ავსტრალიის მთავრობამ მელბურნში საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა
ფოტო:shutterstock.com
ავსტრალიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მელბურნში, საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამოაცხადა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირების მეორე ტალღის დაწყების რისკი გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობა 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გამოცემის ცნობით, მელბურნში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც კრიზისის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია.
ვიქტორიის შტატის პრემიერმა, დანიელ ენდრიუსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიც არის სამსახურებრივი აუცილებლობით გამოწვეული გადაადგილება, სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი და გადაუდებელი სერვისების მიღების აუცილებლობა.
7 ივლისის მონაცემებით, ავსტრალიაში, სულ COVID-19-ით ინფიცირების 8,755 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 106 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 7,455 ინფიცირებული.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 04:21
მსოფლიო
ტრამპი ირანში ოპერაციის დროს ბენზინზე ფასების ზრდის შესახებ: მე ეს საერთოდ არ მაწუხებს - თუ მოიმატებს, დაე, მოიმატოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის შეშფოთებული აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია ირანთან გაფართოებული კონფლიქტით.
06 მარტი 2026, 04:14
მსოფლიო
ტრამპი: ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია
ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე.
06 მარტი 2026, 04:00
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი: ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების
ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების, - განუცხადა Sky News-ს გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა.
06 მარტი 2026, 03:54
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის ომის უფლებამოსილებების შეზღუდვის მცდელობა დაბლოკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის უფლებამოსილებებს ზღუდავდა ირანის წინააღმდეგ შეტევის გასაგრძელებლად.
06 მარტი 2026, 03:47
მსოფლიო
ტრამპი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ირანის სამხედრო ძალებს ჩაბარებისკენ, ხოლო ირანელ ხალხს - აჯანყებისა და იმ თეოკრატიული მთავრობის დამხობისკენ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს.
06 მარტი 2026, 03:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
06 მარტი 2026, 03:26
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკას საბრძოლო მასალის დეფიციტი არ აქვს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს შემტევი ან თავდაცვითი იარაღის დეფიციტი, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პენტაგონი სასწრაფოდ ცდილობს ჩამჭრელი რაკეტების მარაგების შევსებას.
06 მარტი 2026, 03:20
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანის შემდეგ აშშ კუბაზე გადაერთვება - „ეს მხოლოდ დროის საკითხია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებას კუბაზე გადაიტანს მას შემდეგ, რაც ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები დასრულდება.
06 მარტი 2026, 03:12
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანმა „შეთანხმების დადება“ სთხოვა - „მე ვუთხარი: ცოტა დაგაგვიანდათ, ახლა ჩვენ მათზე მეტად გვინდა ბრძოლა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მას დაუკავშირდა ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევის იმედით.
06 მარტი 2026, 03:03
მსოფლიო
ტრამპი ირანელ დიპლომატებს თავშესაფრის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელ დიპლომატებს „მთელ მსოფლიოში“, რომ თავშესაფარი მოითხოვონ.
06 მარტი 2026, 02:56
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა „მხოლოდ ახლა დაიწყო“ - „ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგები სავსეა, ჩვენი ნება კი ურყევი“
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში სიტყვით გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ერთპიროვნულად აკონტროლებს ირანში მიმდინარე აქტივობების განრიგს და ასე გააგრძელებს „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიოს“ თავის მიზნებს.
06 მარტი 2026, 01:52
მსოფლიო
The Washington Post: ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო კამპანიამ ირანის წინააღმდეგ გაანადგურა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მწყობრიდან გამოიყვანა კრიტიკული სამხედრო მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურა და საბრძოლო შესაძლებლობები, ასევე დააზიანა სამოქალაქო შენობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა“.
06 მარტი 2026, 01:23
მსოფლიო
ზელენსკი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე: პირადად მე მას არ აღვადგენდი - იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა უკრაინისთვის პრინციპულად მიუღებელია.
06 მარტი 2026, 01:10
მსოფლიო
The Wall Street Journal: გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს
ხუთშაბათს, გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს, რაც ვაშინგტონის მოსკოვთან მზარდ დაახლოებაზე მიუთითებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
06 მარტი 2026, 00:53
რეგიონი
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
06 მარტი 2026, 00:51
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის, რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, თუ ტრამპის ეს ოპერაცია იქნება წარუმატებელი, მას ოპონენტები აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს
ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენს.
06 მარტი 2026, 00:49
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია, ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. ჯობია სამშვიდობო მოლაპარაკებაზე გადავიდნენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 90 მილიონიანი ქვეყნის წაქცევა ასე იოლი არ არის
დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია. ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. მინდა გავიხსენო მაგალითად, ერაყში საერთაშორისო კოალიციის ინტერვენცია განხორციელდა თითქმის ნახევარი მილიონი ჯარისკაცით. შეერთებულ შტატებს ახლა რეგიონში ჰყავთ 50 ათასი, ამ ოპერაციაში ჩართული. ავღანეთშიც კი, რომელიც ერაყზე და ირანზე მეტად მცირე რესურსების მქონეა, 2001 წელს განხორციელდა 200 ათასი ჯარისკაცით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს იმდენი ცოცხალი ძალა რეგიონში, რომ განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
06 მარტი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: მშვიდობა რომ გაქვს, თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს ეს ფაქტია, არის ასეთი აფორიზმი, რომ ომების ისტორია ეს ადამიანური შეცდომების ისტორია, არის მეორე აფორიზმიც რომ მშვიდობა ეს არის გამარჯვება, რომელზეც წიგნები არ იწერება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგი არსებულ ვითარებაში საქართველოს პოზიციას იწონებს და მას მოზომილს უწოდებს.
06 მარტი 2026, 00:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. საზოგადოება ხედავს უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას და მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
06 მარტი 2026, 00:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით, მოგატყუებთ
„იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ამ [ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის] მიმართულებით, მოგატყუებთ, თუმცა ჯანსაღი განვითარებები ნამდვილად არის წევრ სახელმწიფოებში. მათთან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ეს მარტო უნგრეთს და სლოვაკეთს არ ეხება.


