imedi /  25 თებერვალი 2019, 19:08 / სანდო წყარო

გიორგი ქობულიამ მეწარმეებს სამინისტროს კომპლექსური პროგრამა გააცნო

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

„ღია დიალოგი ბიზნესთან“ - ეს არის ძალიან სასარგებლო პლატფორმა, სადაც გულახდილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბიზნესს მიაჩნია მნიშვნელოვნად და ასეთი საკითხების სწრაფად გადასაჭრელად ესაჭიროება მთავრობის მხარდაჭერა“- ეს განცხადება გიორგი ქობულიამ ბიზნესფორუმზე გააკეთა, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტს სახელწოდებით „ღია დიალოგი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქობულიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. პროგრამა მოიცავს სამ მნიშვნელოვან მიმართულებას, ესენია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის, პროფესიული განათლება და სახელმწიფო ქონების მიზნობრივი გასხვისება.

მინისტრის შეფასებით,  სამივე მიმართულება ძალიან დიდ როლს შეასრულებს როგორც ბიზნესის წახალისების, ისე სამეწარმეო და ბიზნესკულტურის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

„თქვენ იცით, რომ დღეს ბიზნესის ფინანსებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რისთვისაც მთავრობას აქვს როგორც საგრანტო, ასევე პროცენტების დაფინანსების  პროგრამები. მათ აპრილიდან დაემატება მესამე მიმართულება - ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მთავრობის თავდებით, როდესაც კომპანიებს არ გააჩნიათ კრედიტის უზრუნველყოფისთვის საკმარისი რესურსი. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი და ასე შემდეგ“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მეორე მიმართულება, რაზეც მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა, არის პროფესიული გადამზადების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

„უკვე იქმნება ინფრასტრუქტურა, რომ წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანის გადამზადება განვახორციელოთ და თქვენ გქონდეთ თქვენს საწარმოებში მეტი პროფესიული კადრის მოზიდვისა და დასაქმების შესაძლებლობა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად განმარტა კომპლექსური პროგრამის მესამე კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიზნობრივ გასხვისებას გულისხმობს.

„სახელმწიფოს აქვს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება და ის უნდა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ ვქმნით მთელ რიგ მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატია და ბიზნესისთვის საინტერესო ქონების საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწრაფად. შედეგი, რაც აქედან უნდა მივიღოთ, არ არის მხოლოდ ბიუჯეტის შევსება, ჩვენ გვსურს, რომ ქონება ჩართული იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში“ - განაცხადა ქობულიამ.

ფორუმზე, რომელსაც 200-მდე მეწარმე ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და იმსჯელეს ბიზნესის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე. მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მთავრობის წარმომადგენლებისთვის უშუალო დიალოგის ფორმატში მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებსა და მთავრობის გეგმებზე.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2026, 21:48

საზოგადოება

დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.

11 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.

11 აგვისტო 2026, 21:27

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

11 აგვისტო 2026, 21:17

სამართალი

საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

11 აგვისტო 2026, 21:04

მსოფლიო

მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო

ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.

11 აგვისტო 2026, 21:00

ჯანდაცვა

სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ხელახალი დაბადება“ - ასე შეფასდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.

11 აგვისტო 2026, 20:56

პოლიტიკა

მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება.

მარკო რუბიო

11 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება

დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს - გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

11 აგვისტო 2026, 20:42

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი. გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება გრძელდება. რას ამბობენ აფხაზეთის ომის ვეტერანები? „ქრონიკის“ სიუჟეტი

გია ბარამიძე ნათქვამს არ ნანობს და მეხუთედ იმეორებს იმას, რასაც აფხაზეთის ომის ვეტერანები და მებრძოლები ღალატს და შეურაცხყოფას უწოდებენ. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება.

11 აგვისტო 2026, 20:36

პოლიტიკა

შეკვეთილი რუსოფობია. ფაქტები წლების მიხედვით, თავის მართლების მცდელობა და პოლიტიკური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ განსჯის საგანია ოპოზიციის და არამხოლოდ პოლიტიკოსების შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით. საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა, ბევრისთვის თავსატეხად იქცა.

11 აგვისტო 2026, 20:23

საზოგადოება

შინდისის ბრძოლა და 17 გმირი. 2008 წლის 11 აგვისტოს ისტორია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინდისის ბრძოლა და 17 გმირის ამბავი. მე-18 წელია გორის რაიონის ამ სოფლის სახელი უთანასწორო შეტაკებაში გამოჩენილ სიმამაცეს და თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად სევდიან და საამაყო ისტორიას უკავშირდება.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2026, 20:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები

თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2026, 20:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს

მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2026, 19:56

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ

თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

11 აგვისტო 2026, 19:21

საზოგადოება

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 18:53

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ახალ სამხედრო მხარდაჭერას იღებს.

11 აგვისტო 2026, 18:46

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 18:45

მსოფლიო

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

სოზარ სუბარი

11 აგვისტო 2026, 18:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი

11 აგვისტო 2026, 18:08

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა

მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.