ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19 საავადმყოფოებს სამედიცინო ვენტილატორებსა და დამცავ საშუალებებს გადასცემს
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაჩიე ჩურა ეწვივნენ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო), რათა გადასცენ კლინიკას 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ჯანმო-ს ერთობლივი მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ოდენობის სამედიცინო მასალების მიწოდება, მათ შორის საქართველოს გადაეცა 1,8 მილიონ ერთეულზე მეტი პირადი დაცვისა და სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობა, როგორიცაა საიზოლაციო ხალათები, დამცავი სათვალეები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო ნიღბები, რესპირატორები და სხვა. ინიციატივის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგების სერია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით. ინიციატივის მიზანია COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე ეფექტური რეაგირების ხელშეწყობა და საქართველოში ჯანდაცვის სექტორის ზოგადი მზადყოფნის გაძლიერება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. დღეს დამატებით მივიღეთ სასუნთქი აპარატები, სამედიცინო ხალათები და ხელთათმანები. ევროკავშირთან პარტნიორობა COVID პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო და აღსანიშნავია, რომ მათი მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ყველა რთულ პროცესს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩვენი ერთობლივი პროგრამის დახმარებით, გადავცემთ ამ აუცილებელ აღჭურვილობას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ევროკავშირის სოლიდარობის ნიშანია საქართველოს მოსახლეობის მიმართ და იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს COVID-19-ის დასაძლევად. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მივესალმები საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდებას ევროკავშირის მხარდაჭერილი COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში, და, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ახლახანს გამოცხადებულ თანამშრომლობას, რომელიც მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფს ვაქცინაციის მაქსიმალურად ეფექტურ განხორციელებას. ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს ამ პანდემიის პერიოდში და გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას მანამ, სანამ ჩვენ ერთად არ გადავლახავთ ამ გამოწვევას და არ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დიდ იმედს გვაძლევს, მაგრამ სანამ ისინი საკმარისი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, სადაც განთავსებულნი არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები და, ასევე, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების დაცვით“, - განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ.
„ევროკავშირის ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას COVID-19 პანდემიის დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ევროკავშირის მიერ გარანტირებული 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხი უზრუნველყო საქართველოს შვიდი ძირითადი საავადმყოფოს მოდერნიზაციისა და COVID-19-თან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობის შესასყიდად. სესხი მოიცავს ვაქცინების შესყიდვას და ეფექტური მომარაგების ქსელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს COVID-19 პაციენტის ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებას. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, როგორც ევროპის გუნდის წევრმა უზრუნველყო ევროპული მდგრადი განვითარების ფონდის მიერ გარანტირებული 400 მლნ ევროს დაფინანსება, რათა მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკის ქვეყნებს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, COVAX–ის პლატფორმის ვალდებულებების ფარგლებში“, - აღნიშნა მაჩიე ჩურამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.
ამ მხარდაჭერის ნაწილი ხორციელდება ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში და რომლის მეშვეობითაც კლინიკას დღეს გადაეცა სამედიცინო ვენტილატორები და პირადი დაცვის საშუალებები. ამ ინიციატივის ფარგლებში 2020 წელს:
საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოებისა და პირველადი დახმარების ობიექტებისათვის მიწოდებული იქნა 40 000 საიზოლაციო საიზოლაციო ხალათი; 20 000 დამცავი სათვალე; 5 000 სახის დამცავი ფარი; 1 082 000 სამედიცინო ნიღაბი; 328 000 რესპირატორი; 316 00 სამედიცინო ხელთათმანი და 29 ჟანგბადის კონცენტრატორი;
განსაზღვრულ საავადმყოფოებში ჩატარდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობების შეფასება და შესწავლილი იქნა მოსახლეობის ქცევა;
ჩატარდა ტრენინგები ჯანდაცვის ძირითადი პერსონალის, კურსდამთავრებული და მოქმედი ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიის სპეციალისტებისათვის;
ჩატარდა ტრენინგები პრევენციის ზომებზე მაღალი რისკის ჯგუფებისათვის, მათ შორის სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისა და აგრარული ბაზრების მოვაჭრეთათვის;
თბილისსა და ბათუმში მომზადდა პირველადი ჯანდაცვის 50 სპეციალისტი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მომსახურების მიწოდებაში;
სეროპრევალენტობის კვლევამ გააანალიზა 6 200 ნიმუში თბილისსა და რუსთავში, რათა მოსახლეობაში მოძიებული იქნას SARS-CoV-2–ის წინააღმდეგ ანტისხეულები.
გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველო მიიღებს პირველ ვაქცინებს. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 08:01
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს
დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
25 ივნისი 2026, 08:00
სამართალი
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე, აღკვეთის ღონისძიების შესახებ, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, 3 მიმალული მოქალაქის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდება. გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალი 11 ადამიანს უკვე წარედგინა. პარალელურად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.
25 ივნისი 2026, 00:59
მსოფლიო
ტრამპი: იმედგაცრუებული ვიყავი იტალიით, გაერთიანებული სამეფოთი, სტარმერი ახლა არ არის, იმედგაცრუებულები ვიყავით გერმანიითა და საფრანგეთით - ესპანეთი საშინელებათა შოუა, ესპანეთი საშინელია
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა ამავდროულად, მკაცრად გააკრიტიკა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნები.
25 ივნისი 2026, 00:45
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.
25 ივნისი 2026, 00:39
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე რადიკალებზე: 14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არ გამოდის ეს რევოლუციები
„14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არცერთი. იმ დღეს იყო ლაპარაკი, რომ ხუთი დაითვალა კობახიძემო და თუ კარგად მივყვებით, შესაძლოა გაცილებით მეტიაო. არ გამოდის ეს რევოლუციები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
25 ივნისი 2026, 00:34
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: ბოკუჩავა საგარეო ურთიერთობებში მუშაობდა და ამ დროს სააკაშვილმა თამაშში შეიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანი. ე.ი. საგარეო ურთიერთობები მას ნაკლებად სჭირდება. იქნებ ევროპელებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ გარედან პოლიტიკური ძალის იმპორტი არ არის ეფექტური
მიიჩნევენ, რომ უნგრული სცენარი იყო ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე სცენარი, ამ დროს მადიარის საარჩევნო პოლიტიკის კვანძი იყო ორბანის ქსოვილში ჩაჯდომა - არაფერში შეეწინააღმდეგა პრაქტიკულად, გარდა კორუფციის საკითხისა. თავის დროზე სააკაშვილი შევარდნაძეს კორუფციით შეეწინააღმდეგა, თორემ 9 წელიწადი შევარდნაძის ფიგურა იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.
25 ივნისი 2026, 00:26
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
მდაბიო პოდკასტერი და სპორტის ვერშემდგარი კომენტატორი, ვინმე გიორგი კალატოზა ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
25 ივნისი 2026, 00:17
მსოფლიო
იტალიამ უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად
იტალიამ ოთხშაბათს უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ასობით ამერიკული თვითმფრინავი იტალიაში მდებარე აშშ-ის ბაზებიდან აფრინდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად. რომის განცხადებით, მათ ნებართვა მხოლოდ ტექნიკური და ლოგისტიკური ფრენებისთვის გასცეს.
25 ივნისი 2026, 00:02
მსოფლიო
ილონ მასკი: USAID-ის ფულით ჩინეთში კორონავირუსზე კვლევა ფინანსდებოდა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური სახსრები მოხმარდა ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებს, რამაც, მასკის თქმით, „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.
24 ივნისი 2026, 23:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში
როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.
24 ივნისი 2026, 23:51
მსოფლიო
მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს.
24 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის
ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას. მაჭავარიანის თქმით, ნაკლებად სავარაუდო რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
24 ივნისი 2026, 23:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ
მათ აქ სჭირდებათ აგენტები, რადგან დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში შუა კორიდორის თემა იქნება და სჭირდებათ მართული ხელისუფლება, რომ სიტუაცია მართონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
24 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.
24 ივნისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს
ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.
24 ივნისი 2026, 23:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.
24 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში, პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემის ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას არავისთვის ფასი არ აქვს
არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
24 ივნისი 2026, 23:02
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
24 ივნისი 2026, 22:58
მსოფლიო
უკრაინაში ისრაელის საელჩო: 21 ივნისს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქცია გაიმართა - მონაწილეები ნაცისტურ მისალმებებს გაჰყვიროდნენ და ნაცისტურ ჟესტებს იყენებდნენ, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ აქციასთან დაკავშირებით
უკრაინაში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო, რომლებიც „ნაცისტურ მისალმებას გაჰყვიროდნენ“. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს,


