imedi /  21 მაისი 2021, 13:34 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად დააწვება

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად დააწვება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა თანმიმდევრულობა, ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.

„შეზღუდვების შემსუბუქება იქნება საყურადღებო ტესტი, თუ როგორ გავითავისეთ ის უნარები, რაც პანდემიის სწორად მართვისთვის და ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი.

საკმარისი დრო გავიდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, იყო სირთულეები. სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე ვერ გავართვით თავი ამ გამოწვევას, მაგრამ რომ არა თანმიმდევრულობა, ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.

დღეს მეტი ინფორმაცია არსებობს ვირუსის შესახებ, თუმცა მუტირებული შტამები დამატებით რისკებს მაინც ქმნის. საბედნიეროდ, უკვე შექმნილია ვაქცინა. მართალია, მისი ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რადგან მიწოდება მკვეთრად ჩამორჩება მოთხოვნას, მაგრამ პროცესი თანდათან ძალას იკრებს, რაც იმედის მომცემია.

COVID-19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის ბიზნესი, რასაც დროული რეანიმაცია სჭირდება, ეს კი თითოეული ჩვენგანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

თუ არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ეს კი პრაქტიკულად ყველა საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება. პირბადის მოხმარება, ჰიგიენური წესების დაცვა, ფიზიკური დისტანცია, ვაქცინაციასთან ერთად, პანდემიასთან ბრძოლის უცვლელ იარაღად რჩება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

ლევან კობიაშვილი

21 თებერვალი 2024, 16:55

სპორტი

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

21 თებერვალი 2024, 16:55

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლები დროებითი კომისიის მუშაობის მანდატის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღინიშნა, რომ, უახლოეს პერიოდში, გასვლითი ღონისძიება გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.

21 თებერვალი 2024, 16:47

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.

21 თებერვალი 2024, 16:38

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

21 თებერვალი 2024, 16:36

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს.

21 თებერვალი 2024, 16:31

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი ხატია დეკანოიძეს: სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი

საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. ქალბატონმა ხატიამ მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 16:30

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.

დავით კაჭარავა

21 თებერვალი 2024, 16:07

პოლიტიკა

დავით კაჭარავა: ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას.

21 თებერვალი 2024, 16:06

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

21 თებერვალი 2024, 16:05

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი გიორგი ვაშაძეს: თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო

„თუ ავიღებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, სადაც ტრადიციულად შედარებით დაბალია ინფლაცია და ბუნებრივია ეკონომიკური ზრდაც დაბალია, მათთან შედარებითაც საქართველომ კარგად შეძლო ინფლაციის მოლოდინების მართვა. ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებს, უზრუნველყოფს რომ გრძელვადიან პერიოდშიც ინფლაცია ყოველთვის იყოს მიზნობრივ მაჩვენებელში. მიზნობრივ მაჩვენებელში იყო საშუალო წლიური ინფლაცია გასულ წელსაც, რომელმაც 2,5% შეადგინა, თუმცა, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ინფლაციის და ფასების დონე მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, განსხვავებით ძალიან ბევრ სამეზობლო ქვეყანასთან, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ქვეყნებთან შედარებით, სადაც შედარებაც არ შეიძლება იმდენად განსხვავდება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

21 თებერვალი 2024, 16:05

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან

ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი. ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

21 თებერვალი 2024, 16:02

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

21 თებერვალი 2024, 16:01

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home“ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

21 თებერვალი 2024, 15:59

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში

ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

21 თებერვალი 2024, 15:59

პოლიტიკა

ასოცირების საბჭო: ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.

21 თებერვალი 2024, 15:58

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

21 თებერვალი 2024, 15:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან „ნაცი“ არ არის, მაგრამ „ნაცებთან“ გაერთიანდება, ასეთი უცნაური სქემა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ, ამომრჩეველს ატყუებენ

გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან "ნაცი" არ არის, მაგრამ "ნაცებთან" გაერთიანდება - აი ასეთი უცნაური სქემა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ, ამომრჩეველს ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 15:37

მსოფლიო

„კონფლიქტის შეიარაღების კვლევის“ ბრიტანული საგამოძიებო ორგანიზაცია: რუსეთის მიერ უკრაინაში გასროლილი რაკეტა ამერიკულ და ევროპულ საწარმოებში დამზადებულ ასობით კომპონენტს შეიცავდა

ანგარიშის თანახმად, დეტალურად შეისწავლეს 2024 წლის იანვარში, ხარკოვში ჩამოვარდნილი ჩრდილოეთ კორეული რაკეტის 290 ნამსხვრევი, მათგან 75 პროცენტი ამერიკის კომპანიების მიერ შექმნილია და გაყინული, რუსეთის მიერ გამოყენებული რაკეტის კომპონენტების 16 პროცენტი კი ევროპულ საწარმოებს უკავშირდება

კირილ ბუდანოვი

21 თებერვალი 2024, 15:33

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის დასამყარებლად ძალები არ ჰყოფნის

კირილ ბუდანოვის თქმით, ორწლიანი ომის შედეგად, ოკუპანტის არმია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ნაკლებობას განიცდის და ამის გამო რთულ ვითარებაშია. გამოცემა წერს, რომ თუ უკრაინა 2024 წელს ფრონტის ხაზზე პოზიციების შეინარჩუნებს, მოწინააღმდეგის არმიის გამოფიტვას და საკუთარი ძალების აღდგენას შეძლებს. 2025 წელს კი ახალი კონტრიერიშის დაწყების საშუალება მიეცემა.

21 თებერვალი 2024, 15:31

სამართალი

პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.