12:36

COVID19

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა სპეცრეისით სომხეთიდან საქართველოს 2 მოქალაქე ჩამოიყვანა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დააბრუნა.

10 აპრილი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 აპრილის მონაცემებით, რუსეთის 57 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჯამში, ქვეყნის 82 რეგიონში ინფიცირების 11 917 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 76 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 12:27

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორი პაციენტის კოვიდინფექციაზე ტესტირების პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებენ.

10 აპრილი 2020, 12:19

COVID19

აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ისინი უხანში კორონავირუსის შესახებ თეთრ სახლს ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ

აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრი უარყოფს ტელეკომპანია ABC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდებოდა.

10 აპრილი 2020, 12:11

COVID19

აჭარაში დაინფიცირებული ბებია და შვილიშვილი თბილისში გადმოჰყავთ

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზრდა. აქედან ექვსი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი თურქეთიდან გადმოიყვანეს. ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ის ბებიასთან ერთად, რომელსაც ასევე კორონავირუსი აქვს, თბილისში გადმოყავთ. ახალი შემთხვევებიდან 70 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, აქვს სხვა თანხმები დაავადებებიც.

კორონა

10 აპრილი 2020, 12:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ნელი ხიზანიშვილი

10 აპრილი 2020, 12:05

COVID19

კახეთში 18 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთიდან აღებულმა 18 მოქალაქის ანალიზმა ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაადასტურა. ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, გრძელდება როგორც საკარანტინო ზონიდან, ასევე ე.წ. ცხელების ცენტრებიდან მოქალაქეეებისგან ნიმუშების აღებდა. რეგიონის 11 საკარანტინო ზონაში 416 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციში 3 ადამიანი რჩება, ხოლო ბოლო 24-საათში სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა 7-ს.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 11:53

COVID19

მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება და იგი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებს.

10 აპრილი 2020, 11:49

COVID19

იემენში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

იემენში, ჰადრამუტის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გაერო და უფლედამაცმველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ პანდემიამ ქვეყნისთვის შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოუტანოს.

10 აპრილი 2020, 11:38

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა

ნინო ნიჟარაძის თქმით, ეს პირები ბათუმში მდებარე კლინიკა „მედალფალში“ უკვე გადმოჰყავთ. „გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში 8 ადამიანს აუღეს და 6 შემთხვევა დადასტურდა“- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დავით ვასაძე

10 აპრილი 2020, 11:35

COVID19

მეან-გინეკოლოგი: ორსულთა მონიტორინგი კარდიოტოპოგრაფიის მეშვეობით ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი

ორსულთა მონიტორინგი კარდიოტოპოგრაფიის მეშვეობით ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ მეან-გინეკოლოგმა და რადიოლოგმა დავით ვასაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორსულობის მართვა დისტანციურად. სახლიდან გაუსვლელად, ამ აპარატის მეშვეობითაა შესაძლებელი. ონლაინ რეჟიმში კი ექიმს შეუძლია ორსულის მგომარეობა აკონტროლოს.

მელანია ტრამპი

10 აპრილი 2020, 11:33

COVID19

ამერიკის პირველი ლედი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ხალხს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. ვიდეო

მელანია ტრამპმა საკუთარ twitter-ზე სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია ერთმანეთისგან და პირბადეები გამოიყენონ. მელანია პირველია ტრამპების ოჯახიდან, ვინც სახალხოდ გამოიყენა პირბადე და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. როგორც მელანიამ აღნიშნა, პირბადეების გამოყენება საჭიროა სახალხო თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მარკეტები და აფთიაქები. ამის მიუხედავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პირბადის ტარებას, რადგან მისი აზრით ეს არაპრეზიდენტულია.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

10 აპრილი 2020, 11:31

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 49 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„49 სინჯი იქნა გუშინ გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, ყველა პასუხი უარყოფითია. ამჟამად ხდება პაციენტების დისლოკაცია, შესაბამისი სტაციონარების მიხედვით. ეს პაციენტები გაეწერებიან და ახლები იქნება მიღებული. შესაბამისად, სხვებს ავუღებთ ანალიზებს“, – განაცხადა ბექაიამ.