imedi /  05 ივლისი 2020, 12:13 / სანდო წყარო

რა წესები უნდა დაიცვან სასტუმროებში და ღია/დახურული ტიპის აუზებში

სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:

ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);

სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;

დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;

საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:

დეზობარიერი - შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);

დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით;

დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.

აპარტამენტები და ბინები:

რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა;

სტუმრის გასვლის (checkout) შემდეგ, ოთახების დალაგება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით -დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას. ღონისძიებები კვებით უზრუნველყოფის ბლოკებისთვის:

გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;

საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ჭურჭელი;

სტუმართათვის გამოიყენეთ მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ;

გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემით;

ლოდინის რეჟიმში მყოფი სტუმრებისთვის, წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);

უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით.

მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;

ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:

30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;

31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).

გამონაკლისი სახით შესაძლებელია დამატებით 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის შეძლებისდაგვარად უსაფრთხო დისტანციის დაცვა;

უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და შესაბამისი დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;

ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ 2-ს;

სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;

ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;

გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:

30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;

31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2);

დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:

სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:

ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

გაირეცხოს არანაკლებ 40⁰ C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰ C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

გაივლოს არანაკლებ 65⁰ C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;

წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰ C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის.

დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;

ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკლები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰ C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

დისპენსერები:

უზრუნველყავით საპნის და სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების, ხელის საშრობების, ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერების და მსგავსი მოწყობილობების გამართული მუშაობის მუდმივი რეჟიმი;

უზრუნველყავით სადეზინფექციო გელის დისპენსერების დაყენება სასტუმროს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საერთო საპირფარეშოებში, რომლებითაც სარგებლობენ სტუმრები და პერსონალი, და სხვა ადგილებში (მაგ. სასადილო ოთახის, რესტორნის და ბარების შესასვლელებში).

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;

ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში. კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;

თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია სასტუმროს თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;

თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:

თეთრეულის შეკრება;

ტრანსპორტირება;

რეცხვა და დეზინფექცია;

დაუთოება;

შეფუთვა;

სუფთა თეთრეულის შენახვა;

სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;

დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

ღია და დახურული საცურაო აუზების ოპერირებისთვის უზრუნველყავით:

აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;

აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია წყლის განახლება, რომლის უზრუნველყოფა დიდი ზომის აუზებში ძირითადად ხორციელდება რეცირკულაციის ხარჯზე, მცირე აუზებში კი (აბაზანის ფართობით არა უმეტეს 70 მ2) უწყვეტი წყლის ნაკადით;

რეცირკულაციით წყლის განახლებისას - მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 10%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 8 სთ-ში;

მცირე აუზებში წყლის გამოცვლა, დასაშვებია წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადით. ამასთან, წყლის მთლიანად შეცვლის დრო არაუმეტეს 24 საათისა;

აუზით სარგებლობის პერიოდში უნდა გაკონტროლდეს მადეზინფიცირებელი აგენტის ნარჩენი რაოდენობები წყალში (თავისუფალი ნარჩენი ქლორის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 0,5 მგ/ლ ან მეტს მინიმუმ 30 წუთის კონტაქტის შემდეგ pH- ზე <8.0. ნარჩენი ქლორი უნდა შენარჩუნდეს განაწილების მთელ სისტემაში);

აუზების დეზინფექცია წყლის გაშვების და მექანიკური გაწმენდის შემდეგ, მორწყვის ორჯერადი მეთოდით, თავდაპირველად დეზინფექტანტის 0,6-0,8 ლ/მ2 რაოდენობით, ხოლო შემდგომ აქტიური ქლორის 100 მგ/დმ3 კონცენტრაციის ხსნარით, სადენზინფექციო ხსნარის ჩარეცხვით ცხელი წყლით, მისი გაშვებიდან არაუადრეს 1 სთ-ისა;

შეზლონგი გამოყენებამდე/ ყოველი გამოყენების შემდგომ, დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი - ერთჯერადი შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში. რეცხვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

შეზლონგებს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრისა) (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე);

აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;

უზრუნველყავით გასახდელების და საშხაპეების ხშირი დეზინფექცია;

ღია საცურაო აუზების სივრცე დაასუფთავეთ ოთახების და საჯარო სივრცეების დასუფთავების წესის მიხედვით - სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა ტიპის ღია და დახურული საცურაო აუზები:

ღია და დახურული საცურაო აუზების ოპერირებისთვის უზრუნველყავით:

უზრუნველყავით აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;

საცურაო აუზების ძირითადი სათავსების შიდა დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა;

დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე;

საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები:

რეცირკულაციური ტიპის აუზები;

გამდინარე ტიპის აუზები;

წყლის პერიოდული ცვლის აუზები;

ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით;

აუზებში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს;

აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება, რომლის უზრუნველყოფა ხდება დიდი ზომის აუზებში ძირითადად ხორციელდება რეცირკულაციის ხარჯზე, მცირე აუზებში კი (აბაზანის ფართობით არა უმეტეს 70 მ2) უწყვეტი წყლის ნაკადით;

რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 10%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 8 სთ-ში;

მცირე აუზებში წყლის გამოცვლა დასაშვებია წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადით. ამასთან, წყლის მთლიანად შეცვლის დრო არა უმეტეს 24 საათია;

აუზების დეზინფექცია ტარდება წყლის გაშვების და მექანიკური გაწმენდის შემდეგ, მორწყვის ორჯერადი მეთოდით, თავდაპირველად დეზინფექტანტის 0,6-0,8 ლ/მ2 რაოდენობით, ხოლო შემდგომ აქტიური ქლორის 100 მგ/დმ3 კონცენტრაციის ხსნარით, სადეზინფექციო ხსნარი ჩაირეცხება ცხელი წყლით, მისი გაშვებიდან არაუდრეს 1 სთ-ისა.

აუზით სარგებლობის პერიოდში უნდა გაკონტროლდეს მადეზინფიცირებელი აგენტის ნარჩენი რაოდენობები წყალში (თავისუფალი ნარჩენი ქლორის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 0,5 მგ/ლ ან მეტს მინიმუმ 30 წუთის კონტაქტის შემდეგ pH- ზე <8.0. ნარჩენი ქლორი უნდა შენარჩუნდეს განაწილების მთელ სისტემაში);

საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო –ლაბორატორიული კონტროლი შემდეგი მაჩვენებლების განსაზღვრით და ნიმუშის აღების ჯერადობით:

ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები (კოლიფორმული ბაქტერიები, თერმოტოლერანტული კოლიფორმული ბაქტერიები, კოლიფაგი და ლეციტინაზა დადებითი სტაფილოკოკები), ასევე ამონიუმის აზოტის, ქლორიდების და აუზის წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის გამოყენებული რეაგენტების ნარჩენი რაოდენობის შემცველობა – 10 დღეში ერთხელ;

ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (სიმღვრივე, ფერიანობა, სუნი) – დღეში ერთხელ, დღის ან საღამოს საათებში;

გამაუსნებოვნებელი რეაგენტების (ქლორი, ბრომი, ოზონი) ნარჩენი რაოდენობის შემცველობა - აუზის მუშაობის დაწყების წინ და შემდგომ;

შეზლონგი გამოყენებამდე/ ყოველი გამოყენების შემდგომ, დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი - ერთჯერადი შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში. რეცხვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;

შეზლონგებს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრისა) გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე;

აკრძალეთ შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;

უზრუნველყავით გასახდელების და საშხაპეების ხშირი დეზინფექცია;

აუზის აბაზანებში წყლის ხარისხის მაჩვენებლები და ნორმატივები მაჩვენებლები ნორმატივები ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები სიმღვრივე მგ/დმ, არა უმეტეს 2 ფერი გრადუსებში, არა უმეტეს 20 სუნი ბალებში, არა უმეტეს 3 ამონიუმის აზოტი, მგ/დმ3 დაიშვება არა უმეტეს 2-ჯერ მომატება საწყის შემცველობასთან შედარებით ქლორიდები, მგ/დმ3 დაიშვება მომატება არა უმეტეს 200 მგ/დმ3-ით საწყის შემცველობასთან ნარჩენი ქლორი:

თავისუფალი, მგ/დმ3 არა უმეტეს 0,5

ნარჩენი ოზონი მგ/დმ3 არა უმეტეს 0,1

ნარჩენი ბრომი, მგ/დმ3 არა უმეტეს 0,8-1,5

ძირითადი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები

კოლიფორმები 100 მლ-ში არ უნდა აღმოჩნდეს თერმოტოლერანტული კოლიფორმები 100 მლ-ში არ უნდა აღმოჩნდეს

კოლიფაგი 100 მლ-ში, არა უმეტეს 2 ლეციტინაზოდადებითი სტაფილოკოკები 1000 მლ-ში არ უნდა აღმოჩნდეს

