imedi /  12 მარტი 2019, 15:59 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახური: კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა არ გაზრდილა

 ვახტანგ ლაშქარაძე

ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს, თუმცა კონტრაბანდის მასშტაბი არ არის გაზრდილი- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატება იწვევს კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის გაზრდის რისკს, თუმცა ეს საფრთხე გაანალიზებული აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ განსაზღვრულია ის რესურსიც, რითიც ხორციელდება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. 

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, საქართველოში კონტრაბანდა არ არის გაზრდილი, ანუ არ არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტრაბანდის წილი ქვეყანაში არ სცდება 1-1.5%-ს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ვიცით ყველა ის წერტილი, მათ შორის, ბაზრებში, მაღაზიებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტები, მაგრამ კონტროლის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, ასევე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა, ცხადყოფს, რომ ადგილი არ აქვს კონტრაბანდის ორგანიზებულად შემოტანილ ფაქტებს. საქართველოს მასშტაბით, სიგარეტის მოხმარება დღეში 1 მილიონი კოლოფია. რამდენიმე ძალოვან უწყებასთან ერთად განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ამოღებული კოლოფების რაოდენობა დღის განმავლობაში არ აჭარბებს 1000 კოლოფს - ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივად, საგანგაშო სურათი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ ღონისძიებებს ან ვწყვეტთ ან არ ვაგრძელებთ. პირიქით, კონტროლის ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

მისივე თქმით, საბაჟო ორგანოები მაქსიმალურად არიან ჩართულები სიგარეტის კონტრაბანდის აღკვეთის ღონისძიებებში.  ლაშქარაძის განმარტებით, კონტრაბანდის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ქვეყნის კონტროლირებად საზღვრებზე-საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, რისთვისაც გამოყენებულია კინოლოგიის სამსახურიც. 

„ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად და შეუფერხებლად შემოვუშვათ ტურისტი ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც დიდი ტურისტული მიმოსვლაა საზღვრებზე. რა თქმა უნდა, ეს შედარებით ართულებს კონტრაბანდული სიგარეტის ძებნას, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტების აღსაკვეთად“, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

14 ივნისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე: მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია

მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2026, 17:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია

რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.

14 ივნისი 2026, 17:21

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.

14 ივნისი 2026, 17:20

საზოგადოება

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

14 ივნისი 2026, 17:18

მსოფლიო

პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.

14 ივნისი 2026, 17:11

მსოფლიო

ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

ბელფასტში რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

14 ივნისი 2026, 17:07

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.

14 ივნისი 2026, 16:20

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.

14 ივნისი 2026, 15:34

საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.

14 ივნისი 2026, 14:44

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა

აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

14 ივნისი 2026, 14:41

მსოფლიო

ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს

ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.

14 ივნისი 2026, 14:38

მსოფლიო

პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს

პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.

14 ივნისი 2026, 14:32

მსოფლიო

ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა

უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი

14 ივნისი 2026, 14:25

მსოფლიო

Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს

კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.

14 ივნისი 2026, 14:21

სპორტი

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა

მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.

14 ივნისი 2026, 14:21

მსოფლიო

ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ

სწავლების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.

დავით მათიკაშვილი

14 ივნისი 2026, 14:13

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ

„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.