imedi /  14 აპრილი 2020, 02:44 / სანდო წყარო

ენტონი ფაუჩი: CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში არ მიგულისხმია, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში მას არ უგულისხმია, რომ პრეზიდენტი ტრამპი დამნაშავეა იმაში, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში დროულად არ ჩაერია.

„გუშინ ინტერვიუ მქონდა, სადაც ჰიპოთეტური კითხვა დამისვეს. ნებისმიერ ჰიპოთეტურ კითხვას შეუძლია რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ, ვინაიდან პასუხია ის, თუ რა მოხდებოდა ან რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ჰიპოთეტური კითხვის ბუნება შემდეგი იყო: ადრე რომ მიგვეღო ზომები, გადაარჩენდა თუ არა ეს ადამიანებს? პასუხი ამ კითხვაზე დადებითია. რა თქმა უნდა, ზომების მიღება დამხმარე ფაქტორია. აქ ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს მუშაობს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

მისივე თქმით, ინტერვიუში არასწორად შეარჩია ფორმულირება, როდესაც განაცხადა, რომ „ყველაფრის დახურვის გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა“. „პრეზიდენტმა ყური უგდო რეკომენდაციებს და შეზღუდვები დააწესა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

CNN-ის ეთერში წამყვანის კითხვას, იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის რეჟიმი მარტის ნაცვლად თებერვალში დაწესდებოდა, ენტონი ფაუჩიმ უპასუხა:

„ლოგიკურია იმის თქმა, შეზღუდვები ადრე რომ ყოფილიყო დაწესებული, ეს მსხვერპლს შეამცირებდა. არავინ უარყოფს ამას. თავიდანვე ყველაფერი რომ დაგვეხურა, სიტუაცია ცოტათი განსხვავებული იქნებოდა. თუმცა, ყველაფრის დახურვის გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ჩვენ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომელსაც ხელისუფლება ზოგჯერ ითვალისწინებს, ზოგჯერ კი - არა“.


ყველა სიახლე

12 მარტი 2026, 12:43

საზოგადოება

აშშ-ში, ფესტივალზე Boston Wine Expo ქართული ღვინო წარადგინეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ღვინის ფესტივალზე Boston Wine Expo ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 12:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ISFED-მა უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმაში უცხო ქვეყნის მხარე დაიჭირა. ჩვენ გვყავს მეხუთე კოლონა. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში

ISFED-ი ახლა ცდილობს, როგორ დააბეზღოს ბრიტანეთის მთავრობასთან თავისუფალი მედია, რომელიც აგრესორისგან დაცვას ცდილობს. ეს ორგანიზაცია დღეს არის უცხო ქვეყნის მოკავშირე ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდეგ. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 12:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თავს რომ გვაცოდებდნენ ვშიმშილობთო „სინდისის“ პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. ჭამენ, სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ და საზოგადოებას თავს აცოდებენ, ვშიმშილობთო

გუშინ დავრწმუნდით, რომ თავს რომ გვაცოდებდნენ, რომ ვშიმშილობთო „სინდისის“ პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ გამართული და გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, რომ ვშიმშილობთო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

12 მარტი 2026, 12:40

კულტურა

რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.

12 მარტი 2026, 12:36

მსოფლიო

AP: იაპონიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა სპარსეთის ყურეში დაზიანება მიიღო

იაპონიის დროში ქვეშ მცურავმა კონტეინერმზიდმა სპარსეთის ყურეში დაზიანება მიიღო. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არ აქვს არანაირი მომავალი, რომ გააგრძელოს, როგორც ევროკავშირმა

მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არ აქვს არანაირი მომავალი, რომ გააგრძელოს, როგორც ევროკავშირმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 12:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში

საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ თქვენ რა გიკვირთ, ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 12:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმზე: თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად

„ასეთი მექანიზმები რომ არსებობს, ამიტომ ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა ორგანიზაციას. აი ასე, ფულის მფლანგველობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მავნებლობა რომ არის, ამის გაფეტიშება რომ ხდება, ამიტომაც ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს წევრები ვართ, მაგრამ ვხედავთ საპარლამენტო რეზოლუციებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი ჩაწერეს პოლიტპატიმრად. იმ ხალხს რაზე უნდა ველაპარაკოთ? ხომ ფაქტია, რომ ღირებულებითად აცდენილები ვართ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ რა უნდა ავუხსნათ? ქალბატონ გოშევსკას, რომელიც გუშინ გამოდიოდა [ევროპარლამენტში დებატებზე] რა უნდა ვუთხრათ? უბრალოდ შეყვარებულია სააკაშვილზე. რა ვქნათ? ხედავს ამ ადამიანს, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდს. ეს დამოკიდებულება აქვს. რა ვქნათ, როგორ გადავარწმუნოთ, როგორ გადავიყვანოთ იმ ქარიზმით შეპყრობილობისგან, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს? მერე ეს ხალხი გამოდის და ქართველ ხალხზე სერიოზული სახით გვესაუბრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 12:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა

მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად, გლობალურ რაღაც მიდგომად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

12 მარტი 2026, 12:00

მსოფლიო

აშშ-მა, შესაძლოა, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტოს.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 11:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი - მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას

არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ახალი ალიანსისა და გაერთიანებიდან მალევე დაწყებული დაპირისპირების შესახებ.

გივი თარგამაძე

12 მარტი 2026, 11:54

პოლიტიკა

გივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს

ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 11:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ხიდაშელის „ენჯეოზე“: ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. ვნახეთ ესტონური, როგორც ჩანს, ახლა არსებობს კიდევ ჩეხური - სოციალისტური ბანაკი წინაა სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არის მცდელობა სანქციების გვერდის ავლის და სანქციების გვერდის ავლის სქემაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში დარეგისტრირების ფაქტის კომენტირებისას.

გოგა ხაინდრავა

12 მარტი 2026, 11:52

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას! რუსეთის ФСБ-ს განცხადება - „ურა ტავარიშჩი ევროპარლამენტარიი! ურაა!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე დებატებს ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 11:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც გარედან ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

„სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას და მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს - რთულია? რთულია ამ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ შეიძლება? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის, ეს მარტივი, რამდენიმე სიტყვიანი წინადადება თქვას? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში, რომ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა არ არის დემოკრატია? რატომ უჭირთ? იცით რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერი უჭირთ. ამას აკეთებენ განზრახ, იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ, იმიტომ რომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას გარედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 11:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მარკეტა გრეგორევა არის მეკობრეების პარტიის წევრი და ეს ფაქტი ბევრს მეტყველებს მასთან დაკავშირებით და როგორც ერთ-ერთი მეკობრე, თავს ესხმის მედიას

ყველამ გამოაჩინა თავისი სახე, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაა, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მარკეტა გრეგორევაზე საუბრისას.

12 მარტი 2026, 11:40

საზოგადოება

2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ათიათასობით მოსწავლე მონაწილეობდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

12 მარტი 2026, 11:39

მსოფლიო

პენტაგონის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში აშშ-მა 11,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს დახურულ კარს მიღმა განუცხადეს, რომ ირანში ომის პირველ კვირაში 11,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ინფორმაციას The New York Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 11:33

პოლიტიკა

პაპუაშვილი ხოშტარიაზე: სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და გაგმირებას ცდილობენ. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს

სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირების ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

შალვა პაპუაშვილი

12 მარტი 2026, 11:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი

შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების შესახებ.