საგაზაფხულო არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე მასწავლებლებს Covid ტესტირება უტარდებათ
ფოტო: განათლების სამინისტრო
საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 15 მარტს, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში განახლდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტესტირების პროცესი სხვა სკოლებთან ერთად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა და იგი სრულ მზადყოფნაში ხვდება სწავლის განახლებას. სკოლა სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს 15 მარტიდან უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება.
საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 19:27
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი
„2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე.
16 ივლისი 2026, 19:22
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით
„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 19:07
ეკონომიკა
სერდარ ბერდიმუჰამედოვი: ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ
ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 19:05
მსოფლიო
Reuters: იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმას მხარი დაუჭირა - ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ჯორჯია მელონის მცდელობაა, 2027 წლის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს და ძალაუფლება შეინარჩუნოს
ხუთშაბათს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმას მხარი დაუჭირა - ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მცდელობაა, 2027 წლის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს და ძალაუფლება შეინარჩუნოს, - წერს სააგენტო Reuters-ი.
16 ივლისი 2026, 18:41
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა არგენტინის ნაკრების მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული ბანერის გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა. ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი იყო დატანილი. კერძოდ, წარწერა: „მალვინის კუნძულები არგენტინაა“.
16 ივლისი 2026, 18:26
მსოფლიო
მერცი: „ასოცირებული წევრობა“ უკრაინაში შესაძლოა არაპოპულარული იყოს - ნაცვლად ამისა, ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ხმის უფლების გარეშე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა ღია უნდა დარჩეს რუსეთთან ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად. მან გააფრთხილა, რომ გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა უკრაინელი ხალხის ღალატის ტოლფასი იქნება.
16 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: 10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით
10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარ-ცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას.
16 ივლისი 2026, 18:24
რეგიონი
გონიოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ადგილობრივ ოჯახებს თანამედროვე, ხარისხიან და კომფორტულ სააღმზრდელო გარემოს შესთავაზებს.
16 ივლისი 2026, 18:10
ეკონომიკა
მაია ომიაძე: როდესაც ადამიანი ახალი დანიშნულების ადგილს არჩევს სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, არჩევანს გააკეთებს იმ ადგილზე, სადაც პირდაპირი რეისია, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს. საქართველო ჩინელებისთვის სწორედ ასეთი ახალი დანიშნულების ადგილია
გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე იყო. ეს არის პირველი შორ მანძილზე ფრენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესრულდა. შანხაი-თბილისის მიმართულებით გუშინ საღამოს დაეშვა რეისი, რომელიც 98%-იანი დატვირთულობით იყო და უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი რეისების სრულად სავსეა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
16 ივლისი 2026, 18:06
საზოგადოება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება.
16 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ. შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, არსად წასულან და არც მათი სურვილი საქართველოს დამორჩილებისა, არსად დაკარგულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატიაზე საუბრისას.
16 ივლისი 2026, 17:58
მსოფლიო
პრემიერი: განვაგრძობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი, საქართველო და თურქმენეთი იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში
„საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად“, - აღნიშნა პრემიერმა.
16 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო, ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო. ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს მირატბერდი გაიპოვს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია
დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 17:51
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც მარკო რუბიოს ინიციატივით იმართება მინისტერიალი და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი. მნიშვნელოვანია ამავდროულად საკითხი და ზოგადად, თემა, თუ რასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსიები
მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც მარკო რუბიოს ინიციატივით იმართება მინისტერიალი და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
16 ივლისი 2026, 17:46
პოლიტიკა
ვაშინგტონში დაიწყო მინისტერიალი, რომელშიც მარკო რუბიოს მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს
ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალი დაიწყო.
16 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
კანადაში 800-ზე მეტი ტყის ხანძარი მძვინვარებს
კანადის ტყის ხანძრების უწყებათაშორისი ცენტრის მონაცემებით, ამჟამად კანადაში 857 აქტიური ხანძარია, მათ შორის ხუთშაბათს 23 ახალი კერა გაჩნდა. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში წვიმას პროგნოზირებენ, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ ნალექი ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი არ იქნება.
16 ივლისი 2026, 17:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის თვითლუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომ ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს
ეს არის თვითლუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, რომ ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომ „უკრაინა მალე ომს რომ მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.


