imedi /  13 მარტი 2019, 07:48 / სანდო წყარო

პრემიერი ტოკიოში ბიზნესფორუმს და ქართული ღვინისადმი მიძღვნილ გამოფენას გახსნის

ღვინო

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა. როგორც "იმედინიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური 15 მარტს ოფიციალურად გახსნის ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას - „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელსაც საგამოფენო ცენტრი Terrada Warehouse-ი მასპინძლობს.

ექსპოზიცია, რომელიც უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენას ისახავს მიზნად. 

გამოფენა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და დამთვალიერებელს 7 მაისამდე უმასპინძლებს.

გარდა ამისა, 15 მარტს ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე JETRO-ს პრეზიდენტ იასუშუ აკაჰოშისთან ერთად გახსნის.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს, მათ შორის იაპონიის პრემიერმინისტრის მოადგილესთან, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსთან. დაგეგმილია მოლაპარაკებები იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციისა (JETRO) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტებთან.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

26 მარტი 2019, 22:04

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის

პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან. დღეს ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2019, 21:51

საქართველო

რა ეწერა მდინარაძის შეტყობინებაში, რომელიც მან შემთხვევით ბესელიას გაუგზავნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა რა ეწერა მესიჯში, რომელიც მან შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა. "მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო", - თქვა მდინარაძემ.

ჰენრი ტესენგი

26 მარტი 2019, 21:47

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე მოკვდა

ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა. ჰენრი ტესენგი აღ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

26 მარტი 2019, 21:23

ტაბლოიდი

მესიმ iPhone ოქროთი შეამკო და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი სმარტფონის გარსი სუფთა ოქროთი დაფარა. ამის გარდა iPhone XS Max-ი რომლის ფასიც 1300 ევროა, სპორტსმენმა „ბარსელონას“ ემბლემით და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა.

ინტერნეტი

26 მარტი 2019, 21:06

საქართველო

ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები უკვე შევიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მიზანი იმ ხარისხის გაკონტროლებაა, რომელიც წესით, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ადექვატური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2019, 20:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს.

ოჯახში ძალადობა

26 მარტი 2019, 20:52

საქართველო

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს. 59-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, მათ შორის მხვერპლის განრიდების სისტემაში. პრობლემის მინიმუმადე დაყვანას აანონსებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სიმონ მაისურაძე

26 მარტი 2019, 20:37

სპორტი

ქართველი მწვრთნელი ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს

ვეტერანი რაგბის მოთამაშე, ეროვნული აკადემიისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა.

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს სტრასბურგში საქართველოს შესახებ მორიგ დოკუმენტს მიიღებენ

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.

26 მარტი 2019, 20:17

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება და რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

ჯასი სმოლეტი

26 მარტი 2019, 20:09

კულტურა

პროკურატურამ ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა

პროკურატურამ მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა. მას რასისტული და ჰომოფობიური თავდასხმის ინსცენირება ბრალდებოდა. სერიალ Empire-ის მსახიობი ჩიკაგოს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა, რომელზეც მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები

26 მარტი 2019, 19:58

მსოფლიო

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

მაშველები

26 მარტი 2019, 19:52

ძალოვნები

მაშველებმა რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

ევროსაბჭო

26 მარტი 2019, 19:36

საქართველო

ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

26 მარტი 2019, 19:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში დაძაბულობის გამო კონსულტაციებს მართავს

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. ნეთანიაჰუ კრიზისული ვითრების მოსაგვარებლად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ ისრაელში დაბრუნდა. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გააუქმა.

ავარია

26 მარტი 2019, 19:08

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარიისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში სამი მგზავრი იყო, მათგან ორი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

26 მარტი 2019, 19:05

ეკონომიკა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 25 მარტს შესაბამისი დადგენილება მიიღო.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა

26 მარტი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს.

საავტორო უფლებები

26 მარტი 2019, 18:50

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ დირექტივას მხარი დაუჭირა

ახალი რეგულაციები შეეხება გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Youtube-ი, კერძოდ ისინი ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლები იქნებიან. მათ ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა ქსელში არალიცენზირებული მასალა ვერ მოხვდეს.