imedi /  12 მარტი 2019, 21:21 / სანდო წყარო

რა ცვლილებებია ავტომანქანის სავალდებულო ტექდათვალიერების წესში

ტექდათვალიერება

ცვლილებები ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებაში - რეგულაციების გარკვეულ ნაწილზე შეღავათები ამოქმედდა.

კერძოდ, ელექტრომიბილებზე იცვლება ინსპექტირების ღირებულება, სამაგიეროდ, მკაცრდება კონტროლი გამონაბოლქვზე. 

ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი.

ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალება ვიზუალურადაც შემოწმდება. 

ასევე, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ. ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან. მანამდე ნორმა წელიწადში მხოლოდ ერთი შემოწმება იყო. 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 09:56

საქართველო

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 09:34

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

როგორც ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა, ის ტოვებს ბოლივიას, რათა უფრო „დიდი ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდეს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა ქვეყანა მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავით უკვე დატოვა.

ღაზის სექტორი

12 ნოემბერი 2019, 09:22

მსოფლიო

ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ემსხვერპლა

მის საცხოვრებელ სახლზე საჰაერო იერიში გამთენიისას განხორციელდა. ოპერაციას კიდევ ერთი პალესტინელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას ალ-ატას გარდაცვალების შესახებ „ისლამური ჯიჰადიც“ ადასტურებს და ისრაელს საპასუხო ზომებით იმუქრება.

ღვინის ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 09:03

კულტურა

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მიიღებენ. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და გაიმართება მასტერკლასები. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

მაკო გომური

12 ნოემბერი 2019, 08:52

საქართველო

მაკო გომური: ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ მაინც გავიმარჯვე

„ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც“ - ასეთია მაკო გომურის რეაქცია პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.

ბესიკ ხარანაული

12 ნოემბერი 2019, 08:37

კულტურა

ბესიკ ხარანაული 80 წლის გახდა

ბესიკ ხარანაულს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მწერლთა სახლში პოეტის კოლეგებმა და მეგობრებმა მისი 50-წლიანი შემოქმედება მასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს. გარდა ამისა, მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულის კრებულების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ბიუჯეტი

12 ნოემბერი 2019, 08:28

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შუალედურ ვერსიას განიხილავენ

რაც შეეხება პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებას, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, დოკუმენტი პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შევიდა. უმრავლესობაში ასევე ბიუჯეტის სოციალურ პრიორიტეტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ხორავას ქუჩა

12 ნოემბერი 2019, 08:14

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება

კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. მისივე ინფორმაციით, საქმეში სულ წარმოდგენილია 150 მოწმე და ამ დრომდე გამოკითხულ 54 მოწმეთა ჩვენებებიდან, მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არ დასტურდება.

ჯიმი კარტერი

12 ნოემბერი 2019, 08:07

მსოფლიო

ჯიმი კარტერი ისევ საავადმყოფოში მოხვდა

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 85 წლის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში შიდაქალის წნევის დასარეგულირებლად გადაიყვანეს. ბოლოს კარტერი საავადმყოფოში 21 ოქტომბერს მოხვდა, მას შემდეგ, რაც დაეცა და მენჯის ძვალი მოიტეხა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 08:00

საქართველო

ერგნეთში დღეს მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება

დღეს ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მთავარი საკითხი კი ისევ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები იქნება. ამ საკითხზე მხარეების პოზიციები პრინციპულად უცვლელია. დეფაქტო ცხინვალი ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღებას ისევ ითხოვს.

Twitter

12 ნოემბერი 2019, 00:55

ტექნოლოგიები

Twitter-მა ვენესუელის საგარეო უწყების ექაუნთი დაბლოკა

ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე წვდომა დროებით დაკარგა. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ექაუნთი დროებით დაიბლოკა, მიზეზი შემთხვევითობაა. კომპანიის განმარტებით, ანგარიშის დიდი მოცულობიდან გამომდინარე ის შემთხვევით ე.წ. სპამის კატეგორიაში მოხვდა. პრობლემა ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში აღმოიფხვრა.

