NDI-ის კვლევა: ეკონომიკა და ჯანდაცვა კვლავ უმთავრესი პრიორიტეტებია, მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობის გამყარება იქნება
ფოტო: არქივი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის თავზე, მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ (68 პროცენტი, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო), თუმცა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელოდებიან.
„გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და „კოვიდ-19“-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია. მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს. პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ. მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია. მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.
მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).
მოქალაქეები „კოვიდ-19“-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ“, - აღნიშნულია ორგანიზაციების პრესრელიზში.
„ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს“, - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა.
ამასთან, გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ელოდება, რომ არჩეული თანამდებობის პირები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნებენ. მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეები მათგან ინკლუზიის საკითხებზე მუშაობას მოელიან: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ განაწილებას ემხრობა. ეს მოსაზრება პარტიული სიმპათიების მიხედვით არ იცვლება. მოსახლეობის უმრავლესობას (54 პროცენტი) არ სჯერა, რომ პარლამენტი მათნაირი ადამიანების აზრს ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ (55 პროცენტი). საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ნდობის ნაკლებობა პარლამენტის მუშაობაში ჩართვის სურვილზეც აისახება. პარლამენტთან კომუნიკაციის ფორმებზე საუბრისას, მოსახლეობის ყველაზე დიდმა ნაწილმა (39 პროცენტი) თქვა, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობა არ სურს.
„NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 10:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.
13 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
13 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პიტერ მაგიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.