დამატებითი მიკრობიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლები

ინფექციური დაავადებების აღმძვრელები 100 კლ-ში არ უნდა აღმოჩნდეს

ლურჯჩირქმბადი ჩხირები 1000 მლ-ში ___“___

ლამბლიების ცისტები 50 ლ-ში ___“___

ჰელმინთების კვერცხები და ჭუპრები 50 ლ-ში ___“___

სპორტულ-გასართობი ცენტრები:

აიკრძალოს ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება;

დროებით, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, აკრძალოს საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება;

აიკრძალოს სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული გასართობი და სპორტული ზონების ფუნქციონირება. სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ სასტუმროს მიმღების თანამშრომლებთან, თითოეული დასაქმებული უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით, ასევე მიმღების მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;

დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანი დალაგების დროს დ ხელთათმანი გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა (წყლითა და საპნით დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით).

უსაფრთხოების დამატებითი ზომები დალაგების დროს:

სასტუმროს ნომრების დალაგება განახორციელეთ დღეში ერთხელ, დროის იმ შუალედში, როცა ვიზიტორი არ იმყოფება ნომერში;

დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;

დაუშვებელია მშრალი დაგვა და მტვრის გადაწმენდა, რათა თავიდან ავიცილოთ მტვრისა და მიკროორგანიზმების მოხვედრა ჰაერში და სუფთა ზედაპირებზე;

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, (მაგალითად, საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით) და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი (საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი) ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;

დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;

დისტანციური მართვის პულტები აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე პარკებით;

სტუმრის სასტუმროდან გასვლის (check out) შემდეგ, ოთახების დალაგება განახორციელეთ შემდეგი პრინციპით:

დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;

ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა შესაძლო დაინფიცირებული პირის/პირების რესპირატორული სეკრეციის ან სხვა ორგანული სითხეების მოხვედრით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა - გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;

ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან 10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;

მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;

მათეთრებელი საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ისეთ ნივთებზე, როგორიცაა:

ტელეფონი, დისტანციური მართვის პულტი, კარის სახელური, ლიფტის ღილაკი და ა შ. აღნიშნულის დასამუშავებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარი;

არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;

მომხმარებლის ოთახში ტექნიკოსის/ინჟინრის ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში აღჭურვეთ ის სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სახის დამცავი ფარი/სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანი.

დამლაგებლისა და სამზარეულოს პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;

სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;

სპეციალური/სქელი ხელთათმანი (მრავალჯერადი);

თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);

დახურული სპეცფეხსაცმელი.

არჩევითი დასუფთავების პროგრამები:

სასტუმროს პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერდეს სტუმრების სურვილისამებრ ოთახის დალაგების მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ოთახის დალაგება წარმოადგენს აუცილებლობას, მომსახურება უნდა განხორციელდეს სტუმრის ოთახში არყოფნის დროს.

კორონავირუსზე სავარაუდო სიმპტომების მქონე და დაინფიცირებულ სტუმართა მონიტორინგი:

თუ სასტუმროში რომელიმე ვიზიტორს აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომი, სასტუმროს პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;

ასეთ შემთვევაში პერსონალი უნდა მოერიდოს აღნიშნულ სტუმრებთან მჭიდრო კონტაქტს, ხოლო სტუმრისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამოიყოს დროებითი იზოლირებული ოთახი, სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შესამცირებლად;

იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს პერსონალს მოუწევს აღნიშნულ სავარაუდო სიმპტომის მქონე პირთან კონტაქტი (მაგ.: საკვების მიწოდება, დალაგება), მნიშვნელოვანია დაცული იქნეს სათანადო დისტანცია და გამოიყენოს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა;

იმ სიტუაციებისთვის როდესაც სავარაუდო სიმპტომის მქონე სტუმარი იმყოფება ან/და დატოვა დაწესებულება, მოქმედებს განსაკუთრებული დასუფთავების და დეზინფექციის გეგმა, რომელიც გულისხმობს ოთახის დალაგებამდე ჩატარდეს ოთახის სრული დეზინფექცია და საფუძვლიანი განიავება. მხოლოდ ამ პროცედურების შემდგომ განხორციელდეს ოთახის დასუფთავება/დალაგება;

დასუფთავების და დალაგების პერსონალმა უნდა აცნობოს ხელმძღვანელობას ან მიმღებ (reception) განყოფილებას ან ადმინისტრაციას ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, მათ შორის, ოთახებში სავარაუდოდ დაავადებული სტუმრების ყოფნის თაობაზე.

მოთხოვნები დამსაქმებულთა მიმართ:

დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

ნიღაბი;

ხელთათმანი;

საჭიროების შემთხვევაში, დამცავი სათვალე და/ან სახის დამცავი ფარი;

სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი.

