თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ის სამკურნალოდ
თენგიზ ცერცვაძე
კიდევ ერთხელ რემდესივირის შესახებ. ბატონმა გიორგი კამკამიძემ ა.წ. 2 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ტრადიციულად გამოდის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენების წინააღმდეგ ერთი იმიტომ, რომ მისი აზრით რემდესივირი უეფექტოა?! და მეორე იმიტომ, რომ რემდესივირს თითქოს თეორიულად შეუძლია გამოიწვიოს COVID-ით ავადმყოფების ორგანიზმში არსებული ლატენტური ჰერპესვირუსების (მათ შორის პოტენციურად ონკოგენურის) რეაქტივაცია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მიმაჩნია, რომ ამ საკითხის სოციალური ქსელით განხილვა ძალიან სერიოზული შეცდომა იყო ვინაიდან რემდესივირით უკვე ნამკურნალებ ათასობით პაციენტს შესაძლოა რაღაც სრულიად უსაფუძვლო ეჭვები გაუჩნდეს, ხოლო მეორე ნაწილმა შესაძლოა მომავალში თავი შეიკავოს რემდესივირით მკურნალობისგან, რაც ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობასა და დაავადების გამოსავლებზე. უკვე დაფიქსირდა კურიოზული შემთხვევა?! როცა ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა რემდესივირით ნამკურნალები ავადმყოფების ონკომარკერებზე გამოკვლევა გადაწყვიტა?!?! სჯობდა ბ-ნ გიორგის ამ საკითხზე მიემართა კლინიკური ჯგუფისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ან საკოორდინაციო საბჭოსთვის. საკმარისია გავიხსენოთ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ექიმის მიერ სოციალური ქსელით COVID საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო გართულებებზე (ანტისხეულებით/ვაქცინით გაძლიერებული დაავადება - ADE, VADE) გამოქვეყნებულ პოსტს და მასთან დაკავშირებულ დისკუსიას შედეგად ის მოჰყვა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი სთქვა ვაქცინაციაზე, რაც თავის მხრივ ძალიან უარყოფითად აისახა გარდაცვალების შემთხვევებზე, (ვაქცინაცია სულ ცოტა 10-ჯერ ამცირებს COVID სიკვდილობას), ხოლო ვაქცინის შემდგომი ჰიპოთეტური გართულებები (ADE, VADE), რომლებზეც ეს ექიმი აპელირებდა ჯერ მსოფლიოში მგონი არავის უნახავს.
ბატონი გიას პირველი არგუმენტი, რომ COVID-19-ით ავადმყოფებში რემდესივირით მკურნალობა არაეფექტიანია, კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩვენ ეს არაერთგზის გვაქვს არგუმენტირებულად დასაბუთებული. ვფიქრობ ეს ბატონმა გიორგიმაც შესანიშნავად იცის, ისევე როგორც ის, თუ რა სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს რემდესივირით მკურნალობაზე უარის თქმა, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის გააკეთოს ის, რასაც აკეთებს.
ძალიან მოკლედ გავიმეორებ ძირითად არგუმენტებს რემდესივირის ეფექტიანობაზე:
რემდესივირი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული (Approved) FDA-სა და EMA-ს მიერ COVID-19-ის სამკურნალოდ, მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს უკეთეს შემთხვევაში აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვები (ე.წ. Emergency use authorisation). საგულისხმოა, რომ სადღეისოდ რემდესივირი შეტანილია აშშ-ს და ევროპის COVID-19-ის მკურნალობისა და მოვლის ძირითად გაიდლაინებში და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის (Standard of care) საშუალება. ნიშანდობლივია, რომ გასულ 2021 წელს რემდესივირი გახდა N1 პრეპარატი აშშ ჰოსპიტლების მიერ დახარჯული თანხის მიხედვით (https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/gilead-covid-drug-takes-top-spot-us-hospital-spending-report-2022-02-01/ ). ნუთუ ბატონ გიას მართლა ჰგონია, რომ ჩვენთან ერთად მთელი ამერიკა ცდება და მხოლოდ თვითონ ფლობს ჭეშმარიტებას.
უახლესი ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუციების (ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები - NIAID/NIH, IDSA და სხვ.) გაცემული რეკომენდაციების მიხედვით რემდესივირი დასახელებეულია COVID-ის (მათ შორის ომიკრონის შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ერთ-ერთ ძირითად ანტივირუსულ მედიკამენტად (პაქსლოვიდთან ერთად), კერძოდ: რემდესივირი (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკებს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 62%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილობის ალბათობას..
