ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩს შეხვდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა შერეფ მალკოჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას დაათვალიერებენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე.
ყველა სიახლე
28 ივნისი 2026, 11:00
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს
„დღეს ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლებისა და იმ უფლების აღსანიშნავად, რომ იყო ან გახდე ის, ვინც ხარ. ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
28 ივნისი 2026, 10:48
მსოფლიო
აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ ობიექტებს შეუტია
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ეწინააღმდეგება ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ პუნქტს და გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას“, - ნათქვამია კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 ივნისი 2026, 10:43
მსოფლიო
ალექსანდარ ვუჩიჩი: ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში. კიდევ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ კი გადავდგები
„მეუბნებოდნენ, რომ პრეზიდენტის პოსტს არასოდეს დავტოვებდი, [მაგრამ] ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში. კიდევ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ კი გადავდგები“, - განაცხადა ვუჩიჩმა 27 ივნისს, თავისი მხარდამჭერების წინაშე გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
28 ივნისი 2026, 10:35
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა⚽
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მე-17 სათამაშო დღეს ინგლისმა და ხორვატიამ L ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს, კოლუმბიამ K ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა, არგენტინამ გამარჯვებათა სერია გააგრძელა, ხოლო ალჟირმა და ავსტრიამ გულშემატკივარს დღის ყველაზე შედეგიანი მატჩი აჩუქეს.
28 ივნისი 2026, 10:18
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვეღარ შევძლებთ გონიერების გამოჩენას და იძულებულნი გავხდებით, სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს
„ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ ახლახან დაარტყა ირანის რაკეტებისა და დრონების საწყობებს, ასევე სანაპირო რადარების, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევის გამო! სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი ვერასოდეს ისწავლიან ჭკუას! შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვეღარ შევძლებთ გონიერების გამოჩენას და იძულებულნი გავხდებით, სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს!“ - წერს ტრამპი.
28 ივნისი 2026, 10:15
საზოგადოება
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
28 ივნისი 2026, 09:37
მსოფლიო
ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ისრაელმა ლიბანთან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ სამხრეთ ლიბანში დრონით იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფომაციით, დარტყმის სამიზნე იყო პირი, რომელიც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
28 ივნისი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივნისი 2026, 08:40
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს.
28 ივნისი 2026, 08:15
მსოფლიო
რობერტ ფიცო: სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს
სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. ის გამოეხმაურა უკრაინისთვის დახმარების ახალ ინიციატივას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია ნატო-ს სამიტზე.
28 ივნისი 2026, 00:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
მთავრობის მეთაურმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა. საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია.
27 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
„ქართველ ამომრჩეველზე ცოტა დაფიქრებულად ისაუბრეთ. მილიონ 120 000-ზე მერი ამომრჩეველი გვყავს. ჩვენი პატრიოტი ქართველები ყველაზე კარგად ათვითცნობიერებენ იმას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ჩვენს ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
27 ივნისი 2026, 22:57
საზოგადოება
შიო მესამე: ვულოცავთ ნონა გაფრინდაშვილს საიუბილეო თარიღს, მისი ღვაწლი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება, შრომის, ნიჭის და ერთგულების წყალობით, მთელი ერის სიყვარული დაიმსახურო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნონა გაფრინდაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
27 ივნისი 2026, 22:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა.
27 ივნისი 2026, 22:39
სამართალი
გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.
27 ივნისი 2026, 22:35
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან
„დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტების პასუხად.
27 ივნისი 2026, 22:34
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა
ჩვენ გადმოვიბარეთ სამწუხაროდ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და ჩვენ წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გავლენისგან ქვეყანა გაგვეთავისუფლებინა,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი" .
27 ივნისი 2026, 22:27
პოლიტიკა
ილია ღლონტი: უამრავი რამ არ მომწონს ევროკავშირში, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკა
„როდესაც ამ ქვეყანაში რეალური პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, გვაქვს რეალური, მათ შორის სუვერენიტეტის გამოწვევები, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შეთქმულების თეორიებზე, რომელიც რეალური გეოპოლიტიკით, რეალური ეკონომიკით ვერ აიხსნება. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნაწილი შედის შეცდომაში და ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გვქონდეს ამაზე სასაუბროდ არგუმენტირებულად და შინაარსობრივად. იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა ილია ღლონტმა.
27 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
საბა ბუაძე: თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები
თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები, - განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".
27 ივნისი 2026, 22:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირს, თავისი მიზნებიდან გამომდინარე დღეს სჭირდება ძალიან დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან. რატომ არიან გაბუტულ რეჟიმში - იმიტომ, რომ ევროკავშირი თავის პოლიტიკას ვერ აყალიბებს
როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელი არ აყალიბებს იმ დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირს სჭირდება. „სამწუხაროდ, ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი არ არის დამოუკიდებელი, ევროკავშირს დღეს უკვე სჭირდება დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.