თანამშრომელთა ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ სრულყოფილი ინფორმაცია ჰიგიენისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, მათ შორის - ხელის ჰიგიენის, ნიღბის, ბახილების და ხელთათმანის გამოყენების, აგრეთვე, მათი მორგების, ტარების მოხსნისა და მოცილების (ნარჩენების კონტეინერში განთავსება) შესახებ;

უზრუნველყავით ნარჩენების მართვა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაუშვათ კონტეინერების გადავსება და უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მათი დაცლისას. მოახდინეთ ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

პერსონალს/სასტუმროს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია დასუფთავების ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხო ღონისძიებების, აგრეთვე სარეცხი/სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ;

განახორციელეთ მონიტორინგი პერსონალის მიერ დალაგებისა და დეზინფექციის პროცედურის ჯერადობასა და ხარისხზე;

დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:

სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ გამოცხადდეთ ნიღბის გარეშე;

დაიცავით ჰიგიენის წესები.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მსა);

სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

გამოიყენეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 20:27

საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რეფორმა - საუკეთესო შედეგი განათლების სფეროში და პირველი ადგილი კვლევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი პროგრესი საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე. გლობალური კვლევის შედეგებით, საქართველოს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

08 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - მმართველი გუნდის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - ყოფილი პრემიერ მინისტრის, რომელსაც დანაშაული უკვე აღიარებული აქვს. „ასავალ-დასავალის“ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სტატიები შეკვეთილია, მიზანი კი ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

08 სექტემბერი 2026, 20:16

მსოფლიო

უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების ბლოკირების გამო ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა (COELA) უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების უწყვეტი ბლოკირების გამო ისევ ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

გაზრდილი ეკონომიკა, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლები და განათლების სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები - პრემიერის განცხადებები მთავრობის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაზრდილი ეკონომიკა, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლები და განათლების სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის მნიშვნელობას. ნინო არღვლიანი გვეტყვის უფრო მეტს.

08 სექტემბერი 2026, 19:49

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 2026 წლის ნომინანტებს შორის დასახელდა

საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟულმა ინდივიდუალურმა ჯილდომ - „ოქროს ბურთმა“ (Ballon d'Or) - 2026 წლის ნომინანტთა ოფიციალური სია გამოაქვეყნა.

ირაკლი მეზურნიშვილი

08 სექტემბერი 2026, 19:48

ეკონომიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე

PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა.

იჩირო აისავა

08 სექტემბერი 2026, 19:44

ეკონომიკა

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა

იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ იჩირო აისავამ ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა შეაფასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

თენგიზ შარმანაშვილი

08 სექტემბერი 2026, 19:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლისძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ჰქონია კავშირი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

08 სექტემბერი 2026, 19:25

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 19:22

მსოფლიო

რუმინეთმა რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა. უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

08 სექტემბერი 2026, 18:59

მსოფლიო

ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში

ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram-არხზე იუწყება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დაახლოებით 3.2 მილიარდი ევროა გამოყოფილი.

08 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement - ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარი
დავით სონღულაშვილი

08 სექტემბერი 2026, 18:46

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქო, აზერბაიჯანი) ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს შეხვდა.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:45

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივით და მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნის პოლიტიკა და ხელისუფლების გადაწყვეტილება მაქსიმალურად არის მიმართული იქითკენ, რომ მოსახლეობის განათლების ხარისხის ამაღლება და განათლების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა იყოს გარანტირებული

ის მოცემულობები, რომლებიც ამ კვლევამ წარმოაჩინა და მისი სწორი ანალიზი არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის, რაც ერთი წლის წინ დაანონსდა და შემდგომში მთავრობის დადგენილებით მივიღეთ რეფორმის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ემთხვევა იმ გამოწვევებს, რომლებზეც ამ კონტექსტში ჩვენ გვიწევს მუშაობა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია

რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

08 სექტემბერი 2026, 18:35

მსოფლიო

კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ არ არის განწყობილი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აზრად არ მოსდის ევროპის ქვეყნების მიმართ მტრული გეგმები, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

ვლადიმირ პუტინი

08 სექტემბერი 2026, 18:28

მსოფლიო

კრემლი: ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

08 სექტემბერი 2026, 18:17

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ილაპარაკა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

08 სექტემბერი 2026, 18:15

სამართალი

აჭარის პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს.

გივი მიქანაძე

08 სექტემბერი 2026, 18:13

საზოგადოება

გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის სფეროში გვაქვს პროგრესი

91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.