imedi /  03 თებერვალი 2021, 13:30 / სანდო წყარო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო: პირბადეების გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის რესპუბლიკა დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი ნარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის ცვლილებაზე, პარალელურად გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციაზე ისაუბრა საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, დღეს ქვეყნის მასშტაბით 4,3 %-ს შეადგენს, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი - 3,87 %, ხოლო ბოლო 14 დღის - 4,6 %-ია. მისივე განმარტებით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 14 და 7 დღის მონაცემებს და შესაბამისი გადაწყვეტილებები ნებისმიერი შეზღუდვის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით, მათ შორის სწორედ მაშინ უნდა გადაიდგას, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესში მაქსიმალურად თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და რისკი არ შეექმნას როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივას. აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყება. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე ეტაპობრივად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და შემსუბუქდება სხვა შეზღუდვები.

საბჭომ იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ. მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.

ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა. შესაბამისად, გაგრძელდება პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა; მათ მოჰყვებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი, ხოლო შემდეგ - ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. აცრა ნებაყოფლობითია.

საქართველოს მასშტაბით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, გრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან შემოწმდა 1719 ობიექტი, რომელთაგან აკრძალული მომსახურების, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 110 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, გასული 24 საათის განმავლობაში 570 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 259 897 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 251 077 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 221 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 487 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 292 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 384 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2026, 01:09

სპორტი

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში „ალბისელესტემ“ ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ესმაილ ბაღაი

15 ივლისი 2026, 23:48

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს

ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.

მიხაილ ფედოროვი

15 ივლისი 2026, 23:35

მსოფლიო

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს

მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 22:19

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანელებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 22:18

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენი ვალია, დავიცვათ ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ის სიწმინდეები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება

ვლაქერნობის დღესასწაულს წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტობა ქრისტიანულ საფუძველზეა აღმართული და სწორედ ამ საძირკველმა გააძლებინა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი განსაცდელები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო/

ლევან მოსეშვილი

15 ივლისი 2026, 22:17

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია

ავიაკომპანია China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, ეს ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, რადგანაც აქამდე შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში China Eastern Airlines-ის საინაუგურაციო ფრენის შესრულების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულ ფრენებსა და მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 22:15

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის და სახელმწიფო მემკვიდრეობის ღირსეულად შენარჩუნება. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღინიშნება.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2026, 21:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.

15 ივლისი 2026, 21:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

15 ივლისი 2026, 21:13

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 21:03

რეგიონი

ვლაქერნობა - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქ შიო მესამის სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, გრძელდება.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ

„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

15 ივლისი 2026, 20:55

ეკონომიკა

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

15 ივლისი 2026, 20:46

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.

ნაიჯელ ფარაჯი

15 ივლისი 2026, 20:46

მსოფლიო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 20:44

სამართალი

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

15 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

15 ივლისი 2026, 20:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.