imedi /  10 მარტი 2019, 22:36 / სანდო წყარო

აუდიტის დასკვნა: 2015-17 წლებში ქუთაისში საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა

შოთა მურღულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015, 2016 და 2017 წლების საქმიანობის შესახებ 73-გვერდიანია. ანგარიშში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ მაგალითებია მოყვანილი. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

დასკვნის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში თანხები ან ზედმეტად იყო გადახდილი, ან სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რადგან მერია ობიექტების ჩაბარებისას მის ხარისხს არ ამოწმებდა. დღეს კი ამ ობიექტებს ხელახალ რეაბილიტაცია და დამატებითი თანხა სჭირდება. 

"იმედის კვირის" ცნობით, აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 4 მილიონ ლარამდეა გაფლანგული. 

სახლი, რომელშიც სოციალურად დაუცველი ოჯახები 2017 წელს შეასახლეს, 2 წლის შემდეგ არც ისე კარგად გამოიყურება. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში ზედმეტად გადახდილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გამო, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შენობაში 2 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა, ვიდრე ის რეალურად ღირდა.  

პროექტის მიხედვით სოციალურ საცხოვრისს აივნები უნდა ჰქონოდა, თუმცა არ აქვს. აქ მცხოვრები ადამიანები სარეცხს სადარბაზოებში აშრობენ.  კორპუსი გაზიფიცირებულია, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კომპანია უარს ამბობს. მიზეზი არასწორად დაპროექტებული ოთახებია, რომლებიც იქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ერთმანეთისგან ფარდებით აქვთ გოყოფილი. ასევე დაზიანებულია კედლები, იატაკი.

გარდა იმისა, რომ შენობა საცხოვრებელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერიამ შენობის შესყიდვის კონკურსი ერთ კონკრეტულ პრეტენდენტს მოარგო და შემდეგ მისგან შენობა არასაბაზრო ფასად იყიდა. ექსპერტიზის თანახმად, 1 კვადრატული მეტრის ღირებულება ამ საცხოვრისში არა 1000, არამედ 540 ლარი იყო.  

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ შეისყიდა მუნიციპალიტეტმა საცხოვრისი იმაზე გაცილებით ძვირად ვიდრე რეალურად ღირდა. 

ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ფული არ გაფლანგულა და ამის დასტურად დასკვნას იშველიებს, რომელიც მისი თქმით, აუდიტის სამსახურს მხედველობიდან გამორჩა.

თუმცა აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ისინი ყველა დოკუმენტს გაეცნენ და მათგან იმას დაეყრდნენ, რომელიც ობიექტურად მიიჩნიეს. აუდიტმა მურღულიას მიერ წარმოდგენილი დასკვნა იმიტომ არ მიიჩნია სანდოდ, რომ "გრანტ ტორნტონმა" ფასი მშენებელი კომპანიის მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით დათვალა. ყოფილი მერი აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილ სხვა ფაქტებსაც არ ეთანხმება. მაგალითად იმას, რომ ფული გაიფლანგა  ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობაშიც - საუბარია 168 ათასი ლარის პროექტზე.

ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები "იმედის კვირას" ეუბნებიან, რომ ქუჩა უკვე მესამე წელია გადათხრილია, რადგან სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, ამოხეთქილმა წყალმა კი გზაც დააზიანა. ახლა მერიას მისი მოწყობა  ხელახლა უწევს. ყოფილი მერი პასუხისმგებლობას ამ ფაქტზეც  გაურბის.  

წვიმის დროს  ეზოები და სახლის შესასვლელები წყლით იტბორება კოლხეთის ქუჩაზეც, სადაც გზის რეაბილიტაცია 2015 წელს 400 ათას ლარამდე დაჯდა, ბეტონის გზის დაგებამდე კი წყლის მილები არ გამოცვლილა.

აუდიტის მიერ ჩატარებული შემოვლისას წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზეზით 45 ქუჩა ხანგრძლივი დროით იყო გადათხრილი და დაზიანებული. "იმედის კვირის" ცნობით, ქუთაისის მერიას კომპანიებისთვის დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის მოთხოვნით არ მიუმართავს, არ გამოუყენებია საჯარიმო სანქციები და არც ზარალის ანაზღაურება მოუთხოვია. 

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ფული გარეგანათების სისტემის მომსახურებაშიც გაიფლანგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა 2015-2016 წლებში მიმწოდებელს ნახევარ მილიონამდე გადაუხადა იმაში, რომ დღისა და ღამის საათებში ორჯერ დაეთვალიერებინა გარე განათება. აუდიტმა ვერ შეძლო დაედგინა ნამდვილად ათვალიერებდა თუ არა ვინმე სისტემას, არადა ქუთაისის მერია ამაში ყოველ წლიურად დაახლოებით 220 ათას ლარს იხდიდა. დღეს კი ამ და კიდევ რამდენიმე მომსახურებაში, საერთო ჯამში, 81 ათას ლარს იხდის.  

რატომ იყო მერია ლოიალური ცალკეული კომპანიების მიმართ, მაშინ როცა საჯარო ინტერესი ზარალდებოდა ამის გარკვევა გამოძიებას მოუწევს.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.

11 სექტემბერი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

11 სექტემბერი 2026, 14:16

სამართალი

სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

11 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი გალონის ღირებულებამ 6 დოლარს გადააჭარბა

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა და საშუალოდ გალონზე 6 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.