გაეროში რუსეთის მისია: საქართველო და უკრაინა თავს ნუ შეიწუხებენ ქედმაღლური და პოლიტიზებული განმარტებით, თუ რატომ დაბლოკეს ჩვენი რეზოლუცია
გაერო
ფოტო: Shutterstock.com
აშშ-მა, ევროკავშირმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს, რომელიც, მათ შორის, სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.
რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტში სახელწოდებით „კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობის დეკლარაცია“ ნათქვამია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ცალმხრივად დაწესებული სანქციები ხელს უშლის კორონავირუსთან გლობალურ ბრძოლას.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა უკრაინის, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციის გამო.
„ვწუხვართ, რომ სანქციების პოლიტიკის მომხრე სახელმწიფოების მცირერიცხოვანი ჯგუფი მზად არ აღმოჩნდა, გამოხმაურებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას და უარი ვერ თქვა საკუთარ პოლიტიზირებულ მიდგომებზე. შედეგად, პანდემიისთვის გლობალური და სოლიდარული პასუხის გაცემა უფრო რთული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაეროში რუსეთის მისიაში ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არგუმენტებისა და ლოგიკის მოსმენა სურთ, თუ რატომ დაბლოკეს აღნიშნული რეზოლუცია.
„ამავდროულად, გვსურს უკრაინა და საქართველო ამ ძალისხმევისგან გავათავისუფლოთ, რადგან მათი არგუმენტები, როგორც წესი, ქედმაღალი და პოლიტიზირებულია“, - დასძინეს გაეროში რუსეთის წარმომადგენლობაში.
24 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნან.
„ეს საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვდომა სურსათზე, სამედიცინო საქონელზე და კორონავირუსის პამდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერა მოხდეს. დადგა სოლიდარობისა და არა იზოლაციის დრო“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
ყველა სიახლე
27 მარტი 2026, 12:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ, მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი
სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლის ღვრისთვის, მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.
27 მარტი 2026, 12:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს
სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს. წამების სისტემა, რომელიც შეიქმნა ციხეებში ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება, ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასხმით, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ბაჩო ახალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების დასამხობად“.
27 მარტი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა
„რისკს ვერ ვხედავ, ვინაიდან შეზღუდვები გვაქვს დაწესებული დონეცკის და ამ ტერიტორიებიდან ეკონომიკურ, პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ასე, რომ ეს შეუძლებელია რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომ „ქართველი ბიზნესმენი ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას გეგმავს და ხედავს თუ არა რისკს სანქციების გვერდის ავლაში“.
27 მარტი 2026, 12:35
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
27 მარტი 2026, 12:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა
ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაზე საუბრისას.
27 მარტი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
27 მარტი 2026, 12:12
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
27 მარტი 2026, 12:09
რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.
27 მარტი 2026, 12:02
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: წარმოუდგენელია, ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.
27 მარტი 2026, 11:58
საზოგადოება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი მოცემულია თანდართულ ფოტოზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to საქართველოს რკინიგზის სალაროებში საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
27 მარტი 2026, 11:56
რეგიონი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის შესახებ მცხეთა-მთიანეთში შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
27 მარტი 2026, 11:49
საზოგადოება
იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1 აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.
27 მარტი 2026, 11:49
რეგიონი
გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
27 მარტი 2026, 11:49
რეგიონი
კამპანიის - „დაზოგე წყალი“ ფარგლებში კასპისა და ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კასპისა და ქარელის საჯარო სკოლებში კამპანია - „დაზოგე წყალი“ გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მართავს.
27 მარტი 2026, 11:47
მსოფლიო
„ცაჰალმა“ თეირანის ცენტრში ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა
ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) განცხადებით, წუხელ თეირანის ცენტრში ისრაელელმა სამხედროებმა ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს.
27 მარტი 2026, 11:37
მსოფლიო
მედია: ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ჩაიძირა
ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ირანის კეშმის კუნძულთან ჩაიძირა. ინფორმაციას ტაილანდური მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 11:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს ბევრს არ აწყობს, ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება
კონკრეტული ჯგუფების მცდელობას - ეკლესიის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინათ, პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება იმ მოვლენებზე, რომელიც წლებია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და რომელიც მათივე თქმით, გარედან არის მართული.
27 მარტი 2026, 11:19
კულტურა
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა.
27 მარტი 2026, 11:15
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს.
27 მარტი 2026, 11:05
რეგიონი
ბათუმის ცენტრალური პარკიდან უნებართვო კონსტრუქციების გატანა მიმდინარეობს
ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვო, უსახური კონსტრუქციებისა და ჯიხურების გატანა მიმდინარეობს.


