საერთაშორისო მისიების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი, ქართველი ხალხი პანდემიას მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ
ფოტო: Shutterstock.com
COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.
ეს არის წერილი, რომლითაც საქართველოს მთავრობას და ხალხს უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელები მიმართავენ.
მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ.
„ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დამსახურებულად მიიღო საერთაშორისო შექება.
დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება.
ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.
მიუხედავად ამისა, ამ კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.
ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა - განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე.
განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.
როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”, - ნათქვამია წერილში, რომელზეც ხელს აწერენ: სელიმ შეკირი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში; დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
კავკასიის რეგიონული დირექტორი; კარლ ჰარცელი ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; სებასტიან მოლინუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში; შეინ როზენტალი
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში; სიუპი ტერავანინტორნი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი - რეგიონი II, გენერალური დირექტორი.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 14:05
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
03 ივნისი 2026, 13:54
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
03 ივნისი 2026, 13:53
ეკონომიკა
თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:51
მსოფლიო
Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია
პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა გაჩერდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, ხოლო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.
03 ივნისი 2026, 13:28
საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.
03 ივნისი 2026, 13:25
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.
03 ივნისი 2026, 13:22
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
„არ მეგულება დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი ქვეყანა, რომელშიც საქმე ასეთ დიდი პოლიტიკურ რეესტრში არის აყვანილი,, არის ყველა თეთრი, ფუმფულა ხალხის კრიტიკის ობიექტი და საბოლოო ჯამში ყველა ეს თეთრი, ფუმფულა ხალხი და ქვეყნები მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში“.
03 ივნისი 2026, 13:21
ეკონომიკა
ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა. სებ-ის პრეზიდენტი ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.
03 ივნისი 2026, 13:16
სამართალი
პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:10
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: მაისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან სრულ თანხვედრაშია
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო მასშტაბით ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათ შორის საქართველოშიც. მაისის მონაცემებით, ფასების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.7% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძე.
03 ივნისი 2026, 13:10
საზოგადოება
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს. სკოლა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:09
ეკონომიკა
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის 751 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“. პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.
03 ივნისი 2026, 13:08
რეგიონი
ფოთის მერი: განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით სავსე საღამო გვაჩუქა „აზდაკის ბაღის“ გამორჩეულმა და საოცრად ნიჭიერმა დასმა
ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ქალაქში ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის „აზდაკის ბაღის“ დასის წარმოდგენა გაიმართა.
03 ივნისი 2026, 13:07
საზოგადოება
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 4-5 ივნისს გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
03 ივნისი 2026, 13:07
პოლიტიკა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ მატვეი საფონოვთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნის გამო აკრიტიკებს და უკრაინელ ფეხბურთელ ილია ზაბარნისთვის მიბაძვას ურჩევს.
03 ივნისი 2026, 13:06
საზოგადოება
თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო.
03 ივნისი 2026, 13:06
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება
„მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1 ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება. რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
03 ივნისი 2026, 13:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს?!
მნიშვნელოვანია, რომ ამ მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს. ცდილობდნენ ამ ძალადობის დაკნინებას და ხან ღობის საქმეს უწოდებდნენ და ხან რას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 13:05
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა
დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


