ნათია თურნავამ „ინტერ რაოსთან“ მოკლევადიანი კონტრაქტის მიზეზი განმარტა
ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველო.
„როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - აფხაზეთს არ მივაწოდოთ ელექტროენერგია, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დააზარალებს, ან ვიყენებთ მეორე შესაძლებლობას, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ერთჯერადი, მოკლევადიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 315 ათასი დოლარია, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია.
„ამ ელექტროენერგიის იმპორტი ხდება ერთჯერადად, მოკლევადიანი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მარტში და მისი ღირებულება არის 315 ათასი დოლარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან ენგურჰესი ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად, ხოლო ნაწილი - არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში, თავად ვუბიძგებთ სეპარატისტულ რეჟიმს, ჩვენგან დამოუკიდებლად ეძებოს ენერგომომარაგების სხვა გზები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს პერიოდები, როცა ენგურჰესის წყლის რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება.
„ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ მოხდეს შესყიდვა „ინტერ რაოსგან,“ რომ დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი. გაფორმებული კონტრაქტი საჯაროა, ეს არ არის პირველი ქეისი და მიღებული პრაქტიკაა. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც გვაახლოებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ეს არის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან და გაუაზრებელი რიტორიკით არ უნდა დავარღვიოთ ეს ბალანსი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 12:42
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „მართე შენი ქალაქის“, მორიგი ეტაპი დასრულდა. სტუდენტური პროგრამა „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში უკვე 400-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
04 აპრილი 2026, 12:33
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს.
04 აპრილი 2026, 12:30
პოლიტიკა
ღია ეთერი - ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. როგორია ქვეყნის ენერგორესურსების ათვისების სამთავრობო სტრატეგია და გარემოსდაცვითი სტანდარტი - დებატები ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე. ეკონომიკური სარგებელი, ეკოლოგიური რისკები, გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები საქართველოში და ვის ინტერესებს ემსახურება პროტესტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების წინააღმდეგ.
04 აპრილი 2026, 12:28
მსოფლიო
The Telegraph: ამერიკელი მფრინავის ბედმა, შესაძლოა, ირანში ომის მიმდინარეობა შეცვალოს
გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ირანში დაკარგული ამერიკელი პილოტის სამძებრო სამუშაოებთან ერთად ყალიბდება სხვადასხვა ტიპის ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს შექმნილი ვითარება კონფლიქტზე.
04 აპრილი 2026, 12:28
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ძაღლებზე ატეხილი ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას ძალიან დასანანია, რომ ასეთ იაფფასიან ხერხს მიმართავენ ის ძალები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციად იწოდებიან
ძაღლებზე ატეხილი ეს ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
04 აპრილი 2026, 12:27
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ საპარლამენტო ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში 6 მუნიციპალიტეტში პარტიის საკრებულოს წევრებს შეხვდა
ყურადღება გამახვილდა, როგორც ადგილობრივ ასევე ზოგად პოლიტიკურ პრობლემებზე, და პარტიის შემდგომ ეტაპებზე. აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი ოფისების შექმნასა და გაძლიერებას და 2028 წლის არჩევნების სამზადისს.
04 აპრილი 2026, 12:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს ერთი მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1978 წელს დაბადებული ი.გ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
04 აპრილი 2026, 12:04
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის ელჩთან ერთად, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა
მიხეილ სარჯველაძე და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.
04 აპრილი 2026, 11:56
პოლიტიკა
ირანის ელჩისთვის „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა განხილვის საგანია სოციალურ ქსელში - მას საქართველოს წინააღმდეგ მტრობას უწოდებენ
ირანის ელჩისთვის „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა განხილვის საგანია სოციალურ ქსელში და მას საქართველოს წინააღმდეგ მტრობას უწოდებენ. ჟურნალისტი ელჩს ეკითხება, რა პოზიცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა.
04 აპრილი 2026, 11:50
რეგიონი
შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.
04 აპრილი 2026, 11:48
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება
ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
04 აპრილი 2026, 11:38
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად - ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ თემას არაკეთილსინდისიერი პირები სენსაციის შესაქმნელად იყენებენ.
04 აპრილი 2026, 11:25
მსოფლიო
Reuters: თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 11:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 10:14
რეგიონი
გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა.
04 აპრილი 2026, 10:12
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის - ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა-ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები.
04 აპრილი 2026, 10:07
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
04 აპრილი 2026, 10:07
პოლიტიკა
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
04 აპრილი 2026, 09:45
მსოფლიო
რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.


