31 იანვარი 2021, 11:42 / სანდო წყარო

ბექა ფერაძე: სავაჭრო ობიექტების თანამშრომელთა ტექსტირების ხარჯებს თებერვალში სახელმწიფო დაფარავს

ბექა ფერაძე

ბექა ფერაძე

1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ეს ობიექტები ხვალიდან ამუშავდებიან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც, სადაც 1-ელ მარტამდე, შეზღუდული რჩება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ამასთან, 1-ელ მარტამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები.

„ხვალიდან, პირველი, სადაც სამუშაო პროცესი აღდგება, არის სავაჭრო მოლები და ობიექტები, რომლებიც საცალო-საბითუმო ტიპის ვაჭრობას ეწევიან. ისინი უკვე დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, სადაც დაარეგისტრირეს საკუთარი საქმიანობა, თანამშრომლები და ეტაპობრივად, დაიწყეს სავალდებულო ტესტირება, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული. თანამშრომლების 20%, ყოველ 14-დღიან ჭრილში, უნდა გაიტესტონ. თებერვალში ტესტირების სახსრებს სრულად დაფარავს სახელმწიფო. 1-ლი მარტიდან კი, კერძო სექტორი ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას თანამშრომელთა ტესტირების პროცესში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალი არაა და ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია“, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ვაშინგტონის გზავნილმაც დაპირისპირება გამოიწვია - მსჯავრდებული სააკაშვილი კი, გარეთ მყოფთა კრიტიკას აგრძელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”, - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადების ეს პასაჟი, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზია.

03 ივნისი 2026, 20:41

მსოფლიო

ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა

ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 20:32

პოლიტიკა

წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? - პარლამენტის თავმჯდომარე პეტერ ფიშერს ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? პეტერ ფიშერის მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში სრულდება, მანამდე კი მორიგ სკანდალში ეხვევა; პარლამენტის თავმჯდომარე მას ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

დიმიტრი გვრიტიშვილი

03 ივნისი 2026, 20:28

საზოგადოება

დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.

03 ივნისი 2026, 20:27

ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 2026 წლის მონაცემს აუმჯობესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი დადებითი საერთაშორისო შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ეხება.

03 ივნისი 2026, 20:20

საზოგადოება

საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივნისი 2026, 20:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალი წევრი აცხადებს, რომ სურს უკრაინის ნატოში ხილვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი შეხვედრის დროს განაცხადა.

03 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.

თენგიზ შარმანაშვილი

03 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.

03 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.

03 ივნისი 2026, 20:12

საზოგადოება

კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტის მასშტაბური პროექტი აჭარაში - ქობულეთში შვეიცარიული ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო ქობულეთში შენდება. კომპლექსი საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებსაც აერთიანებს, მისი საინვესტიციო მოცულობა კი, 300 მილიონი დოლარია.

03 ივნისი 2026, 20:09

ჯანდაცვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 20:04

მსოფლიო

რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის

საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკა გვარამია

03 ივნისი 2026, 19:52

პოლიტიკა

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო

„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

სალომე სამადაშვილი

03 ივნისი 2026, 19:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

გვიდო კროზეტო

03 ივნისი 2026, 18:56

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.

03 ივნისი 2026, 18:54

რეგიონი

სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარია

03 ივნისი 2026, 18:47

საზოგადოება

ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს

გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.