imedi /  08 თებერვალი 2019, 18:34 / სანდო წყარო

სუნელები და სანელებლები ზუგდიდის ქუჩებში აღარ გაიყიდება

სუნელები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის პროცესს სპეციალური წესი დაარეგულირებს, რომელიც პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს. 

დადგენილების თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ ყვავილებით, ჟურნალ-გაზეთებით, წიგნებით, ნახატებით, სუვენირებითა და სხვა ხელნაკეთი ნივთებით.  ხილ-ბოსტნეული შესაძლოა განთავსდეს მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე. კვების პროდუქტების, გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, წყლების და ნაყინის გაყიდვა კი შესაძლებელია სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან.

მუნიციპალიტეტის ამ დადგენილებაში განსაკუთრებული აქცენტი სუნელებითა და სანელებლებით გარევაჭრობის აკრძალვაზე კეთდება.

ყველა სიახლე

ანდრეა პოლაკი

19 მარტი 2019, 16:54

სპორტი

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოცურავე ანდრეა პოლაკი

სახელგანთქმული მოცურავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. პოლაკის ოლიმპიური ტრიუმფი ორჯერ 1976 წლის, ხოლო ერთხელ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე შედგა. მაშინ სპორტსმენი აღმოსავლეთ გერმანიის სახელით ასპარეზობდა. ანდრეა პოლაკი იმ სპორტსმენთა რიცხვში იყო,

სმარტფონები

19 მარტი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 20 საუკეთესო სმარტფონი დასახელდა

TOP 20-ში მობილურმა ტელეფონებმა ადგილი არა მათი სიძვირის, არამედ გაჯეტის ტექნიკური მახასიათებლების ფასთან შესაბამისობის მიხედვით დაიკავეს. მაგალითისთვის საუკეთესო სამეულში მოხვდა Apple-ის და Samsung-ის უახლესი მოდელები.

ნიდერლანდები ტერაქტი

19 მარტი 2019, 16:39

მსოფლიო

ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ დანაშაულის მოტივი დაადგინა. სამართალდამაცავი ორგანოების განცხადებით, ავტომობილის სალონში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივს ამტკიცებს.

კაილი მესსი

19 მარტი 2019, 16:34

ტაბლოიდი

კაილი მესსის მოზარდისთვის ეროტიკული შინაარსის ფოტოს და შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობს და რეპერ კაილი მესსის, რომელიც ცნობილია სერიალებით „გოტემი“ და „პრაქტიკა“ 13 წლის მოზარდისთვის გულახდილი ფოტოების და სექსუალური შინაარსის შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 16:21

მსოფლიო

ჩინეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლინფენის ოლქში მდებარე სოფელ ცზაოლინში მოხდა. მეწყერმა ორი შენობა გაანადგურა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

19 მარტი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

რობოტი-ძაღლი, რომელიც ნამდვილი ლაბრადორივით იქცევა

კომპანია Tombot-მა ახალი რობოტი-ლეკვი შექმნა, რომელიც გამოიყურება და იქცევა როგორც ნამდვილი ლაბრადორი. რობოტი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.

სესილია მალმსტრომი
მამუკა ბახტაძე

19 მარტი 2019, 16:04

ეკონომიკა

სესილია მალმსტრომი: გვსურს ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდოს

„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ჯერალდ კონოლი

19 მარტი 2019, 16:02

საქართველო

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლზე.

19 მარტი 2019, 15:59

ტაბლოიდი

რეპერი Lil Wayne-ი Vetements-ის ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა

გასული წლის 1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა.

19 მარტი 2019, 15:46

ტექნოლოგიები

საფრანგეთში ოთხბორბლიანი მფრინავი მოტოციკლი გამოსცადეს

ფრანგული ავტომობილების კომპანია Lazareth Auto-Moto-მ მფრინავი მოტოციკლის ვიდეო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელსაც ტურბორეაქტიული ძრავა აქვს თითოეულ ბორბალში, ვერტიკალურად იწევა ცისკენ.

ევროკომისია

19 მარტი 2019, 15:45

მსოფლიო

ბრიუსელში ევროკომისიის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის შენობიდან 40-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ირკვევა, რომ სატელეფონო შეტყობინება ევროკომისიის შენობასთან ახლოს მდებარე კომპანიამ მიიღო. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კინოლოგები მუშაობენ.

19 მარტი 2019, 15:20

საქართველო

ოკუპირებული ცხინვალიდან აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს

2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) სამარხები გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია მოახდინა. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

პრეზიდენტი

19 მარტი 2019, 14:59

საქართველო

პრეზიდენტი ოკუპაციის საკითხზე პოლიტიკური დიალოგისთვის ახალ ფორმატს შექმნის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენონ.

ზვიად კვაჭანტირაძე

19 მარტი 2019, 14:55

საქართველო

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ შეძლო

კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაყენებისთვის კი 76 ხმა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან.

19 მარტი 2019, 14:48

საქართველო

თემქაზე აფეთქება მოხდა. ფოტო

თემქაზე აფეთქება მოხდა. მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. აფეთქება თემქის მესამე მიკრორაიონის მეხუთე კვარტალში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა.

ცუნეკადზუ ტაკედა
იაოინიის ოლიმპიური კომიტეტი

19 მარტი 2019, 14:46

სპორტი

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ცუნეკადზუ ტაკედა თანამდებობას სკანდალის ფონზე ტოვებს. მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების შეფასებით, ცუნეკადზუ ტაკედას დანაშაულებრივი ქმედების გამო, იაპონიამ ოლიმპიადა 2020-ის ჩატარების უფლება მიიღო.

პრემიერი

19 მარტი 2019, 14:35

ეკონომიკა

პრემიერისა და მალმსტრომის შეხვედრაზე ბიზნესგარემოს რეფორმა დადებითად შეფასდა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

19 მარტი 2019, 14:32

კულტურა

ცნობილია ვინ იმღერებს 2019 წლის Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე 🎵

Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai.

ოსლო თავდასხმა

19 მარტი 2019, 14:28

მსოფლიო

ნორვეგიაში სკოლას თავს დაესხნენ. არიან დაშავებულები

ნორვეგიაში დანით შეიარაღებული ადამიანი სკოლაში შეიჭრა და 4 ადამიანი დაჭრა. დაშავებულთა შორის 1 მასწავლებელი და სკოლის 3 თანამშრომელია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

19 მარტი 2019, 14:24

ტექნოლოგიები

კვლევა: ადამიანი 30 წლამდე ზრდასრული არ არის

20 წლის ასაკში ხშირად გესმოდათ ფრაზა - „გაიზარდე!“. ცნობილი გახდა ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ იქცევით „დიდობაში ბავშვურად“. მეცნიერების აზრით, ადამიანები არ ხდებიან სრულყოფილად „ზრდასრულები“, სანამ 30 წლის ასაკს არ მიაღწევენ. ამჟამად მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ადამიანი მიიჩნევა ზრდასრულად მას შემდეგ, რაც ის 18 წელს მიაღწევს.