რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენებული საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.
„რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.
ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.
ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს შესაბამისი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება- გადამზადებას, სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის დასკვნაში, კორპუსის შემინული გარე ფასადი შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული. „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“, - აღნიშნულია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 აგვისტოში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა, მოამზადა ანგარიში - „თანამედროვე საავადმყოფოს საჭიროებები“. ანგარიშის მიზანია, საავადმყოფოს მთავარი განყოფილებებისა და ფუნქციების ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ვერ აკმაყოფილებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, 2023 წლის სექტემბერში, გამოსცა დასკვნა, კლინიკის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - შეუძლებელი.
2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, კლინიკაში არსებული ვითარება შეამოწმა. შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე, ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.
ექსპერტულ დასკვნებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე - კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია, 2025 წლისთვის მინიჭებული ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე - გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მოეწყობა ახალი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 16:10
მსოფლიო
POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება
გერმანია ბენზინსა და დიზელზე გადასახადს ლიტრზე 17 ევროცენტით შეამცირებს. შესაბამისი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 2,5 მილიარდი ევრო იქნება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც
„როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა”, - ამბობს ექსპერტი დავით ჩიხელიძე და ქვეყანაში ინვესტიციების მიმართ საზოგადოებაში წარმოქმნილ შიშზე წერს.
19 სექტემბერი 2026, 15:41
კულტურა
ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან
დღეს 18.00 საათიდან სტუმრებს წითელ ხალიჩაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ელოდებიან. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს.
19 სექტემბერი 2026, 15:38
კულტურა
კულტურის განვითარების ფონდმა „მესმა“ თბილისის ისტორიულ უბანში ახალი სახელოვნებო სივრცე გახსნა
დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე XIX საუკუნის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ღონისძიება დავით ევგენიძის მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა.
19 სექტემბერი 2026, 15:37
კულტურა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს თბილისი მასპინძლობს
ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე 7 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება. „ღამის სერენადები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფესტივალის მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
19 სექტემბერი 2026, 15:33
ჯანდაცვა
„თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ - თბილისში მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია იმართება
სპეციალისტები ერთმანეთს კლინიკურ გამოცდილებას გაუზიარებენ, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებსა და პრაქტიკაში დანერგილ სიახლეებს განიხილავენ, მათ შორის თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვან მიმართულებებს, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომებს. ღონისძიებაში მონაწილეებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების 12 ქულა მიენიჭებათ.
19 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: თუ დაკავებულები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან
თუ დაკავებული ადამიანები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 15:29
თავდაცვა
სანაპირო დაცვის საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში ნატოს მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა სწავლება ჩაატარა
ლექციები მოიცავდა საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოების, ნავსადგურის დაცვისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს. სწავლება სანაპირო დაცვასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ემსახურება
19 სექტემბერი 2026, 15:12
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ოფიციალური სტუმრის რანგში, წელს, პირველად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.
19 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ.
19 სექტემბერი 2026, 14:58
კულტურა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მონაწილეობდა
ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული კინოს საერთაშორისო პოპულარიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
19 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიას წარმოადგენს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის უმთავრეს გარანტად ბირთვულ ტრიადას ასახელებს და აცხადებს, რომ მისი გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია.
19 სექტემბერი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე: მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მათ „ჯუჯა ბავშვებს" უწოდებს.
19 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს
ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 14:25
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდად დასრულდება
მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე: გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას - არ მოგცემთ უფლებას თქვენისთანებს ასეთები იკადროთ, რასაც ახლა კადრულობთ, გიჩივლებთ კი არა, მეტს ვიზამ
გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, ორი ბებო და ორი პაპა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გოგი გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას და კიდევ უფრო მეტის გულშემატკივრობას, - წერს გერმანიაში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე, რომელმაც მეორე აქტივისტს, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა.
19 სექტემბერი 2026, 14:08
მსოფლიო
Reuters: ლონდონის საზღვაო სადაზღვევო ბაზარმა შავი ზღვის მაღალი რისკის ზონა გააფართოვა
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, ლონდონის საზღვაო სადაზღვევო ბაზარმა მაღალი რისკის ზონა გააფართოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 14:08
ეკონომიკა
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ფერმერის დღე 2026“-ს მასპინძლობს
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.


