08 მარტი 2026, 10:33 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. აღინიშნა, რომ აკადემიკოსის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში.

ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის განვითარებაში და საქართველოში ამ სამეცნიერო მიმართულების დამკვიდრებაში. ეთერ ქემერტელიძე ქვეყანაში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელობითა და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი.

აკადემიკოსს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაშიც - შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატურების წარსადგენად და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.

ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში - თანამშრომლობს ფარმაკოლოგიის ინსტიტუტთან და აგრძელებს კვლევით საქმიანობას.

ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან და უნივერსიტეტის კანცლერ ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტიც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით პროცესებს.

ყველა სიახლე

დავით ჩიხელიძე

08 მარტი 2026, 11:45

პოლიტიკა

ჩიხელიძე: სუს-მა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ დაბარებულია გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული. აგენტურამ მესიჯი დაალაგა - სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობსო და ასე სცადა უწყების დისკრედიტაცია

მარტივად ავხსნი, როგორ ამუშავებს აგენტურა ბინძურ პროპაგანდას. გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასთან გააკეთა მცირე განმარტება გივი თარგამაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. უწყებამ თქვა - რომ თარგამაძე დაბარებულია კონკრეტულ საქმეზე გამოკითხვაზე, თუმცა ტელეფონი აქვს გამორთული, დაკავშირება ვერ ხერხდება და გამოთქვა იმედი, რომ ინფორმაცია თარგამაძემდე აუცილებლად მივიდოდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ზვიად შალამბერიძე

08 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მანიპულაციებით ცდილობენ აშშ-ში ქართული დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტი გადაფარონ

აშშ-ში ქართული დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტის ფონზე, რომელმაც კიდევ უფრო დააახლოვა აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მოახლოება, ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ და ცდილობენ, რომ როგორმე განცხადებებით, შეხვედრებითა და მანიპულაციებით ეს გადაფარონ, ან ჩაახშონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

სოზარ სუბარი

08 მარტი 2026, 11:37

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: როდესაც ასეთ კონსპირაციას აწყობს, ბუნებრივია, ის, რომ ქვეყნის დასანქცირებას ემსახურებოდა ეს შეხვედრა, შეიძლება მართალი იყოს

„როდესაც ასეთ კონსპირაციას აწყობს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ ის რასაც თქვენ ამბობთ, რომ ქვეყნის დასანქცირებას ემსახურებოდა ეს შეხვედრა, შეიძლება მართალი იყოს. ადვილად დასაჯერებელია ასეთი საქციელი ადამიანისგან, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ბომბების წვიმა ურჩევნია საქართველოზე, ვიდრე ის სირცხვილი, რომელსაც თითქოსდა განიცდიდა, იმიტომ რომ საქართველომ უარი თქვა სანქციებთან შეერთებაზე. სანქციები კი დაღუპავდა ქვეყანას და ჩამოაქცევდა მის ეკონომიკას“, - განაცხადა სუბარმა.

08 მარტი 2026, 11:28

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა თავისუფალ მედიაზე თავდასხმით კმაყოფილია

თინა ბოკუჩავა აღიარებს, რომ სწორედ ოპოზიციამ იმუშავა, რათა დიდი ბრიტანეთი თავისუფალ მედიას თავს დასხმოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი შედეგით კმაყოფილია და აანონსებს, რომ უცხო ქვეყნებში ამ თემაზე აქტიურ შეხვედრებს გააგრძელებს.

08 მარტი 2026, 11:20

სამართალი

გუზაბ სანიკიძე სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

პროირანულ გავლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, გუშინ, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, გუზაბ სანიკიძე გამოკითხეს.

გივი თარგამაძე

08 მარტი 2026, 11:20

სამართალი

გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო გუშინ დატოვა - ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

პროირანული გავლენების შესახებ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძეც ჩაერთო და ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

ზვიად შალამბერიძე

08 მარტი 2026, 11:15

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: პროირანული გავლენების შესახებ განცხადებების გაკეთება საჯარო სივრცეში, რომელიც არანაირი ფაქტითა და არგუმენტით არ არის გამყარებული, პირდაპირ არის ჩვენი სამშობლოს ღალატი

„საჯარო სივრცეში ასეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც არანაირი ფაქტითა და არგუმენტით არ არის გამყარებული, პირდაპირ არის ჩვენი სამშობლოს ღალატი და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. როგორც ვნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ამის აღსაკვეთად და ამას მხოლოდ მივესალმებით. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ის მდგომარეობა, რაც ჩვენ ირგვლივ არის და ყველა გარკვეული პასუხისმგებლობით უნდა მოეპყროს“, - აცხადებს შალამბერიძე.

08 მარტი 2026, 11:13

სამართალი

თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე არიან დაბარებულები. ამ ფორმით, სასამართლოში გამოკითხვა მათ თავად მოითხოვეს. საქმე ეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში პროირანული გავლენები გაჩნდა.

08 მარტი 2026, 10:45

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

08 მარტი 2026, 10:42

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ჯ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 მარტი 2026, 10:38

სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს.

08 მარტი 2026, 10:36

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

08 მარტი 2026, 10:35

რეგიონი

ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა 2025 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი ეფუძნება და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

08 მარტი 2026, 10:35

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოებს მსხვერპლი მოჰყვა

ოფიციალური პირების განცხადებით, პარასკევს სამხრეთ მიჩიგანში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბიჭი, 2 ადამიანი კი ოკლაჰომაში გარდაიცვალა. სამაშველო ჯგუფები ზარალის შეფასებას კვლავ აგრძელებენ.

08 მარტი 2026, 10:24

მსოფლიო

ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების მიზნით ახალი სამხედრო ალიანსი შექმნა

დონალდ ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების პირობა დადო და ამ მიზნით სამხედრო ალიანსი შექმნა. კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მან „ამერიკის ფარის“ (Shield of the Americas) სამიტზე განაცხადა, რომელსაც ლათინური ამერიკის 10-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრო. შეხვედრა 7 მარტს, მაიამის მახლობლად, ტრამპის გოლფ-კლუბში გაიმართა. სამიტს არ ესწრებოდნენ მექსიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის პრეზიდენტები.

08 მარტი 2026, 10:09

მსოფლიო

ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

„შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ძაღლების, დრონებისა და ვერტმფრენის გამოყენებით, რათა დადგინდეს პოტენციური დამნაშავის ან დამნაშავეთა ვინაობა“, - ნათქვამია ოსლოს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

08 მარტი 2026, 09:58

საზოგადოება

ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების ექსელენს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ექსელენს ცენტრი შენდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 მარტი 2026, 09:39

მსოფლიო

ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე

დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პაკეტების ბლოკირება კვლავ გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 მარტი 2026, 09:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი კირ სტარმერს: არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან

არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მისამართით.