გულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი
ნინო ბაზღაძე
გულის უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და, ზოგჯერ, სიცოცხლესაც კი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნიშნების დროულად ამოცნობა და რეაგირება.
რა ახასიათებს გულის უკმარისობას, რა ზრდის მისი განვითარების რისკებს და როგორია გამოსავალი? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის კარდიოლოგ ნინო ბაზღაძეს მივმართეთ.
რა არის გულის უკმარისობა და რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის?
გულის უკმარისობა არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ვითარდება გულის სტრუქტურული ან/და ფუნქციური დაზიანების შედეგად; ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს სისხლის სათანადო ცირკულაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი გულის უკმარისობის დიაგნოზი მსოფლიოს მასშტაბით. მეტად გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აზიაში, შედარებით ნაკლებად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც კავშირშია ამ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის ცხოვრების განსხვავებულ სტილთან (კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე, ჭარბწონიანობა).
როგორია გულის უკმარისობის სიმპტომები, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
გულის უკმარისობა ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტებს უჭირთ ღამით ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება და აქვთ მშრალი ხველა. ასევე, გამოხატულია ადვილად დაღლა, ზოგადი სისუსტე, შესაძლოა იყოს გულის რითმის სხვადასხვა ტიპის დარღვევა და პერიფერიული შეშუპება (საწყის ეტაპზე უპირატესად ქვედა კიდურების, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ვლინდება გლობალური შეშუპება, შესაბამისად, ფიქსირდება სხეულის წონის მატებაც).
გირჩევთ ზემოთ აღწერილი სიმპტომები არ დატოვოთ უყურადღებოდ, ვინაიდან მკურნალობის შედეგები და დაავადების გამოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კარდიოლოგთან დროულ ვიზიტზე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: კარდიოლოგია თოდუას კლინიკაში.
მიმდინარეობის მიხედვით, გულის უკმარისობა შეიძლება იყოს: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. მწვავე ან ქვემწვავეა დაავადება, თუ სიმპტომების აღმოცენებიდან გასულია რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა. ქრონიკულის შემთხვევაში კი, სიმპტომები რამდენიმე თვის ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვლინდება. უნდა აღინიშნოს, რომ მწვავე გულის უკმარისობა წარმოადგენს ერთ-ერთ გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას, რაც მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას.
რა ზრდის გულის უკმარისობის განვითარების რისკებს?
გულის უკმარისობის განვითარების რისკი მაღალია ისეთი დაავადებების არსებობის პირობებში, როგორიცაა გულის იშემიური/ათეროსკლეროზული დაავადება (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული კორონარული სტენტირება ან შუნტირება), არტერიული ჰიპერტენზია, გულის სარქვლოვანი პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე.
გულის უკმარისობის განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მაგალითად, საერთაშორისო კვლევის, Framingham Heart Study-ის მიხედვით, 50-59 წლის ასაკის პოპულაციაში 1000 მოსახლიდან გულის უკმარისობის 8 შემთხვევა, ხოლო 80-89 წლის ასაკის პოპულაციაში 1000 მოსახლეზე 66 შემთხვევა გვხვდება.
როგორ ხდება გულის უკმარისობის დიაგნოსტირება?
დაავადების დიაგნოსტირება პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შესწავლით იწყება, რასაც მისი ფიზიკური გასინჯვა მოსდევს. უნდა ჩატარდეს საბაზისო ინსტრუმენტული კვლევები, როგორიც არის ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია და გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა. ასევე მნიშვნელოვანია რიგი ლაბორატორიული კვლევები.
როგორია გულის უკმარისობის მკურნალობისა და მართვის გზები?