პიტ დოერტი

12 ნოემბერი 2019, 00:43

კულტურა

მუსიკოსი პიტ დოერტი პარიზში მეორედ დააკავეს

ბრიტანელი როკ მუსიკოსი პიტ დოერტი, რომელიც პარიზში კოკაინის შეძენისთვის დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს. ამჯერად, მუსიკოსი გისოსებს მიღმა 19 წლის ბიჭთან ჩხუბის გამო მოხვდა. პიტ დოერტი როკჯგუფ Libertines-ის გიტარისტი და ვოკალისტია.

ირანი

12 ნოემბერი 2019, 00:14

მსოფლიო

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანს ურანის გამდიდრებაზე გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანს ურანის გამდიდრების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ. ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და თეირანს აფრთხილებენ, უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილება. 7 ნოემბერს თეირანმა ბირთვულ ობიექტ „ფორდოზე“ სამუშაოები განაახლა.

ელის მანრო

12 ნოემბერი 2019, 00:02

კულტურა

ნობელიანტი მწერლის ელის მანროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა

რამდენიმე საათის წინ McClelland&Stewart-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა ცნობა, რომ კანადელი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ელის მანრო გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გამომცემლობის ყალბი გვერდია და პოსტიც წაიშალა.

თორნიკე შენგელია

11 ნოემბერი 2019, 23:47

სპორტი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბასკურმა გუნდმა ობრადორიო 92:79 დაამარცხა, ქართველი ლეგიონერი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ ბასკონიაში პირადსარეკორდო 29 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.

ფაბიანო

11 ნოემბერი 2019, 23:31

სპორტი

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში საუკეთესო გოლი დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში საუკეთესო გოლის ავტორი „ლივერპულის“ ნახევარმცველი, ფაბიანო გახდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შორიდან დარტყმით გოლი „მანჩესტერ სიტის“ გაუტანა. მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აშშ

11 ნოემბერი 2019, 23:04

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავი დაშვებისას დაცურდა. ვიდეო

აშშ-ში, ჩიკაგოში, ოჰარას საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი მოცურდა. ამის მიზეზი მძიმე მეტეოროლოგიური პირობები გახდა. სახიფათო შემთხვევისას მგზავრები არ დაშავებულან. ბორტზე მყოფი 38 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი თვითმფრინავიდან უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

SpaceX

11 ნოემბერი 2019, 22:33

ტექნოლოგიები

SpaceX-მა გლობალური ინტერნეტისთვის კიდევ 60 თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პროექტ Starlink-ის ფარგლებში გლობალური ინტერნეტისთვის კიდევ 60 თანამგზავრი გაუშვა. Falcon 9 60 თანამგზავრით ფლორიდის შტატში მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვეს. თანამგზავრები ორბიტაზე გასვლის შემდეგ საჭირო სიმაღლეზე ავლენ.

ლინას ლინკევიჩუსი

11 ნოემბერი 2019, 22:15

საქართველო

ლინკევიჩუსი: ხმები ნატოს გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია

„ხმები ნატოს გარდაცვალების შესახებ უკიდურესად გადაჭარბებულია“, - ასე პასუხობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი „ნატოს ტვინის სიკვდილზე“ საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის განცხადებას. ლინკევიჩუსმა „ქრონიკასთან“ თქვა, რომ „ოპონენტებს არგუმენტები არ უნდა მივცეთ, ნატო ძლიერია, რაც ისტორიამ ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა.

მიხეილ დაუშვილი

11 ნოემბერი 2019, 21:53

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენის პოსტზე მიხეილ დაუშვილის კანდიდატურა განიხილება

გია ვოლსკის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის პოსტზე მიხეილ დაუშვილის კანდიდატურა განიხილება.„ფაქტია, რომ ამ თანამდებობას ახალი ენერგია სჭირდება. თავად ლექვინაძე არის ჩამოყალიბებული წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი, ის გუნდს არ დასცილდება“- განაცხადა ვოლსკიმ.