imedi /  07 მარტი 2019, 17:34 / სანდო წყარო

თუ საპენსიო რეფორმა შეჩერდება, ფონდში ჩარიცხულ თანხებს მოქალაქეები სარგებლით დაიბრუნებენ

საპენსიო სააგენტო

ლევან სურგულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის პოზიციას ისმენენ. ის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსიით მიიწვიეს.

როგორც სხდომის დაწყებამდე სურგულაძემ განაცხადა, საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო.

"ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასე რომ იძულებითი არის ტიპური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება", - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო ფონდის დირექტორი არც იმ ვარაუდს იზიარებს, რომ ფონდში შეტანილი თანხა დროთა განმავლობაში გაუფასურდება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, სურგულაძის თქმით, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები, მოქალაქეებს უკან სარგებლით დაუბრუნდებათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობენ. მოსამართლეებმა მოსარჩელეთა არგუმენტები უკვე მოისმინეს, მოსარჩელეები საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვენ. ასევე სადავოს ხდიან ნორმას, რომელიც დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას განსაზღვრავს. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ რომ სადავო ნორმები კონსტიტუვციით გარატირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებებს ეწინააღმდეგება. 

მხარეების მოსმენის შემდეგ მეორე კოლეგია გადაწყვეტს მიიღებს თუ არა სარჩელს არსებით განხილვაში. საკონსტიტუციო სასამართლოსგან დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებას ორი ორგანიზაცია ითხოვს.

"შეიძლება იდეა არის ძალიან კეთილშობილური, მაგრამ ნება მოგვცეს სახელმწიფომ ჩვენით გადავწყვიტოთ ჩავერთოთ თუ არა, ან ბევრი დავაგროვოთ თუ ცოტა. წარმოიდგინეთ 20 წლის ადამიანმა მუშაობის შემთხვევაში 40 წლის განმავლობაში უნდა იხადოს თანხა და შექმნას იძულებითი ანაბარი", - განაცხადა მოსარჩელე დავით თორაძემ.

"ჩვენ სარჩელის მომზადების პროცესში გავეცანით დასავლეთ ევროპის გამოცდილებებს, ზოგ ქვეყანაში ეს მოდელი ამართლებს, ზოგან არა. მაგალითად პოლონეთში ეს რეფორმა სრული კრახით დასრულდა. თუმცა რეფორმის ავკარგიანობაზე არ არის საუბარი, პრობლემაა მოქალაქეების იძულებით ჩართვა", - განაცხადა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ინტერესების დამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ყველა სიახლე

იმპერატორ ცანლუნის საზაფხულო სასახლე

18 მარტი 2019, 17:12

ტაბლოიდი

ჩინეთის აკრძალული ქალაქი ტურისტებისთვის გაიხსნა. ისტორია

აკრძალული ქალაქი, ეს უზარმაზარი სასახლის კომპლექსია, რომელიც ჩინეთში მე-15 საუკუნეში გააშენეს და დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ის დახურული იყო. კომპლექსი ცინების დინასტიის 24 იმპერატორის სახლი იყო და შიგნით ყოფნის უფლება მხოლოდ მათ და მსახურებს ჰქონდათ.

ელექტრომობილი

18 მარტი 2019, 17:09

ეკონომიკა

წელს თბილისში ელექტრომობილებისთვის 160 დამტენი დამონტაჟდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, ირაკლი თავართქილაძის თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია პირველ ეტაპზე 30 დამტენს დაამონტაჟებს. მისი თქმით, ერთ თვეში აუქციონი დამატებით 30 ელექტრომობილის დამტენზე გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი დამტენების რაოდენობა ჯამში 160 იქნება.

პროკურატურა

18 მარტი 2019, 17:07

ძალოვნები

სასამართლომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ სცნეს.

ხანძარი

18 მარტი 2019, 16:59

ძალოვნები

ვინ არის ადამიანი, რომელმაც ტექნიკის საწყობში სავარაუდოდ ცეცხლი გააჩინა

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. "ქრონიკის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტი

18 მარტი 2019, 16:55

საქართველო

მოსამართლეებზე მმართველი გუნდის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დომინიკ ტიმი

18 მარტი 2019, 16:49

სპორტი

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმთან დამარცხდა

შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:3, 7:5 დასრულდა. 25 წლის ტიმისთვის ეს პირველი მასტერსია, რომელიც მოიგო. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირებში კი მას 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

ბრაიან აქტონი მარკ ცუკერბერგი

18 მარტი 2019, 16:48

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა მომხმარებლებს Facebook-ის გაუქმებისკენ მოუწოდა

სტუდენტებთან შეხვედრისას აქტონი მათ იმ მიზეზებზე ელაპარაკა, თუ რატომ მიჰყიდა WhatsApp-ი Facebook-ს და რატომ დატოვა კომპანია 2017 წელს. მისი თქმით, ამის მიზეზი სოცქსელის სერვისების მონეტიზაცია იყო. მსგავსი შინაარსის მოწოდება ბრაიან აქტონმა შარშანაც გაავრცელა.

