imedi /  21 სექტემბერი 2020, 09:47 / სანდო წყარო

დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

21 სექტემბერს ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ასევე, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე“, - აღნიშნულია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 სექტემბერი 2026, 19:29

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ორ პირზე, რის შედეგადაც ერთ დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს.

15 სექტემბერი 2026, 19:21

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადგილობრივი ოფიციალური პირები ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება?

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რომელმაც შესაძლოა ვაშინგტონში ძალთა ბალანსი შეცვალოს, ადგილობრივი და შტატის ოფიციალური პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება? - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

15 სექტემბერი 2026, 18:38

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

15 სექტემბერი 2026, 18:35

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრაზე, ევროპულ ორგანიზაციებში ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

ილჰამ ალიევი

15 სექტემბერი 2026, 18:27

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა

ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 18:24

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი ახალ სახელმძღვანელოებზე: ფორმა, მეთოდოლოგია აბსოლუტურად შეცვლილია და ეს არის კონსტრუქტივისტული მიდგომით წარმოდგენილი სახელმძღვანელოები. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლე პასიური მსმენელი კი არ არის, არამედ თავად არის ამ ცოდნის შენების მონაწილე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითად საკითხებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ახალი მეთოდოლოგიით შედგენილი სახელმძღვანელოებით მოსწავლე არ არის პასიურ როლში და ის თავად მონაწილეობს ცოდნის შექმნაში.

თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 18:24

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: აჭარაში წლის ბოლომდე 20 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება, 2027 წელს 7 ახალი სკოლა აშენდება, 20 სკოლაში კი პროცესი დაიწყება

„სისტემაში გვაქვს 2085 სკოლა და სკოლების უმრავლესობას სჭირდება ან სრული რეაბილიტაცია, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ვიცით, რომ არის ბევრი სკოლა, სადაც მრავალი წელია ეს პროცესი ვერ დასრულდა, ამიტომ ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროს ცალკე კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც სათითაოდ გავდივართ ყველა სკოლის საკითხს. პრიორიტეტები განსაზღვრულია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

15 სექტემბერი 2026, 18:22

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: არაქართულენოვან მოსახლეობას ესმის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ სახელმწიფო ენის სწავლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მათივე სურვილის მიხედვით, ცალკე გავხსენით ქართული სექტორები

21 არაქართულენოვან სკოლაში ცალკე გაიხსნა ქართული სექტორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

15 სექტემბერი 2026, 18:20

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ოფიციალური პირები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელებისგან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად გლობალური წესების შემუშავება იქნება

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული დღის წესრიგის პროექტისა და ევროკავშირის ორი დიპლომატის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელებისგან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად გლობალური წესების შემუშავება იქნება.

 თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 18:16

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: განათლების სამინისტრო 2026-27 სასწავლო წელს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. პირველად მოხდა, როდესაც სისტემაში საყოველთაო რეგისტრაციამდე, პირველკლასელთა რეგისტრაციას ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაემატა

განათლების სამინისტრო 2026-27 სასწავლო წელს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

15 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ტარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

„როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ტარდება, როდესაც არ არის საკმარისი ინფორმაცია - რა საკითხებს შეეხებოდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი, ხომ არ არის ეს ამის გაგრძელება? ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას, მხარი დაუჭირონ რევოლუციას ან სხვა უკანონო პროცესს. ამიტომ დღეს ითქვა კიდევაც, რომ მივესალმებოდით, თუ შესაბამისი საელჩო უფრო ნათელ და გამჭვირვალე განცხადებას გააკეთებდა ამ შეხვედრის ხასიათის შესახებ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

15 სექტემბერი 2026, 17:59

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

ყველა მხარეს აქვს უფლებები. ეს უფლებები 100% -ით იქნება დაცული. ეს იმდენად საჯარო პროცესი იქნება, ამას ყველა ნახავს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვისას.

15 სექტემბერი 2026, 17:59

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რუსთავში კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

თენგიზ შარმანაშვილი

15 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს

საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

თამარ იოსელიანი

15 სექტემბერი 2026, 17:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას, რომელსაც ბათუმმა 7-8 სექტემბერს უმასპინძლა.

15 სექტემბერი 2026, 17:52

მსოფლიო

The Wall Street Journal: ამერიკული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გლობალური კრიზისი უკვე დადგა

ამერიკული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გლობალური კრიზისი, რომელზეც თვეებია ლაპარაკობენ, უკვე დადგა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

15 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: შევეცდებით სასამართლოს წარვუდგინოთ არგუმენტები, რომ ეს პარტიაც ისეთივე არაკონსტიტუციურია, როგორიც სხვა დანარჩენი პარტიები, რომლებზეც აქამდე შესაბამისი სარჩელი შევიტანეთ

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ შეეცდებიან სასამართლოს წარუდგინონ არგუმენტები, რომ ეს პარტიაც ისეთივე არაკონსტიტუციურია, როგორიც სხვა დანარჩენი პარტიები, რომლებზედაც აქამდე სარჩელი უკვე შეტანილია.

თამარ იოსელიანი

15 სექტემბერი 2026, 17:40

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია, ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, შუა დერეფანში უნდა გასამმაგდეს ტვირთების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი კონტრიბუცია აქვს ამ მხრივ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე რეგიონს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროექტია ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტშიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.

ირმა ინაშვილი

15 სექტემბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეს: გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს. მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი

გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს. მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეზე.

15 სექტემბერი 2026, 17:29

პოლიტიკა

ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენების საქმეები განიხილეს და კანონდამრღვევებს ფულადი სანქციები დააკისრეს

ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა ფეისბუქმომხმარებელ დავით სილაგაძის საქმე. მან შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გელაშვილს. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ის მოსამართლემ 3 500 ლარით დააჯარიმა.