http://imedi.ge/ /  21 დეკემბერი 2020, 17:43 / სანდო წყარო

ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა და არსებული შეზღუდვები გამკაცრდა

ლატვია

ლატვიის რესპუბლიკაში 9 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა და არსებული შეზღუდვები გამკაცრდა. ლატვიის რესპუბლიკაში COVID-19-ის გავრცელების რისკების მატების გათვალისწინებით, მინისტრთა კაბინეტის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გაძლიერდა პანდემიასთან ბრძოლის უსაფრთხოების ზომები და კიდევ უფრო გამკაცრდა.

ცნობილია შეზღუდვები, რომლებიც 21 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს: დაუშვებელია კერძო და საზოგადოებრივი შეკრებები; ყოველდღიურ ცხოვრებაში დაცული უნდა იყოს ე.წ. 2+2 (ორი მეტრი ორი ადამიანი) წესის დაცვა; რეკომენდებულია „Apturi Covid“ – (Stop Covid) აპლიკაციის გამოყენება;

შეჩერებულია კულტურული ღონისძიებები, გამოფენებისა და ბაზრობების (მათ შორის საშობაო ბაზრობების) გამართვა; ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმები აგრძელებენ ფუნქციონირებას ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვით; ფუნქციონირებას წყვეტენ ბიბლიოთეკები; არ იმუშავებენ სილამაზის სალონები; რელიგიური თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ერთდროულად შეკრება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მათი საერთო რიცხოვნობა არ აღემატება ნებადართული რაოდენობის 20%-ს;

ნებადართულია ორგანიზებული შეხვედრების, პიკეტების და მსვლელობების მოწყობა ღია ცის ქვეშ და არა უმეტეს 25 ადამიანის მონაწილეობით, ეპიდემიოლოგიური უსაფრთოხების ზომების დაცვით; საყიდლებზე წასვლა ნებადართულია მხოლოდ ინდივიდუალურად.

ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პირველადი საჭიროების საქონელი. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დამრღვევ პირებს უარი უნდა ეთქვათ მომსახურების გაწევაზე. მომხმარებელთა დასაშვებ რაოდენობაზე ინფორმაცია განთავსებულ უნდა იქნას სავაჭრო ობიექტის შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას; ვაჭრობა, სამუშაო დღეების ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ობიექტებში: აფთიაქები, ვეტერინარული აფთიაქების ჩათვლით; ოპტიკის მაღაზიები; ბენზინგასამართი სადგურები;

მაღაზიებს უფლება აქვთ, გაყიდონ შემდეგი საქონელი: საკვები და სასურსათო საქონელი;
ჰიგიენის საშუალებები; აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქონელი; მობილური ტელეფონების წინასწარი გადახდის ბარათები; თამბაქოს ნაწარმი, ელექტრონული მოსაწევი ხელსაწყოები და მათი სითხეები; შინაური ცხოველების საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები; პრესა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები; სახის ნიღბები და სხვა პირადი დამცავი აღჭურვილობა; სასოფლო-სამეურნეო საქონელი; ყვავილები და ნაძვის ხეები. ონლაინ ვაჭრობა არ იზღუდება.

7 დეკემბრიდან ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამკაცრებულია ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტორთა კონტროლი მათ მიერ (ქვეყანაში შემოსვლამდე) ელექტრონული ანკეტის (https://covidpass.lv) შევსების მონიტორინგის მიმართულებით.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2026, 19:26

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსებმა კიევის ცენტრში მდებარე კლინიკა „დობრობუტზე“ იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა დარტყმა მიაყენეს კიევის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში განაცხადა.

28 სექტემბერი 2026, 19:22

სპორტი

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს

საბერძნეთმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების ფინალურ ეტაპს უმასპინძლა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

28 სექტემბერი 2026, 19:21

მსოფლიო

POLITICO: რომის პაპი უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ კომპრომისისკენ მოუწოდა და მეომარ მხარეებს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად დათმობებზე წასვლისკენ მოუხმო, - წერს გამოცემა POLITICO.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 19:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს

2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 19:14

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება

სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

28 სექტემბერი 2026, 19:10

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის ახალი საგანგებო პროტოკოლის განხილვა დაიწყო

ორშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველად იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ საგანგებო პროტოკოლზე. ინიციატივა ითვალისწინებს ერთობლივი მოქმედებებისა და პასუხების შემუშავებას რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიებზე, საჰაერო სივრცის დარღვევებსა და ხანძრის გაჩენის დივერსიულ ფაქტებზე.

28 სექტემბერი 2026, 19:02

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია. ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება და მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია

ევროპის უმთავრესი ძალა ყოველთვის მისი უნარი იყო, მრავალფეროვნებისა და განსხვავებების მიუხედავად, ერთიანობა შეექმნა - საერთო პრინციპების, თანაბარი წესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

28 სექტემბერი 2026, 19:00

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდგეგ ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით, საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.

28 სექტემბერი 2026, 18:58

რეგიონი

გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გვარამიას განცხადებაზე: ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული

ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სააკაშვილზე: ვხედავთ, არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რაღაც რევანშით. კიდევ ერთხელ ემუქრება სისხლისღვრით

მისი და თავისი ე.წ. პარტიის პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამას ჩვენ ვხედავთ არაერთი წელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 18:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ

გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან, სამშობლო რა არის

ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან, სამშობლო რა არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.

28 სექტემბერი 2026, 18:26

მსოფლიო

EURACTIV: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები სულ უფრო მეტად ექცევა ეროვნული ინტერესების გავლენის ქვეშ, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები კრემლის „შავ სიასთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სრულიად სხვა საკითხებში დათმობების მისაღწევად იყენებენ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები სულ უფრო მეტად ექცევა ეროვნული ინტერესების გავლენის ქვეშ, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები კრემლის „შავ სიასთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სრულიად სხვა საკითხებში დათმობების მისაღწევად იყენებენ, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

28 სექტემბერი 2026, 18:22

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციასთან (COP) დაკავშირებული საკითხების და გარემოსდაცვითი კუთხით ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვასა და სათბური გაზების ემისიების შემცირებაზე. მსჯელობა ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის და ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების საკითხებს.

28 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

28 სექტემბერს ქალაქ გოიგოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ბაგიროვი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე სეზაი უჩარმაქი.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 18:15

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები არ განახლებულა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 სექტემბერი 2026, 18:13

სამართალი

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ბრალდებულმა ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ

სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები.

ირაკლი ხელაძე

28 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: მიმდინარე წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხებათ და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში

მიმდინარე წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხებათ და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.