ის ერთეული კვლევა, რომლებზეც ბატონი გია აპელირებს და რომელთა მიხედვითაც რემდესივირი ნაკლებეფექტიანია, შესრულებულია წელიწადნახევრის წინ (მათ შორის ისიც რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა) და თან არასწორი დიზაინით. კერძოდ რემდესივირს აძლევდნენ ყველა ავადმყოფს დაავადების ნებისმიერი ხანგრძლივობით, მაშინ როდესაც დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ეს მედიკამენტი ეფექტურია მხოლოდ დაავადების პირველი 8-10 დღის მანძილზე ანუ ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში. ასე რომ ეს საკითხი კარგა ხანია დახურულია.
ის, რომ რემდესივირი ეფექტიანი და სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტია, საქართველოს პრაქტიკაც ადასტურებს. მაგალითად ჩვენს კლინიკაში პრაქტიკულად არცერთი ავადმყოფი, ვისაც რემდესივირი დროულად გადაესხა არ დამძიმებულა და არ გამხდარა საინტუბაციო. სამწუხაროდ, ბატონი გიას და მისი რამოდენიმე თანამოაზრის უარყოფითი პიარის გამო რემდესივირი საქართველოში შეზღუდულად გამოიყენება, რითაც პირველ რიგში COVID ავადმყოფები ზარალდებიან. ვფიქრობთ, კიდევ ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა. ხუმრობა ხომ არ არის, რომ რემდესივირი ამბულატორიულ ავადმყოფებში 87%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 20-62%-მდე ამცირებს დამძიმების და სიკვდილობის რისკებს.
რაც შეეხება მე-2 საკითხს, ეს ნამდვილად შეიძლება იყოს მსჯელობის თემა, კერძოდ ა.წ. 18 იანვარს გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რემდესივირს, ისევე როგორც აზითრომიცინს (რომელსაც ჩვენთან ზოგიერთი ვაიექიმი COVID-19-ის სამკურნალოდ დიდხანს იყენებდა და მგონი ახლაც იყენებს) და ზოგიერთ სხვა მედიკამენტს შეუძლია ორგანიზმში არსებული ლატენტური ჰერპესვირუსების (მათ შორის პოტენციურად ონკოგენურის) რეაქტივაცია, განსაკუთრებით იმუნოკომპრომეტირებულ (აივ ინფექცია/შიდსი, ორგანოტრანსპლანტირებული და სხვ.) ავადმყოფებში. ზუსტად იგივეს აკეთებს თვითონ COVID-ის ვირუსიც რემდესივირის გარეშე. პირველ რიგში ეს ეხება ე.წ. კაპოშის სარკომასთან ასოცირებულ ჰერპესვირუსს (KSHV) და ეპშტეინ-ბარის ვირუსს (EBV). მაგრამ ეს კვლევები ჩატარებულია მხოლოდ ექსპერიმენტში in vitro და არ ჩატარებულა ადამიანებზე. ამიტომ უცნობია შესაძლებელია, თუ არა იგივე (რეაქტივაცია) მოხდეს კონკრეტულად COVID ავადმყოფებში. მითუმეტეს რომ, რემდესივირით მკურნალობა ხანმოკლეა და თან ავადმყოფების სისხლში მისი კონცენტრაცია ექსპერიმენტში გამოყენებულზე გაცილებით დაბალია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ სიგარეტის ხანგრძლივ მოხმარებას შეუძლია ფილტვის კიბოს გამოწვევა, მაგრამ 5 ღერი სიგარეტი იგივეს ვერ იზამს. გარდა ამისა, ზემოთაღნიშნული ვირუსებით გამოწვეული სიმსივნეები იშვიათია და რაც მთავარია, რემდესივირით ნამკურნალებ და განკურნებულ ათეულობით მილიონ COVID ავადმყოფში ისინი ჯერ-ჯერობით აღწერილი არ არის. მაშინაც კი, თუ ცალკეულ შემთხვევებში თეორიულად ჰერპესვირუსების რეაქტივაცია და ონკოგენეზი მართლაც შესაძლებელია, რემდესივირის მიერ გადარჩენილი ავადმყოფების რაოდენობის (რამოდენიმე ათეული მილიონი) შეფარდება ჰიპოთეტურად შესაძლო გართულებების სიხშირესთან (ერთეული და ისიც თეორიულად), იმდენად დიდია, რომ ე.წ. რისკის და სარგებლის პრინციპით, რემდესივირით მკურნალობაზე უარის თქმა ყოვლად გაუმართლებელია. ისევე როგორც ეს იყო ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინაციის შემთხვევაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებიდან 3 დღეში (ა.