imedi /  07 მარტი 2019, 21:23 / სანდო წყარო

აბრამოვიჩმა რუსეთის პირველი არხის აქციები გაყიდა

რომან აბრამოვიჩი

რომან აბრამოვიჩი

მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა რუსეთის პირველი არხის აქციები გაყიდა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.

ამავე ინფორმაციით, აქციათა პაკეტის 20 პროცენტი, რომელიც დღემდე აბრამოვიჩის მფლობელობაში იყო, ВТБ Капитал-მა იყიდა. აქციების 49 პროცენტი აბრამოვიჩმა 2001 წელს ბორის ბერეზოვსკისგან 175 მილიონ დოლარად შეიძინა.

მოგვიანებით კი რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილმა ბიზნესმენმა აბრამოვიჩს ლონდონის სასამართლოში უჩივლა. ბერეზოვსკი ირწმუნებოდა, რომ აქციები მას კრემლმა იძულებით დაათმობინა და კომპენსაციის სახით აბრამოვიჩისგან 5,5 მილიარდ დოლარს ითხოვდა, თუმცა პროცესი წააგო.

2010 წელს აბრამოვიჩმა აქციების 25 პროცენტი ეროვნულ მედიაჯგუფს (НМГ) 145 მილიონ დოლარად მიჰყიდა, 2018 წლის ზაფხულში კი აქციების კიდევ 4 პროცენტი გაყიდა.

ყველა სიახლე

საქართველოს პარლამენტი

18 მარტი 2019, 16:55

საქართველო

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დომინიკ ტიმი

18 მარტი 2019, 16:49

სპორტი

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმთან დამარცხდა

შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:3, 7:5 დასრულდა. 25 წლის ტიმისთვის ეს პირველი მასტერსია, რომელიც მოიგო. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირებში კი მას 12 ტიტული აქვს მოპოვებული.

სუფთა ავიაკომპანიები

18 მარტი 2019, 16:34

მსოფლიო

ყველაზე სუფთა ავიაკომპანიები დასახელდა

სპეციალისტებმა თვითმფრინავებში სალონების მდგომარეობა შეისწავლეს და ასევე ტუალეტების, სავარძლების და სხვა ნაწილების სისუფთავე შეაფასეს. რეიტინგის ლიდერი იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways-ი გახდა, მეორე ადგილს ტაივანური EVA Air-ი იკავებს, მესამეზე კი კორეული Asiana Airlines-ი მოხვდა.

მესი

18 მარტი 2019, 16:28

სპორტი

მესის ჰეთ-თრიქს მეტოქე გუნდის ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ

სევილიაში, სტადიონ ბენიტო ვილიამარინიზე შეკრებილი ფანები არგენტინელის მიერ 85-ე წუთზე გატანილმა გოლმა აღაფრთოვანა - ლა ლიგაში ეს მესის 33 -ე ჰეთ-თრიქია, 45-ე ბარსელონას შემადგენლობაში და 51-ე ფეხბურთელის კარიერაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მარტი 2019, 16:28

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე ილაპარაკეს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. უილსონმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

პოლიცია

18 მარტი 2019, 16:19

ძალოვნები

გურიაში სამი არასრულწლოვანი სკოლის გაქურდვაში ამხილეს. ვიდეო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით 3 არასრულწლოვანი ამხილა. შსს-ს ინფორმაციით, მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ.

ტაილანდი ავარია

18 მარტი 2019, 16:15

მსოფლიო

ტაილანდში სკოლის ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ბანგკოკიდან 122 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მოსწავლე დაიღუპა, კიდევ 10 ადამიანი კი დაშავდა. ავტობუსში 20 მოზარდი და 19 მასწავლებელი იმყოფებოდა.

მეგან მარკლი

18 მარტი 2019, 16:09

ტაბლოიდი

ცნობილია, რა სიტყვების თქმა აუკრძალეს მეგან მარკლს

ცნობილია, რომ მეგან მარკლს საყვარელი კერძიც კი აუკრძალეს. ახლა გაირკვა, რომ სამეფო ეტიკეტის მიხედვით, სასაუბრო ლექსიკაც კი შეზღუდულია. მათ შორის "უწყინარი" სიტყვები. მეგანს ეკრძალება თქვას სიტყვები: საპირფარეშო (toilet), დივანი (Couch potato), ბოდიში (sorry), სუნამო (perfume), დესერტი (Just desserts), არისტოკრატიული ( Posh) და ჩაის დრო Time for tea.