სუფთა ავიაკომპანიები

18 მარტი 2019, 16:34

მსოფლიო

ყველაზე სუფთა ავიაკომპანიები დასახელდა

სპეციალისტებმა თვითმფრინავებში სალონების მდგომარეობა შეისწავლეს და ასევე ტუალეტების, სავარძლების და სხვა ნაწილების სისუფთავე შეაფასეს. რეიტინგის ლიდერი იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways-ი გახდა, მეორე ადგილს ტაივანური EVA Air-ი იკავებს, მესამეზე კი კორეული Asiana Airlines-ი მოხვდა.

მესი

18 მარტი 2019, 16:28

სპორტი

მესის ჰეთ-თრიქს მეტოქე გუნდის ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ

სევილიაში, სტადიონ ბენიტო ვილიამარინიზე შეკრებილი ფანები არგენტინელის მიერ 85-ე წუთზე გატანილმა გოლმა აღაფრთოვანა - ლა ლიგაში ეს მესის 33 -ე ჰეთ-თრიქია, 45-ე ბარსელონას შემადგენლობაში და 51-ე ფეხბურთელის კარიერაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მარტი 2019, 16:28

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ილაპარაკეს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. უილსონმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

პოლიცია

18 მარტი 2019, 16:19

ძალოვნები

გურიაში სამი არასრულწლოვანი სკოლის გაქურდვაში ამხილეს. ვიდეო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით 3 არასრულწლოვანი ამხილა. შსს-ს ინფორმაციით, მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ.

ტაილანდი ავარია

18 მარტი 2019, 16:15

მსოფლიო

ტაილანდში სკოლის ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ბანგკოკიდან 122 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მოსწავლე დაიღუპა, კიდევ 10 ადამიანი კი დაშავდა. ავტობუსში 20 მოზარდი და 19 მასწავლებელი იმყოფებოდა.

მეგან მარკლი

18 მარტი 2019, 16:09

ტაბლოიდი

ცნობილია, რა სიტყვების თქმა აუკრძალეს მეგან მარკლს

ცნობილია, რომ მეგან მარკლს საყვარელი კერძიც კი აუკრძალეს. ახლა გაირკვა, რომ სამეფო ეტიკეტის მიხედვით, სასაუბრო ლექსიკაც კი შეზღუდულია. მათ შორის "უწყინარი" სიტყვები. მეგანს ეკრძალება თქვას სიტყვები: საპირფარეშო (toilet), დივანი (Couch potato), ბოდიში (sorry), სუნამო (perfume), დესერტი (Just desserts), არისტოკრატიული ( Posh) და ჩაის დრო Time for tea.

Facebook

18 მარტი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

როგორ გავთიშოთ ავტომატურად ჩართული ვიდეოები Facebook-ზე. ინსტრუქცია

Facebook-ზე ინფორმაციის გაცნობისას ვიდეოები, რომლებიც ავტომატურად ირთვება მომხმარებელთა ერთი ნაწილისთვის ხშირად უსიამოვნოა. მათი თქმით, ახალი ამბების კედელზე „სქროლვისას“ ხმოვანი ვიდეოკლიპი ხშირად მოულოდნელი და უინტერესოც კი არის.

ბულგარეთი

18 მარტი 2019, 16:04

მსოფლიო

ბულგარელი სამართალდამცველები მათივე გაშვებული ცრემლმდენი გაზით მოიწამლნენ

ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენების ინსტრუქცია არც ისე კარგად იცოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცრემლმდენი გაზით პოლიციელებიც მოიწამლნენ.

18 მარტი 2019, 15:53

ტექნოლოგიები

MySpace-ს მომხმარებელთა მონაცემების უმეტესი ნაწილი წაეშალა

სოციალური ქსელი MySpace-ი სერვერებიდან მომხმარებლების მონაცემების დაკარგვის გამო ბოდიშს იხდის. ექაუნთების მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წვდომა თავიანთ ძველ ფაილებზე გაეთიშათ.

18 მარტი 2019, 15:46

ეკონომიკა

როგორ შეუძლია მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა

ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. ამ 200 000 მოქალაქეს პირველი აპრილიდან რეფორმის დატოვების უფლება აქვს.

Android

18 მარტი 2019, 15:42

საქართველო

აღმოჩენილია ANDROID აპლიკაცია რომელიც ბატარეას ანადგურებს

კიბერუსაფრთხოების მკვლევარების ინფორმაციით, „ყალბმა უფასო ოპერაციებმა“ 206 აპლიკაცია დააზიანა, რომლის უკვე თითქმის 150 მილიონი გადმოტვირთვა დაფიქსირდა. Adware - ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც ხშირად „ბექგრაუნდზე“ რეკლამის სახით ჩნდება და სწორედ ეს აფერხებს ტელეფონების, ბატარეის მუშაობას.

ზვავი

18 მარტი 2019, 15:34

საქართველო

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

საპატრულო პოლიციის ცნობით, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით. "მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს", - ამბობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

გედევან ფოფხაძე

18 მარტი 2019, 15:23

საქართველო

ფოფხაძე უმრავლესობას: ეს კანონპროექტი მომავალს წაართმევს თქვენს შვილებს

„მე არ ვენდობი ჩემს კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს“, - თქვა ფოფხაძემ.