არსებობს გულის უკმარისობის კლასიკური მედიკამენტური თერაპია, რომელიც მოწოდებულია ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ასევე, ამერიკის გულის ასოციაციისა/ამერიკული კარდიოლოგიური კოლეგიის (ACC/AHA) მიერ გაიდლაინის სახით. ამავე დროს მნიშვნელოვანია პაციენტის ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სუფრის მარილისა და დიდი რაოდენობით სითხის/მინერალური წყლის მიღების შეზღუდვას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ჭარბი წონის შემთხვევაში სხეულის მასის კორექციას და მის სტაბილურად შენარჩუნებას.
საყურადღებოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათი დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა დღევანდელი მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევაა. გულის უკმარისობა კი წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული ავადობის და ლეტალობის მნიშვნელოვან მიზეზს. შესაბამისად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ჩვენ მიერ უკვე აღწერილი, ერთი შეხედვით, არც თუ ისე საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან დროულ ვიზიტს, ასევე, დამატებით ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებასა და სწორი მკურნალობის დაწყებას, გართულებების თავიდან აცილებისა და დაავადების პროგნოზის გაუმჯობესების მიზნით.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 14:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ და მათ შორის ევროკავშირის არც ერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას და თავს დაესხას მის დიდ მრევლს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სერბეთში, ქართველ ჟურნალისტებთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა. პაპუაშვილის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
07 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამას მიაღწიეს, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული. მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ევროპული კულტურის ბაზისი
„ამას მიაღწიეს, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენლებმა საქართველოში, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული. რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, რომელსაც ევროპულ კულტურად ასაღებენ, დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ევროპული კულტურის ბაზისი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
07 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეიკრიბნენ 20 მ² ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. „ნაციონალური მოძრაობა“ მგონი დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ბედი განსაზღვრულია და ასე დაამთავრებს ყველა, ვინც არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.
07 ივლისი 2026, 13:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, დროა, გონს მოეგონ
უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
07 ივლისი 2026, 13:31
მსოფლიო
Financial Times: ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს
ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით სულ მცირე 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 12:56
საზოგადოება
საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება
შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს
07 ივლისი 2026, 12:55
ტექნოლოგიები
ეგვიპტეში ხელუხლებელი აკლდამები, გრანიტის სარკოფაგი და „ოქროს ენები“ აღმოაჩინეს
ეგვიპტეს ჩრდილოეთით, ანტიკურ ქალაქი მარინა-ელ-ალამეინში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ძველად აქ იყო ქალაქი ლევკესპიდი, რომლის შესახებაც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი წერდა. დასახლებამ განვითარების პიკს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მიაღწია.
07 ივლისი 2026, 12:49
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ომის დასრულებას წლის ბოლომდე არ გამორიცხვენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთთან ომი დასრულდეს.
07 ივლისი 2026, 12:44
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მხარდაჭერას ეხმიანება.
07 ივლისი 2026, 12:32
მსოფლიო
მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევთან ახლოს იპოვეს
კიევთან ახლოს ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი იპოვეს, რომელიც მონაკოში რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 12:11
მსოფლიო
კირილ ბუდანოვის განცხადებით, პოლონეთი უკრაინაში პროვოკაციას ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს.
07 ივლისი 2026, 12:11
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხება.
07 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 12:05
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია
„ერთიანი ნეიტრალრი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:59
მსოფლიო
Reuters: დამასკოში სასტუმროსთან, სადაც მაკრონი იყო გაჩერებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა
სირიის დედაქალაქ დამასკოს სასტუმროსთან, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩებოდა, რამდენიმე აფეთქება მოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
მარტა კოსმა სომხური გარგარისგან ჯემი გააკეთა - გარგარი იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
07 ივლისი 2026, 11:38
საზოგადოება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 11:24
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.
07 ივლისი 2026, 11:22
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს
07 ივლისი 2026, 11:20
მსოფლიო
Reuters: ავსტრალიაში მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომაზე დაწესებული აკრძალვა ეფექტიანად ვერ სრულდება
ავსტრალიაში არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა ასაკის შემოწმების მექანიზმების ხარვეზების გამო პრაქტიკაში ეფექტიანად ვერ სრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