Facebook

18 მარტი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

როგორ გავთიშოთ ავტომატურად ჩართული ვიდეოები Facebook-ზე. ინსტრუქცია

Facebook-ზე ინფორმაციის გაცნობისას ვიდეოები, რომლებიც ავტომატურად ირთვება მომხმარებელთა ერთი ნაწილისთვის ხშირად უსიამოვნოა. მათი თქმით, ახალი ამბების კედელზე „სქროლვისას“ ხმოვანი ვიდეოკლიპი ხშირად მოულოდნელი და უინტერესოც კი არის.

ბულგარეთი

18 მარტი 2019, 16:04

მსოფლიო

ბულგარელი სამართალდამცველები მათივე გაშვებული ცრემლმდენი გაზით მოიწამლნენ

ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენების ინსტრუქცია არც ისე კარგად იცოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცრემლმდენი გაზით პოლიციელებიც მოიწამლნენ.

18 მარტი 2019, 15:53

ტექნოლოგიები

MySpace-ს მომხმარებელთა მონაცემების უმეტესი ნაწილი წაეშალა

სოციალური ქსელი MySpace-ი სერვერებიდან მომხმარებლების მონაცემების დაკარგვის გამო ბოდიშს იხდის. ექაუნთების მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში ჩიოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წვდომა თავიანთ ძველ ფაილებზე გაეთიშათ.

18 მარტი 2019, 15:46

ეკონომიკა

როგორ შეუძლია მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა

ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია. ამ 200 000 მოქალაქეს პირველი აპრილიდან რეფორმის დატოვების უფლება აქვს.

Android

18 მარტი 2019, 15:42

საქართველო

აღმოჩენილია ANDROID აპლიკაცია რომელიც ბატარეას ანადგურებს

კიბერუსაფრთხოების მკვლევარების ინფორმაციით, „ყალბმა უფასო ოპერაციებმა“ 206 აპლიკაცია დააზიანა, რომლის უკვე თითქმის 150 მილიონი გადმოტვირთვა დაფიქსირდა. Adware - ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც ხშირად „ბექგრაუნდზე“ რეკლამის სახით ჩნდება და სწორედ ეს აფერხებს ტელეფონების, ბატარეის მუშაობას.

ზვავი

18 მარტი 2019, 15:34

საქართველო

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

საპატრულო პოლიციის ცნობით, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით. "მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს", - ამბობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

გედევან ფოფხაძე

18 მარტი 2019, 15:23

საქართველო

ფოფხაძე უმრავლესობას: ეს კანონპროექტი მომავალს წაართმევს თქვენს შვილებს

„მე არ ვენდობი ჩემს კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს“, - თქვა ფოფხაძემ.

სტიქია

18 მარტი 2019, 15:18

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ტროპიკული ციკლონის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

არსებული მონაცემებით, ციკლონმა სამხრეთ აფრიკაში 150-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე 100-მდე ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. მათგან 80-ზე მეტი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზიმბაბვეში დაიღუპა. 68 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა მოზამბიკაში.

გულის შეტევა

18 მარტი 2019, 15:12

ტექნოლოგიები

დასახელდა წამლები რომლებიც გულის შეტევის რისკს ზრდის

ექიმების თქმით, საშიშია პრეპარატები ნიფედიპინი, დიჰიდროპირიდინი და ამლოდიპინი. თუმცა, სამივე მათგანი ფართოდ გამოიყენება მაღალი წნევის დასაწევად და სტენოკარდიის სამკურნალოდ. კვლევის შედეგებით გაოცებულები არიან მედიკოსებიც, რადგან მათ პრაქტიკაში წლებია იყენებენ.

ეროვნული საბჭო

18 მარტი 2019, 15:04

ეკონომიკა

დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მტრედი

18 მარტი 2019, 14:56

ტაბლოიდი

ბელგიაში საფოსტო მტრედი 1 252 000 ევროდ გაიყიდა

ბელგიაში საფოსტო მტრედი რეკორდულ თანხად, 1,252 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ სააქციონერო სახლი Pipa იტყობინება. ფრინველი, სახელად არმანდო ჩინეთის მოქალაქემ შეიძინა. მთლიანობაში ვაჭრობაზე ფლანდრიის მტრედსაშენიდან 178 მტრედი გაიყიდა.

18 მარტი 2019, 14:44

მსოფლიო

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაის მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს

ნიდერლანდებში ქალაქ უტრეხტში რამდენიმე ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც კაცმა ტრამვაის მგზავრებს ცეცხლი გახსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ბოლო ინფორმაციით დაიღუპა ერთი ადამიანი.