წ. 21 იანვარს) მსოფლიოში ყველაზე მკაცრმა მარეგულირებელმა - აშშ FDA-იმ არათუ შეზღუდა რემდესივირის გამოყენება, არამედ პირიქით - გააფართოვა იგი და დაუშვა მისი გამოყენება არამარტო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში, არამედ ბინაზე მყოფ ავადმყოფებშიც და არამარტო 12 წელზე მეტი ასაკის პირებში (როგორც ეს მანამდე იყო), არამედ ნებისმიერი ასაკის ბავშვებშიც, რომელთა წონა აღემატება 3.5 კგ-ს, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა აშშ ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIAID/NIH) თავისი გაიდლაინის ბოლო განახლებულ ვერსიაში (ა.წ. 1 თებერვალი) ომიკრონის სამკურნალო ანტივურუსული მედიკამენტების ჩამონათვალში 4 მედიკამენტს შორის კვლავ შეიტანა რემდესივირი (პაქსლოვიდთან, სოტროვიმაბთან და მოლნუპირავირთან ერთად). ზედმეტია იმის მტკიცება, რომ აშშ FDA-ის და NIAID/NIH-ის ხელმძღვანელობამ ნებისმიერ ჩვენგანზე (და არა მარტო) უკეთ იცის და ნებისმიერ ჩვენგანზე მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი რემდესივირის ავკარგიანობის შესახებ და რომ არ ჰქონოდათ ძალიან მყარი არგუმენტები, ისინი ამას არ გააკეთებდნენ. რაც შეეხება ბატონი გიას ნახსენებ პირველ რიგში „არ ავნოს“ პრინციპს, აშშ FDA-ს ძირითადი მოვალეობა სწორედ ეს არის და მოდით ნუ ვიქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი, შეიზღუდოს რემდესივირის გამოყენება COVID ავადმყოფების სამკურნალოდ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ომიკრონით გამოწვეული შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, ხოლო პაქსლოვიდი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, და თან ის მხოლოდ ამბულატორიაში გამოიყენება.
მნიშვნელოვანწილად სწორედ რემდესივირის დამსახურებაა, რომ საქართველოში COVID ახალი შემთხვევების კატასტროფული მატების მიუხედავად გარდაცვალების შემთხვევები პრაქტიკულად განახევრდა, ხოლო რემდესივირის არცერთი გართულება (მათ შორის რეაქტივაციასთან დაკავშირებული) ჯერ არავის უნახავს. ანუ ჩვენ რომ რემდესივირს არ ვიყენებდეთ გვეყოლებოდა ბევრად მეტი გარდაცვლილი მხოლოდ ჰიპოთეტურად შესაძლო გართულებების არარსებობის ფონზე (რომელი გართულებებიც ისედაც არცერთხელ არ დაფიქსირებულა).
ყოველი შემთხვევისთვის ა.წ. 18 იანვრის პუბლიკაციის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა რემდესივირის თემაზე ამერიკის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციებთან და ექსპერტებთან და ყველა მათგანის საერთო აზრია, რომ აღნიშნული ექსპერიმენტული კვლევა რემდესივირის გამოყენების გადახედვის საფუძველი ვერ იქნება. ამას ადასტურებს აშშ FDA-ს და NIAID/NIH-ის ა.წ. 21 იანვრის და ა.წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებები. ამის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად მოვლენათა პულსზე გვიდევს ხელი და თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციები რემდესივირის გამოყენებაში რაიმეს შეცვლიან, ჩვენ მას მყისიერად გავითვალისწინებთ. ასე რომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად და განუხრელად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები: ვაქცინაცია და რემდესივირი სხვა უახლეს ანტივირუსულ მედიკამენტთან ერთად რჩება ავადმყოფთა სიცოცლხის გადარჩენის და პანდემიის დასრულების ძირითად საშუალებად“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


